წითელი ვერსია
  • 0
  • 2585

ერთი სათაური „40 დაქალის“ შესახებ

18 თებერვალი 2020

ბათუმელმა მხატვრებმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის პატრონაჟით გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.


ეს ამბავი რამდენიმე ონლაინ-გამოცემის (primetime.ge; resonancedaily.com; akhalitaoba.ge; newposts.ge; presa.ge; alia.ge და სხვ.) მკითხველებმა ერთი და იგივე სათაურის მქონე სტატიებიდან შეიტყვეს: „ბათუმის მერი 40 დაქალთან ერთად, პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა”.


ფრაზა ეკუთვნის ბათუმის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციიის მონაწილეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრმა ქალაქის მერი საბიუჯეტო სახსრებით პარიზში მეგობრების წაყვანაში დაადანაშაულა და განაცხადა: „ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოსდა იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ“.


აღნიშნულ ონლაინ-გამოცემებს არ უცდიათ იმის დაზუსტება, რა დელეგაცია გაემგზავრა ბათუმიდან პარიზში, მართლაც იყო თუ არა ყველა მათგანი მერის „დაქალი“ და დაფინანსდა თუ არა ყველა სტუმრის მოგზაურობა ქალაქის ბიუჯეტით.


ფოტო expressnews.com.ge

მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2585
0 Comments