პოლიტიკასთან ერთად, სამართლებრივ თემებს ქართული მედიის დღის წესრიგში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავიათ; შესაბამისად, მაყურებელი ან მკითხველი კრიმინალის სხვადასხვა შემთხვევაზე ინფორმაციას ოპერატიულად იღებს, თუმცა საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებსაც, როცა მედია არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე დამნაშავედ მოიხსენიებს.
„გორში, ქალაქის ცენტში, პოლიციელი საკუთარმა მდგმურმა მოკლა“ - ასეთი შეტყობინება გაუგზავნა მაყურებელს „რუსთავი2“-მა 1 ივლისს დილის „კურიერით“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მდგმური, რომელიც ნაქირავებ სახლში ბინის მეპატრონის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე დააკავა.
„მდგმურმა მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, გორში მოხდა. ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - ინფორმაცია მსგავსი ტექსტით ონლაინმედიაშიც გავრცელდა (tabula.ge, fortuna.ge, presa.ge, newposts.ge).
როგორც ვხედავთ, ამ გამოცემებმა ეჭვმიტანილი უკვე დამნაშავედ გამოაცხადეს, როცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშივე ვკითხულობთ, რომ „შსს-ში კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ“.
ცნობისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაკავებული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, რომელიც გარანტირებულია როგორც კონსტიტუციით, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საერთაშორისო აქტებით. ადამიანი კი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება.
ეჭვმიტანილის უფლებების დაცვის და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, მნიშვნელოვანია მედია მსგავსი თემების გაშუქებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს; განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რამაც, შესაძლოა, საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობებიც გააღვივოს.
ეჭვმიტანილი თუ დამნაშავე?
01 ივლისი 2020პოლიტიკასთან ერთად, სამართლებრივ თემებს ქართული მედიის დღის წესრიგში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავიათ; შესაბამისად, მაყურებელი ან მკითხველი კრიმინალის სხვადასხვა შემთხვევაზე ინფორმაციას ოპერატიულად იღებს, თუმცა საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ ფაქტებსაც, როცა მედია არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე დამნაშავედ მოიხსენიებს.