წითელი ვერსია
  • 1
  • 1467

დამალული ანგარიში

25 ივნისი 2020

საქართველოს დასავლელი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები, დასავლური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ანგარიშები, რეზოლუციები თუ ცალკეული პოლიტიკოსების წერილები, როგორც წესი, ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. ტექსტები, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებსა და შეფასებებს შეიცავდეს, ტელეარხებზე დეტალური განხილვისა და რამდენიმე დღის მთავარ თემადაც კი იქცევა ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარ მაღალ ყურადღებას მხოლოდ ნეგატიური შინაარსი იმსახურებს.


ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 ივნისს გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს და კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას მაღალი შეფასება აქვს. ანგარიშის საქართველოს ნაწილის ქართული თარგმანი თავად სუს-მაც გამოაქვეყნა და მისი მოძიება კიდევ უფრო გაამარტივა.


დოკუმენტში, რომელშიც ტერორიზმის და მასთან ბრძოლის კუთხით გასულ წელს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ევროპის 23 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა განხილული, აღნიშნულია, რომ საქართველო უსაფრთხოების კუთხით შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა. აქვე შეფასებულია საქართველოს ჩართულობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობასა და მოქმედებებში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე და ამ კუთხით წამყვან უწყებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია დასახელებული.


მიუხედავად დოკუმენტის მნიშვნელობისა, ეს დადებითი შეფასებები „ფორმულის“, „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და „რუსთავი 2“-ის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 1467
0 Comments