წითელი ვერსია
  • 6
  • 10498

დაკარგული კბილის ძიებაში

22 სექტემბერი 2022

„თეა წულუკიანი უძველესი ადამიანის კბილს მალავს“ - აცნობა მაყურებელს „მთავარმა არხმა“ 21 სექტემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. წამყვანები და ჟურნალისტი 8-წუთიანი რეპორტაჟის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ კულტურის მინისტრმა არქეოლოგებს, დმანისში ახლახანს აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი გასტაცა და სადღაც გადამალა (კაცმა არ იცის, რა მიზნით!).


როგორც რეპორტაჟში აღინიშნა, ორი კვირის წინ აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლის წინანდელი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ერთ-ერთი მეცნიერის სახლიდან ამოიღო, რის შემდეგაც მისი კვალი „იკარგება“. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, არტეფაქტი უსაფრთხოების სამსახურში წაიღეს.


თუმცა, სიუჟეტში გასულ კომენტარში თავად კულტურის მინისტრი სრულიად გარკვევით აცხადებს, რომ „ეს კბილი არის დაცული იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა“ და ამავე დროს აღნიშნავს, რომ „ამგვარი მოპყრობა დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების მიმართ არის სრულიად დაუშვებელი“.


რეპორტაჟიდანვე შევიტყვეთ, რომ 8 სექტემბერს აღმოჩენილი უძველესი კბილი არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა თბილისში ჩამოიტანა და საკუთარ სახლში შეინახა, რადგან იქ, გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდა, ვიდრე პალეობიოლოგიურ მუზეუმში.


არქეოლოგთა უფლებების სადარაჯოზე მყოფი „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ამ ფაქტმა სულაც არ შეაწუხა. არ დაინტერესდა, მოეკვლია, რა სავალდებულო წესები მოქმედებს (ან თუ არსებობს, საერთოდ) მსგავს შემთხვევებში.


ნატა მინდელი
  • 6
  • 10498
0 Comments