22 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა უპასუხა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, რომელიც საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხებოდა.
“ჩვენ ვიხილეთ რუსეთის არა მხოლოდ მცდელობები, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა მთელ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში და ამას ყოველთვის ფხიზლად ვაკვირდებით და, როგორც აქამდეც გვითქვამს, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.” - განაცხადა მილერმა.
ონლაინ მედიის ნაწილმა მილერის ეს განცხადება გაავრცელა უკონტექსტოდ.
„ინტერპრესნიუსის“, „პუბლიკას“, 1tv.ge-ს, „მთავარი არხის“, „რადიო თავისუფლების“, euronewsgeorgia.com-ის მიერ გავრცელებულ მასალებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთის შესაძლო ჩარევაზე კითხვა დასვა ჟურნალისტმა.
შესაბამისად, ამ გვერდების მკითხველისთვის გაურკვეველი დარჩა, რა მიზეზით ახსენა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა.
არასრული ინფორმაცია ონლაინ მედიაში
23 ივლისი 202422 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა უპასუხა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, რომელიც საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხებოდა.