კომპოზიტი „ადგილმდებარეობა“ ყოველთვის უსულო ობიექტის მიმართ გამოიყენება, განსხვავებით „ადგილსამყოფლისგან“, რომელიც, ჩვეულებრივ, სულიერ არსებაზე ითქმის, მაგრამ შესაძლოა ინსტიტუციების მიმართაც ვიხმაროთ (მაგალითად: „სკოლამ შარშან შეიცვალა ადგილმდებარეობა / ადგილსამყოფელი“).
როგორც ყოვლად მიუღებელია ითქვას: „ჩემი მეგობარი ამჟამად საზღვარგარეთ მდებარეობს“, ასევე უმართებულოა ეს ფრაზაც: „ჩემი მეგობრის ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ჩემთვის უცნობია“.
არადა, მედიაში უმეტესად სიტყვა „ადგილმდებარეობას“ სწორედ ამგვარ კონტექსტებში ვხვდებით!
მაგალითები ვნახოთ:
„მეზღვაურების ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის გარკვეული არ არის“;
„ოჯახის დანარჩენი 9 წევრის ადგილმდებარეობა უცნობია“;
„დამნაშავეების ადგილმდებარეობა უცნობია“;
„კიევის მონაცემებით, დონბასში, იმ ადგილებში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს, კვლავ ტყვეობაში რჩება 100-მდე პირი და მათგან ბევრის ადგილმდებარეობა უცნობია“;
„ცოტა ხნის წინ [თურქეთის] პრეზიდენტი სწორედ რეზიდენციაში იმყოფებოდა, ამ დროისთვის მისი ადგილმდებარეობა უცნობია“;
ხაზგასმული სიტყვის ადგილას ყველგან „ადგილსამყოფელი“ უნდა იყოს.

ადგილმდებარეობა და ადგილსამყოფელი
06 აპრილი 2020კომპოზიტი „ადგილმდებარეობა“ ყოველთვის უსულო ობიექტის მიმართ გამოიყენება, განსხვავებით „ადგილსამყოფლისგან“, რომელიც, ჩვეულებრივ, სულიერ არსებაზე ითქმის, მაგრამ შესაძლოა ინსტიტუციების მიმართაც ვიხმაროთ (მაგალითად: „სკოლამ შარშან შეიცვალა ადგილმდებარეობა / ადგილსამყოფელი“).