წითელი ვერსია
  • 0
  • 2628

NDI-ს კვლევა სათაურებში

17 იანვარი 2020

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევას ონლაინ მედია 16 იანვარს აქტიურად აშუქებდა.


კვლევაში პოლიტიკურ ნაწილთან ერთად, მედიის მიმართ ნდობაც არის შეფასებული.


ტელევიზიების ნდობის რეიტინგში 30%-ით “იმედი” ლიდერობს. თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ „იმედინიუსის“ სათაურშია გამოტანილი.


იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ინტერნეტში ინფორმაციას ხანდახან მხოლოდ სათაურებით ეცნობა, საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, რა აქცენტებით გამოიტანეს ონლაინ გამოცემებმა მედიის ნდობის რეიტინგები.


ტაბულა: „NDI: 53%-ის აზრით, იმედი ოცნების სასარგებლოდაა მიკერძოებული“;


ნეტგაზეთი: “მთავარი არხი” ნდობის რეიტინგში “რუსთავი 2-ს” უსწრებს“;


On.ge: “მთავარ არხს 1,5-ჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე რუსთავი 2-ს”;


რადიო თავისუფლება: „NDI - ტელევიზიების ნდობა: პირველი არხი 2%-ით უსწრებს „ობიექტივს“;


ასევე საინტერესო აღმოჩნდა ონლაინ მედიაში პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაციის სათაურებზე დაკვირვება.


თითქმის ყველა გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას იდენტური სათაურით - „NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 13% კი “ნაცმოძრაობას“.


თუმცა იგივე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებში, 56 პროცენტს - არა.


ეს ინფორმაცია სათაურში მხოლოდ bm.ge- მ და 1tv.ge-მ გაიტანეს, სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” - ინფორმაციის ტექსტში.




ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2628
0 Comments