კომენტარის მოპოვებისთვის ჟურნალისტების ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო თავგანწირულ და სახიფათო სახეს იღებს. ამჯერად, მორიგი ექსტრემალური ეპიზოდი 30 სექტემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმე გურამ ამირხანაშვილის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ განვითარდა.
პროცესიდან გამოსულ ე.წ. ოქროს მოწმეს ჟურნალისტები კითხვებით და შეძახილებით დაედევნენ. „რა ინფორმაცია მიაწოდეთ გამოძიებას? რა ინფორმაცია მიაწოდეთ?“ - ისმის ყველა მხრიდან, ხოლო კითხვის ავტორების ხმა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სასოწარკვეთილად ჟღერს და ფაქტობრივად, კივილში გადადის. საბოლოოდ, რამდენადაც პასუხის მიღების შანსი აშკარად არარეალური იყო, ჟურნალისტები რესპონდენტს ფეხდაფეხ დაედევნენ და მის ავტომობილში შეასწრეს კიდეც იმ იმედით, რომ იქ შეძლებდნენ კომენტარის მოპოვებას.
სწორედ ავტომობილის კარში განვითარდა ხელჩართული ბრძოლა მოწმის სავარაუდო თანმხლებ პირებსა და მედიას შორის. შედეგად ტვ „პირველის“ კორესპონდენტი ასფალტზე, ავტომობილის საბურავებთან აღმოჩნდა. კადრებში ასევე ჩანს, რომ კოლეგების ნაწილი მის დასახმარებლად მიბრუნდა, ზოგმა კი უკვე დაძრული ავტომობილის დევნა განაგრძო ალბათ, ისევ და ისევ კომენტარის მოპოვების იმედით(?!). საბედნიეროდ, ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ჩვენ მიერ აღწერილი ეპიზოდი დაახლოებით 7-8 წამის განმავლობაში განვითარდა და მისი ამსახველი კადრები სხვადასხვა ტელეარხის ეთერში გავიდა. თავად ტვ „პირველის“ 17:00 საათიან გამოშვებაში კი მაყურებელმა ეს რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, სხვადასხვა რაკურსით, ზუსტად ცხრაჯერ იხილა.
ცხადია, ჟურნალისტის საქმიანობის მთავარი მიზანი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაა, თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების საპირწონე ინფორმაციის მოპოვების მცდელობა ვერ იქნება. მით უფრო, გაუგებარია, რა მიზანი და შედეგი შეიძლება ჰქოდნეს ამგვარი „თავგანწირვის“ ამსახველი კადრების გადაბმულად, მრავალჯერ ჩვენებას.
„თავგანწირვა“ კომენტარისთვის
01 ოქტომბერი 2020კომენტარის მოპოვებისთვის ჟურნალისტების ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო თავგანწირულ და სახიფათო სახეს იღებს. ამჯერად, მორიგი ექსტრემალური ეპიზოდი 30 სექტემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმე გურამ ამირხანაშვილის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ განვითარდა.