22 სექტემბერს tabula.ge-მ გაავრცელა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის გამოსვლის ტექსტი, სადაც ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზის საბოტაჟსა და „რუსულ ჭაობში დაბრუნების სურვილში“ სდებს ბრალს. მისივე თქმით, „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მაშინაც, როცა მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებს“.
„ტაბულას“ ინფორმაციით, ეს ყველაფერი „ევროპარლამენტარმა, მწვანეთა პარტიის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას“ თქვა.
გამოცემას მითითებული აქვს წყაროს ბმული: - გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია EUD Bürgerdialoge-ის X-ის (ყოფილი „ტვიტერის“) გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი და ვიოლა ფონ კრამონის გამოსვლის ვიდეოც. პოსტის გამოქვეყნების თარიღი 20 სექტემბერია.
თუმცა,
ვიოლა ფონ კრამონის ეს გამოსვლა სტრასბურგში 6 თვის წინანდელია და 14 მარტით თარიღდება. ევროპარლამენტში გამართული დებატები და ფონ კრამონის გამოსვლის ეს ტექსტი მაშინ არაერთმა მედიასაშუალებამ და საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
ძნელი სათქმელია, რატომ განათავსა „ტაბულამ“ მარტში გაკეთებული განცხადება ახალი ამბების რუბრიკაში, ან რატომ არ მიუთითა ტექსტში, რომ აღნიშნული დისკუსია მარტში გაიმართა.
რაც შეეხება „ტაბულას“ ინფორმაციის წყაროს, - არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაგამოცემა არ არის და მას ვერ ექნება პასუხისმგებლობა, სრული და ზუსტი ინფორმაცია მიუთითოს იმის შესახებ, სად და როდის გაკეთდა ვიოლა ფონ კრამონის აღნიშნული განცხადება.
ჟურნალისტიკა კი სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას და ინფორმაციის დაზუსტებას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია არასრულია და შეცდომაში შეყავს საზოგადოება.
„ტაბულას“ ძველი „ახალი ამბავი“
24 სექტემბერი 202322 სექტემბერს tabula.ge-მ გაავრცელა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის გამოსვლის ტექსტი, სადაც ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზის საბოტაჟსა და „რუსულ ჭაობში დაბრუნების სურვილში“ სდებს ბრალს. მისივე თქმით, „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მაშინაც, როცა მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებს“.