1 თებერვალს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. გადაწყვეტილებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია მედიაში და თითქმის მთლიანად მოიცვა საინფორმაციო სივრცე.
„ქვეყანაში, სადაც დღეში კორონავირუსის 24 000 შემთხვევა ფიქსირდება, ‘მწვანე პასპორტი’ გაუქმდა“, „აღარ მოქმედებს მექანიზმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებასა და აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა,"- იუწყებოდნენ ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „მთავარი არხი“.
ე.წ. კრიტიკული მედია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირების ვარაუდსაც გამოთქვამდა. „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ მიხედვით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმება ხმაურიანი განხილვის ფონზე მოხდა.
ტვ „პირველმა“ ფეისბუკის გვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა -„ეთანხმებით თუ არა ‘მწვანე პასპორტის’ გაუქმებას?“ არხი მკაფიოდ გამოხატავდა პოზიციას, რომ „’მწვანე პასპორტების’ გაუქმება არის ანტივაქსერების წახალისება“. საინფორმაციო გამოშვების გარდა, ეს თემა საღამოს ტოკ-შოუებშიც გაგრძელდა. ტელეეთერებში ხშირად ისმოდა შეფასებები - „უკონტროლობა“, „არალოგიკური გადაწყვეტილება“, „პანდემიის არათანმიმდევრული მართვა“.
„საკითხს, რომელიც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, ‘ომიკრონმა’ წერტილი დაუსვა,“ - ამბობდა ჟურნალისტი „კურიერის“ სიუჟეტში და აქცენტს სტატისტიკასა და კოვიდ-ბარათის გაუქმების მიზეზებზე აკეთებდა.
კონკრეტულად რა შედეგები მოჰყვება „მწვანე პასპორტის“ ვალდებულების გაუქმებას, ვერც ტელეკომპანია „იმედიდან“ შევიტყვეთ. „ქრონიკის“ სიუჟეტიდან ვერ გაიგებთ, რა იწვევს საზოგადოების დაბნეულობას და რა გველოდება ამ გადაწყვეტილების შემდეგ.
ამ დღესაც, ისევე როგორც ბევრ მსგავს დღეებში, მაყურებელი თუ მკითხველი ისევ ინფორმაციის გარეშე რჩება და ისიც კი არ იცის ზუსტად, თუ რა გაუქმდა - უშუალოდ „მწვანე პასპორტი“ თუ ამ პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. სამაგიეროდ, დიდი დოზით იღებს უსარგებლო ვარაუდებსა და პროგნოზებს, რომელიც რეალურ მიზეზსა და მიზანს სრულიად აცდენილია.
„მწვანე“ გაუგებრობა ქართულ მედიაში
05 თებერვალი 20221 თებერვალს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტების“ მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. გადაწყვეტილებამ ფართო რეზონანსი გამოიწვია მედიაში და თითქმის მთლიანად მოიცვა საინფორმაციო სივრცე.