„გასაგები იყო, რომ ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ. ამას კიდევ წლები დასჭირდება, ხალხმა რომ დაიჯეროს, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ.
მაყურებელმა რომ გაიგოს, - პირველად რომ გამოვაცხადე, რომ აღარ ვართ ნაცების ტელევიზია და მორჩა, აღარ ხართ ვალდებული, ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ, რომ გენახათ, ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ, ყველაზე კარგად, პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფნის სიმძიმეს გრძნობენ ეს ადამიანები.
ამ დროს ყველაზე კარგად შენ იცი სისტემის სიმძიმე. მითუმეტეს ამ მოცემულობაში, რაც დღეს ნაცებს სჭირთ, ერთ მხარეს არის მელია, "ვაი", აქეთ ხაბეიშვილი „ვაი-ვუი". არავის აქვს სურვილი რომ ამ ვაი-ვუის საქმე აკეთოს" -
ეს სიტყვები "მთავარი არხის" დირექტორმა და ერთ-ერთმა სახემ, გიორგი გაბუნიამ 4 სექტემბერს ამავე არხის ეთერში თქვა.
მას არ უთქვამს არაფერი სენსაციური. აქამდეც საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ "მთავარი არხი" ნაციონალური მოძრაობის საინფორმაციო საშუალებაა. ეს გუნდი ასეთ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა "რუსთავი2"-შიც, არხის კანონიერი მეპატრონისთვის დაბრუნებამდე.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია სხვა ტელეარხების პოლიტიკური ორიენტაციაც, და მცირერიცხოვან ქვეყანაში ეს გასაკვირი არ არის.
გასაკვირია გიორგი გაბუნიას დამოკიდებულება თავად საზოგადოებისადმი.
გაბუნია, ისევე როგორც "მთავარი არხის" გუნდი, საკუთარ თავს პროგრესთან, დემოკრატიასა და ლიბერალურ პრინციპებთან აიგივებენ და ცდილობენ, მედიის მეშვეობით მიიტანონ მაყურებლამდე საკუთარი ხედვა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ღირებულებების უკან სიცრუე და მაყურებლის ნდობით მანიპულაცია დგას.
საზოგადოების ნაწილი მაინც, მიიჩნევდა, რომ "მთავარი არხი" იყო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, დემოკრატიის საგუშაგოზე მდგომი მეოთხე ხელისუფლება და დამოუკიდებელი მედია.
საზოგადოების ეს ნაწილი, რომელიც შესაძლოა არ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ენდობოდა ამ არხს და თვლიდა, რომ ინფორმაციას იღებდა თავისუფალი მედიასაშუალებისგან, რომელიც სამართლიანად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
გიორგი გაბუნიას ამ სატელევიზიო აღიარების შემდეგ მოცემულობა კონცეპტუალურად შეიცვალა - „მთავარმა არხმა“ შეწყვიტა თავისუფალი მედიასაშუალების სტატუსით არსებობა.
და ასევე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა თავად ნაციონალური მოძრაობა, რომლის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა თავისდაუნებურად ამხილა პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციაში. ამით ერთნაირად დაზარალდა პარტიის "ვაიც" და "ვუიც".
„მთავარი არხის“ „ვაი“ და „ვუი“
05 სექტემბერი 2023„გასაგები იყო, რომ ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ. ამას კიდევ წლები დასჭირდება, ხალხმა რომ დაიჯეროს, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ.