წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 1
  • 14858

„ქუჩური“ ლექსიკის მედიახელოვნება

10 დეკემბერი 2020

ანტისახელისუფლებო მედიის სტრატეგია, ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციის წარმომადგენელთა პარლამენტში შესვლის უფლებაზე, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად თვალსაჩინო გახდა. გიორგი ვაშაძის შემდეგ, მედიის ბულინგის მსხვერპლი ალეკო ელისაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც კონკრეტული ჟურნალისტები „ქუჩური“ ლექსიკითაც კი დაუპირისპირდნენ.


„მოქალაქეების“ ლიდერის მიმართ მედიის წარმომადგენლებმა კრიტიკული და დამამცირებელი შეფასებები 9 დეკემბერს, მას შემდეგ გააკეთეს, რაც ელისაშვილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართა და პარტიის პოზიცია გააცნო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარტნიორი ქვეყნების ელჩების შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.


ალეკო ელისაშვილმა, ოპოზიციის ლიდერებს შორის პირველმა განაცხადა, რომ მოლარაკებებზე სასურველი შედეგების მიღწევის შემთხვევაში, რაც, მისი თქმით, პირველ რიგში, სანდო საარჩევნო სისტემის შექმნის გარანტიას გულისხმობს, პარლამენტში შევიდოდა.


„ჩვენი პარტიის პოზიცია ეს არის: უნდა გვჯეროდეს, რომ იქედან გამოვალთ ისეთი შეთანხმებით, რომელიც საქართველოს მომავლისთვის, პატიოსანი საარჩევნო წესისთვის - ამ დიდი ეროვნული ამოცანის შესრულებისთვის - იქნება მნიშვნელოვანი; შესაბამისად, მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება მისაღები?, მივიღებთ...“ - უთხრა მან საკუთარ ამომრჩეველსა და საზოგადოებას „ფეისბუკლაივში“ ჩართვის დროს.


იმავე დღეს, ტელეკომპანია „პირველში“, გადაცემა „საჯარო პოლიტიკის“ წამყვანმა, ეკა მიშველაძემ დაუფარავი ცინიზმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, სხვებისგან განსხვავებით, ელისაშვილი პოზიტიური განწყობების შესახებ ლაპარაკობს:


როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში გარკვეული სახის პოზიტივების მატებას აქვს ადგილი, თუ რა სახის პოზიტივის, ეს განსასჯელად მაყურებლისთვის მიმინდია,“- განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში, რასაც მოყვა სხვა, არანაკლებ შეურაცხმყოფელი სიტყვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მაყურებელმა მოისმინა არა თუნდაც სხვა პოლიტიკოსისგან, არამედ მედიის წარმომადგენელისგან, რომლისგანაც მაყურებელს ობიექტური და დაბალანსებული მიდგომის მოლოდინი აქვს.


სხვათა შორის, მიშველაძე პირდაპირ ეთერში „ქუჩურ“ ჟარგონსაც არ მოერიდა. უფრო მეტიც, ეს ჟარგონი ხალხურ ანდაზადაც კი „გაასაღა“: „ერთ რამეს ვიტყვი, „მოქალაქეების“ ლიდერმა მეც გადამაგდო, შეთანხმების მიუხედავად, დღეს მან გადაცემაში მოსვლაზე, გაუგებარი მიზეზით უარი განაცხადა, ახლა არ მიკვირს, ელისაშვილის განწყობების სწრაფი ცვლილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ჰოდა, ერთი ხალხური ანდაზა მინდა გაგახსენოთ: ალეკო, გადაგდება ტეხავს!, სირცხვილია... საქართველოს მომავალს როგორ გამოიტანს მოლაპარაკებებიდან, ნამდვილად ვერ ვხედავ, მაგრამ ელისაშვილის მომავალს კარგად და მკაფიოდ ვხედავ“.


„ქუჩურმა გარჩევებმა“, მოგვიანებით, კიდევ ერთი ოპოზიციური მედიასაშუალების - „ტაბულის“ რედაქტორის ფეისბუკგვერდზე გადაინაცვლა. „ეს უბრალოდ ბოზია“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ელისაშვილზე და ამ შეფასებას შემდეგნაირად „განმარტავს“: „თან წესების მიხედვით გასაჯაროების ლეგიტიმურ მოთხოვნას საბოტაჟს ეძახის, თან ბოზობს - ბრალდებებს ისვრის. ვაშაძეს თქმა თუ უნდა - ეს რატომ იძახის, თუ პროცესი კონფიდენციალურია?“.


ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილი ამ პოსტით ელისაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „მთავარ აქცენტებში“ გააჟღერა. კერძოდ, „მოქალაქეების“ ლიდერმა თქვა, რომ ოპოზიციის 99%-ს, მათ შორის, გიორგი ვაშაძესაც, პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა თქმას ვერ ბედავენ.


რაც შეეხება საბოტაჟს, როგორც ელისაშვილი აცხადებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მმართველ პარტიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ, რადგან ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ხოლო ამ მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებით, ელისაშვილის თქმით, ისინი გაუთქმელობის შეთანხმებას არღვევენ და საბოტაჟს ეწევიან.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 14858
0 Comments