წითელი ვერსია
  • 5
  • 13657

„ხელში ჩავარდნილი“ დოკუმენტები

17 ივლისი 2024

16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოლდოვაში დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერი მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა.


"მთავარი არხი" მაყურებელს არწმუნებს, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.


17 ივლისს, „მთავარი არხის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამ „ექსკლუზიური“ ინფორმაციით დაიწყო.


წამყვანის თანახმად, "მთავარ არხს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლომ ინტერპოლს წარუდგინა, რომ დაეკავებინათ საქართველოს მოქალაქე".


ჟურნალისტმა კი პირდაპირ ჩართვაში თქვა - „ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არის ინტერპოლში გაგზავნილი ორდერი".


სინამდვილეში,


დოკუმენტი, რომელიც არხს "ხელში ჩაუვარდა", წარმოადგენს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პრესისთვის გავრცელებულ ინფორმაციას.


ჩხიკვიშვილის დაკავების შესახებ პრეს-რელიზი და დაკავების ორდერი, რაზეც "მთავარი არხი" საუბრობს, განთავსებულია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


მედიაკრიტიკა
  • 5
  • 13657
0 Comments