საქართველოს პრეზიდენტი თბილისშია, მმართველ პარტიას კი მისი იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული.
რა ვიცით სალომე ზურაბიშვილის ერთკვირიანი ევროპული ტურნეს შესახებ, რომელიც მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა?
მხოლოდ ის, რაც სოცქსელებში თავად პრეზიდენტის მიერ გავრცელდა;
ვნახეთ: გერმანიის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები; ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გადაღებული ვიდეომასალა, საფრანგეთის პრეზიდენტთან გადაღებული ვიდეო, მოვისმინეთ მათი განცხადებებიც, თუმცა, თავად პრეზიდენტი მხოლოდ იღიმებოდა და სდუმდა.
საზოგადოებას გაუჩნდა უამრავი შეკითხვა, მედიის დღის წესრიგიდან თემა არ მოხსნილა, თუმცა ჟურნალისტებმა ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას, გარდა იმისა, რაც ისედაც ცნობილი იყო და რასაც თავად სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტდა, რომ გვცოდნოდა.
სწორედ ამის გამო, მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვისმენდით ათასგვარ სპეკულაციას, პოლიტიკურ განცხადებასა და მოსაზრებას პრეზიდენტის მოგზაურობის შესახებ.
რატომ არ დაინტერესდა რომელიმე მედიასაშუალება, აღნიშნული ტურის დეტალები ადგილზე გაერკვია, უფრო მეტი ინფორმაცია და სიცხადე შემოეტანა ამ სკანდალურ და იდუმალ საქმეში? - ძნელი სათქმელია.
7 სექტემბერს მედიამ შეგვატყობინა, რომ პრეზიდენტი წინა საღამოს თბილისში დაბრუნებულა.
დილიდან პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის მწვანე ჭიშკართან რეპორტიორები მოგროვდნენ. გამოჩნდა მომღიმარი პრეზიდენტიც: ხელში საკიდზე ჩამოკიდებული სამუშაო კოსტიუმით, არაოფიციალურად ჩაცმული - მწვანე ჩითის კაბაში.
ზღურბლზე ფეხი არ ჰქონდა გადმობიჯებული და:
- ქალბატონო პრეზიდენტო, ელოდებით იმპიჩმენტს?
- რა პასუხი გექნებათ ხელისუფლებისთვის, შეგიძლიათ მათ უპასუხოთ?
ამ შეკითხვების ფონზე სალომე ზურაბიშვილი რეპორტიორებისგან ზურგშექცეული, ტანისამოსს ალაგებს ავტომობილის საბარგულში.
- ეს არის თქვენი რეაქცია, ქალბატონო სალომე? თქვენ თუ ელოდებით იმპიჩმენტს?
ამაზე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გაუღიმა, კარგად ბრძანდებოდეთო - უთხრა, ავტომობილში ჩაჯდა და კარი მიიხურა.
- რა პასუხი გექნებათ ქალბატონო სალომე, გექნებათ კონსულტაციები ოპოზიციასთან, ან ეთანხმებით ბრალდებას კონსტიტუციის დარღვევის შესახებ?
ავტომობილი დაიძრა. ჟურნალისტმა დაასკვნა ის, რაც ისედაც ყველამ დავინახეთ:
- მოკლედ, სალომე ზურაბიშვილმა არ გაგვცა პასუხი და სიცილით შემოიფარგლა!
ერთადერთი, რაც დაზუსტებულად გვითხრეს „ტვ პირველის“ 11 საათიანი გამოშვების ვრცელ ჩართვაში, იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
სამაგიეროდ, ბევრი ისაუბრეს იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის უკომენტარო ღიმილი.
ძნელი სათქმელია, რატომ ჰქონდა მოლოდინი ჟურნალისტს, რომ ძველი თბილისის ვიწრო ქუჩაში, ალაყაფის კარიდან ფეხგადმოდგმული პრეზიდენტი, საკიდებით და პარკებით ხელში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა და ამით სამუშაოს შეუმსუბუქებდა მედიას, რომელიც ხშირად მხოლოდ იმ ინფორმაციით კმაყოფილდება, რასაც მისთვის პოლიტიკოსები იმეტებენ.
“ინტერვიუ“ ჭიშკართან
07 სექტემბერი 2023საქართველოს პრეზიდენტი თბილისშია, მმართველ პარტიას კი მისი იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული.