13 თებერვალს, საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ „ხელისუფლება რუსეთს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ბუკვალურადაც უახლოვდება“ და „მთავრობამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი დაიწყო, რომელიც მილიარდამდე ლარის სამუშაოს ითვალისწინებს.“
სიუჟეტში სახელწოდებით „გზა რუსეთამდე“, საუბარია არა ერთ გზაზე, არამედ ოთხ მიმართულებაზე - ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, არხოტის, შატილისა და ავარეთ-კახეთის გზებზე. ამასთან, რთული გასარჩევია, სიუჟეტის რომელ ნაწილში რომელ კონკრეტულ პროექტზე გვიამბობს ავტორი.
ყველა ჩამოთვლილი პუნქტი, ავარეთის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის მიუხედავად, ვითარდება მოსაზრება, რომ ეს იქნება გზები, რომლებსაც „რუსეთამდე მივყავართ“. მასალაში გამოყენებულ რუკაზე ავარეთ-კახეთის, შატილისა და არხოტის გზებია დატანილი, რომელთა ერთი ბოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტანკებითაა მონიშნული, მეორე ბოლო კი საქართველოს დასახლებული პუნქტებია.
მაყურებელი ვერცერთი პროექტის შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს და ისმენს მხოლოდ მოსაზრებებს, რომ ეს გზები „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უთხრის ძირს“ და „ომის შემთხვევაში საქართველო სრულად ღია და დაუცველი რჩება რუსეთისთვის.“
კიდევ ორიოდე გეოგრაფიული დეტალი: ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საუბრისას (კადრში სწორედ ამ პროექტის ვიდეორგოლის ფრაგმენტი ჩანს) მოყვანილია არა აღნიშნულ მონაკვეთზე, არამედ ხევსურეთში - შატილსა და არხოტის ხეობის სოფელ ამღაში ჩაწერილი კომენტარები. ხოლო კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც სავარაუდოდ, ქვეშეთი-კობის პროექტზე საუბრობს, მაყურებელს წარუდგინეს როგორც „სოფელ ცხოს მცხოვრები“. ამგვარი დასახელების სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არსებობს. სავარაუდოდ, საუბარია სოფელ ცდოზე, რომელიც არა კობთან ან ქვეშეთთან, არამედ დაბა სტეფანწმინდის სიახლოვეს მდებარეობს.

"გეოგრაფიაში დაკარგული"
14 თებერვალი 202013 თებერვალს, საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ „ხელისუფლება რუსეთს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ბუკვალურადაც უახლოვდება“ და „მთავრობამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ინფრაქტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი დაიწყო, რომელიც მილიარდამდე ლარის სამუშაოს ითვალისწინებს.“