ქართულ ონლაინმედიაში არც თუ იშვიათად გვხვდება ისეთი ახალი ამბავი, რომელმაც შესაძლოა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს. როგორც წესი ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ჟურნალისტი აქვეყნებს დაუზუსტებელ ან ჭორზე დაფუძნებულ ინფორმაციას, პასუხისმგებლობას კი „სანდო წყაროს“ აკისრებს. სამწუხაროდ, ასეთ „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ვერ უზრუნველყოფს მკითხველის სწორად ინფორმირებას და ბანალური „ფეიკ-ნიუსი“ აღმოჩნდება ხოლმე.
ამასთანავე, ცხადია საზოგადოებას ესმის, რომ სიტუაცია ხშირად იცვლება, მოვლენები მუდმივად ვითარდება და შესაძლოა, წინასწარ გაკეთებული პროგნოზები და დასკვნები ყოველთვის არ იყოს ზუსტი, თუმცა იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია შეცდომების აღიარება და მათი გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაზუსტი და არასწორი მედიაპროდუქციის დიდი ნაწილი რჩება ინტერნეტში და მათთან ერთად რჩება შეცდომებიც.
ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია, რომელიც 15-16 ივნისს რამდენიმე ონლაინგამოცემამ (2020news.ge, alia.ge, newposts.ge, timer.ge, ge.news-front.info, pianews.site,) გაავრცელა, მკითხველს აუწყებს, რომ 20-21 ივნისს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და თბილისის ჩაკეტვას გეგმავს.
ეს ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ე.წ. გავრილოვის ღამის წლისთავზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ, სანდო წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული. ამავე წყაროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოტივად ხელისუფლება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას დაასახელებს.
ინფორმაცია, თავდაპირველად, 2020news.ge-ზე გავრცელდა. ჩამოთვლილი მედიასაშუალებების ნაწილმა კი სწორედ ამ ვებგვერდის მიერ გავრცელებული ტექსტი შესთავაზა მკითხველს უცვლელად.
ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ონლაინგამოცემებმა ისე გაავრცელეს, რომ არც ერთ მათგანს მისი გადამოწმება შესაბამის უწყებასთან არ უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა მალევე გამოეხმაურა.
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ „თბილისის ჩაკეტვის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.
ამ განცხადებას აღნიშნული მედიაგამოცემების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მთავრობის ეს განცხადება მათ გვერდებზე არც კი იძებნება.
(არა)სანდო წყაროს ეფექტი ონლაინმედიაში
19 ივნისი 2020ქართულ ონლაინმედიაში არც თუ იშვიათად გვხვდება ისეთი ახალი ამბავი, რომელმაც შესაძლოა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს. როგორც წესი ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ჟურნალისტი აქვეყნებს დაუზუსტებელ ან ჭორზე დაფუძნებულ ინფორმაციას, პასუხისმგებლობას კი „სანდო წყაროს“ აკისრებს. სამწუხაროდ, ასეთ „სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ვერ უზრუნველყოფს მკითხველის სწორად ინფორმირებას და ბანალური „ფეიკ-ნიუსი“ აღმოჩნდება ხოლმე.