გასულ კვირაში ამერიკულმა „თაიმმა“ ტრადიციისამებრ, „2023 წლის ადამიანი“ დაასახელა.
ჟურნალის რედაქციის აზრით, გასულ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე პოპ-მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს „თაიმმა“ წლის ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და „უკრაინის სული“ გამოაცხადა, რაც ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა ჟურნალის რედაქციის და ზოგადად, ამერიკული მედიის 2022 წლის პრიორიტეტებს: - იმ წელს დასავლური მედია ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომზე იყო კონცენტრირებული, აქტიურად უჭერდა მხარს კიევს და მუშაობდა უკრაინის ხელისუფლების და პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარიზებისთვის.
აქედან გამომდინარე, „თაიმის“ "2023 წლის ადამიანის“ ნომინაციამ ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში და ეს კითხვები ჯერ კიდევ ნომინანტების დასახელებისას გაჟღერდა.
მაგალითად, - რას შეიძლება ნიშნავდეს ის ფაქტი, რომ ზელენსკის „წლის ადამიანად“ გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, „წლის ადამიანის“ ნომინანტებში (ეგრეთწოდებულ „შორთლისტში“) მოხვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი?
მათთვის, ვინც კარგად არ იცნობს „წლის ადამიანის“ დასახელების ისტორიას და შერჩევის ლოგიკას, თავიდანვე განვმარტავთ, რომ „წლის ადამიანი“ ავტომატურად არ გულისხმობს რედაქციის პოზიტიურ დამოკიდებულებას შერჩეული პიროვნების მიმართ.
თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, „თაიმის“ წლის ადამიანები გახდნენ აიათოლა ხომეინი, იური ანდროპოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ვლადიმირ პუტინი (2007 წელს) და სხვა ისეთი ფიგურები, რომელთა მიმართაც არც ჟურნალის რედაქცია და არც მისი მკითხველი განსაკუთრებული სიმპათიით არ ყოფილან გამსჭვალული; ხოლო 1990 წელს, „წლის ადამიანის“ ნომინანტი, არც მეტი არც ნაკლები, თვით სადამ ჰუსეინი იყო.
აქედან გამომდინარე, პირველი, რაც „თაიმის“ წლის ადამიანების შესახებ უნდა ვთქვათ, ისაა, რომ ეს არ არის რედაქციის ან მკითხველის სიმპათიის პრიზი - წლის ადამიანად „თაიმი“ აცხადებს პიროვნებას, რომელმაც, რედაქციის აზრით, წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, იმისდა მიუხედავად, პოზიტიური იყო ეს გავლენა, თუ ნეგატიური.
მეტიც, - თუ თვალს გადავავლებთ „წლის ადამიანების“ სიას, აღმოვაჩენთ, რომ სხვადასხვა დროს (ზოგჯერ ერთმანეთის მიყოლებითაც კი) წლის ადამიანებად დასახელდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფიგურები. მაგალითად - ადოლფ ჰიტლერი (1938), იოსებ სტალინი (1939, 1942) და უინსტონ ჩერჩილი (1940); დონალდ ტრამპი (2016) და ჯო ბაიდენი (2020).
ერთი სიტყვით, „თაიმის“ „წლის ადამიანი“ შეიძლება გახდეს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც წლის მანძილზე ხშირად ხვდება დასავლური მედიის ჰედლაინებში (“makes the headlines”);
მაგრამ, თუ ეს ნომინაცია არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, დადებითი იყო კონკრეტული ადამიანის გავლენა თუ უარყოფითი, საერთოდ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ „წლის ადამიანებზე“ დაკვირვებით?
ან რას გვეუბნება ტეილორ სვიფტის 2023 წლის ადამიანად გამოცხადება?
„თაიმის“ გარეკანზე გამოსახული „წლის ადამიანი“ გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით იყო კონცენტრირებული ამ კონკრეტული ჟურნალის და ზოგადად, ამერიკული მედიის ყურადღება გასული წლის მანძილზე და ვის ეთმობოდა უმეტესწილად ე.წ. „ჰედლაინები“.
ამ მხრივ „თაიმის“ წლის ადამიანები (და ნომინანტების სია) უდავოდ ბევრს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ამერიკული მედიის პრიორიტეტები 2022 წლიდან დღემდე და ასევე იმის შესახებაც, საით არის მიმართული ტენდენცია.
როგორც უკვე ვთქვით, 2022 წელი დასავლურ მედიაში ერთმნიშვნელოვნად „უკრაინის წელი“ იყო, რაც დაგვირგვინდა კიდეც ვოლოდიმირ ზელენსკის ფიგურის მაქსიმალური პოპულარიზებით, თუმცა 2023 წელს (განსაკუთრებით, მეორე ნახევარში) დასავლურ მედიაში უკრაინის მიმართ ინტერესი აშკარად შემცირდა და მთავარი პრიორიტეტი შიდაპოლიტიკური საკითხები (მათ შორის, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები) გახდა.
შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ 2023 წლის ადამიანი საბოლოო ჯამში პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად ითვლება ამერიკაში, ასევე გამოირჩევა გამოკვეთილი სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციით და არ ერიდება ამ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებასაც.
მაგალითად, იგი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც 2017 წელს კოლექტიურად გამოცხადდნენ „წლის ადამიანებად“, როგორც სექსუალური შევიწროების შესახებ დუმილის დამრღვევნი (#MeToo. The Silence Breakers);
გარდა ამისა, სვიფტი უკვე არაერთი წელია ღიად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს, რომელიც სავარაუდოდ რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ასევე წლებია, ღიად უჭერს მხარს დემოკრატებს და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც ასევე გამოთქვა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტეილორ სვიფტი 2024 წელს ასევე აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ამერიკული მედია (განსაკუთრებით, დემოკრატების მოკავშირე მედია) მას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, ვიდრე გასულ წელს უთმობდა.
რაც შეეხება სხვა „საკამათო“ ნომინანტებს - ვლადიმირ პუტინს და სი ძინპინს, მათი კანდიდატურების დასახელება ასევე გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველს. მათი გამოჩენა „თაიმის“ "შორთლისტში" მიანიშნებს, რომ ამ ლიდერების გავლენა 2023 წელს გაიზარდა და ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან დასავლური მედიის „ჰედლაინებში“, თუმცა საბოლოო ჯამში, „2023 წლის ადამიანის” ტიტული არც ვოლოდიმირ ზელენსკის ერგო და არც მის მოწინააღმდეგე/კონკურენტებს.
ეს კი, ისევ და ისევ, იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, საგარეო და საერთაშორისო თემატიკა სულ უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება ამერიკული მედიისთვის, რომელიც ძირითადად შიდა, ამერიკული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების გაშუქებით არის დაკავებული.
ჟურნალ „თაიმის“ „წლის ადამიანები“
10 დეკემბერი 2023გასულ კვირაში ამერიკულმა „თაიმმა“ ტრადიციისამებრ, „2023 წლის ადამიანი“ დაასახელა.

ფოტო slate.com