მოდით, გმირის შექმნის პროცესზე შევჩერდეთ. შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, საკმარისია გმირმა მოქმედება დაიწყოს და ყველაფერი თავისით დალაგდება.
ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის.
ჩვენ გავიგეთ, იმისათვის, რომ გმირმა/პერსონაჟმა ჩვენი თანაგრძნობა გამოიწვიოს, უნდა ვაჩვენოთ იგი ჩვეულ გარემოში. შემდეგ, ამ გარემოდან გამოსვლა, მისთვის არც ისე სასიამოვნო (მაგრამ აუცილებელი) პროცესი უნდა გახდეს. ასევე გავიგეთ, იმისთვის, რომ გმირმა მოქმედება დაიწყოს, ამის აუცილებლობა უნდა იგრძნოს (ან ვინმემ აგრძნობინოს) და მოქმედების დაწყების წინ, ბრძენს/მრჩეველს შეხვდეს, ვინც მას გონივრულ რჩევას მისცემს.
ეს ასეა, მაგრამ ვინ არის ეს გმირი? საიდან მოვიყვანოთ (მოვიტანოთ) იგი?
მწერლების დიდი ნაწილი გმირს/პერსონაჟს ახლობლებში, ნაცნობებში, ოჯახის წევრებში და საკუთარ თავში ეძებს. მწერლების კიდევ უფრო დიდი რაოდენობა რამდენიმე ადამიანის ხასიათს აერთიანებს. ისინი, შეიძლება რაღაცით ჰგავდნენ ან საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს.
ხშირად ეს იმიტომ ხდება, (თითქმის) ყველა მწერალს აქვს განცდა, რომ მის თავში სწორედ ის ადამიანი ზის, ვისი ხასიათიც ფურცელზე გადმოაქვს. ამიტომ, რამდენიმე ადამიანის თვისების/ხასიათის გაერთიანება მკითხველს თავგზას უბნევს და გმირის/პერსონაჟის რეალური პროტოტიპის გამოცნობა ძნელი ხდება.
არის კიდევ რამდენიმე მიზეზი. მაგალითად, იმისათვის, რომ ავტორმა ადამიანზე შური იძიოს, არც მისი სახელის ხსენებას მოერიდება (მით უმეტეს საქმიანობის) და პირდაპირ ჯოჯოხეთში გაუშვებს. როგორც ეს, არც მეტი არც ნაკლები, დანტე ალიგიერიმ „ღვთაებრივ კომედიაში“ აღწერა. მოკავშირეები სამოთხეში განამწესა, გადაუწყვეტელნი სალხინებელში და მტრები ჯოჯოხეთში (რითიც გაამყარა პოლიტიკოსთა შიში იმის შესახებ, რომ კალმიანი კაცი ან მორჩილებაში უნდა იყოს, ან საერთოდ არ იყოს).
ფაქტი ერთია! ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება: პერსონაჟი/გმირი საინტერესო, ძლიერი (სულით ხორცამდე), ჭკვიანი, კეთილი და სამაგალითო უნდა გამოვიდეს.
მაშ ასე. ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რა უნდა გმირს/პერსონაჟს და რა ფასად დაუჯდა ეს გადაწყვეტილება. მაგრამ, ვინ არის იგი? საიდან მოვიდა? რა აწუხებს? რა უხარია? რა უყვარს და რა სძულს? კითხვებს თუ პასუხი არ გავეცით, გმირი აბნეული, უთავბოლო, უმიზნო და სუსტი გამოვა. ეს კი, საბოლოო ჯამში მისი ნაბიჯების, ანუ „მოქმედებათა ჯაჭვის“ სიცხადეში დაგვაეჭვებს. ხელში შეგვრჩება ნახევარგმირი, ნახევარფაბრიკატი და ნახევარარსება, რომელიც არაადეკვატური, არადამაჯერებელი და საშიში იქნება.
როგორ დავიწყოთ: უნდა შევქმნათ გმირის/პერსონაჟის ბიოგრაფია, ისე, თითქოს ის ცოცხალი ადამიანი იყოს. რაღაც გაგებით, ყველა მწერალი ღმერთია საკუთარი გმირებისთვის. იგი ქმნის და მათ ბედისწერას განსაზღვრავს.
პირველი და უმთავრესი. უნდა დავარქვათ სახელი, მივანიჭოთ გვარი და სასურველია, რომ ჰქონდეს ზედმეტსახელიც. შესაძლოა, ზედმეტსახელი ჩვენ არასდროს გამოგვადგეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რას ეძახდნენ გმირს ბავშვობაში (მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და ა.შ.). ან ახლა, ნაწარმოების მიმდინარეობის დროს, რა ზედმეტსახელით მიმართავენ/მოიხსენიებენ მას (ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილი, შეყვარებული, თანამშრომელი, მეზობელი, თანასოფლელი და ა.შ.). მაგალითად, ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „ოთარაანთ ქვრივი“ ავტორი გიორგის დედას, იგივე თევდორეს ქვრივს „ოთარაანთ ქვრივს“ უწოდებს. ასე ეძახის მას სოფელიც. ამას, სხვანაირად - მეტყველი სახელი ეწოდება.
პერსონაჟის სახელის არჩევისას ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. სახელი განსაზღვრავს მის ზნეს, ფილოსოფიას და მომავალს. მაგალითად, დავით კლდიაშვილი გავრცელებული სახელებით ხელმძღვანელობდა, ხოლო გვარებს ხშირად პერსონაჟის გამომხატველ ზნეს, სოციალური სტატუსს და კრებითი სახელის განმსაზღვრელ სიტყვას უძებნიდა (მაგალითად სოლომონ მორბელაძე).
სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლებიც ამ გზას ადგნენ და ლიტერატურაში ისეთი პერსონაჟები დაგვიტოვეს, როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი (კვაჭანტირაძე), ეგნატე ნინოშვილის (გოგია) უიშვილი და სხვა. ასე იბადებოდა მეტყველი სახელები.
რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი (სწორად) შერჩეული სახელი პერსონაჟის წარმატებას არ უზრუნველყოფს. შემდეგი ნაბიჯი - ეს არის გმირის/პერსონაჟის ვიზუალურ-ფიზიოლოგიური პორტრეტის შექმნა. აქ ისეთი დეტალებია მოსაფიქრებელი, როგორიცაა სქესი, ასაკი, სიმაღლე, წონა/კომპლექცია, თმის და თვალის ფერი, გარეგნობა, ხასიათის თვისებები, ეროვნება, კანის ფერი და სხვ. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პერსონაჟის ყველა დეტალი, რომელიც მომავალში შესაძლოა მისი ქცევის, გადაწყვეტილებისა თუ მოტივაციის წყაროდ იქცეს.
ასეა ანტიგმირის შემთხვევაშიც. როგორც ვიცით, რაც უფრო ძლიერია მთავარი გმირის მოწინააღმდეგე, გმირს (და შესაბამისად მკითხველსაც) მით უფრო მეტად გვინდა მისი დამარცხება. შესაბამისად, ანტაგონისტი გმირის რადიკალურად საწინააღმდეგო პიროვნების დახატვაა საჭირო. არ არის აუცილებელი, თუ პერსონაჟი მამაკაცია, მოწინააღმდეგე - ქალი, ხოლო თუ გმირი მაღალია, მტერი დაბალი იყოს. ასეთი რადიკალიზაცია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, თუ გმირის შექმნის შემდეგ ეტაპზე გადავალთ და სიღრმისეულ ანალიზში შევალთ, მაშინ, გმირის შინაგან ბუნებას ჩავწვდებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ გმირის/პერსონაჟის რელიგია, პოლიტიკური მისწრაფებები, სოციალური შეხედულება, უარყოფითი და დადებითი თვისებები, არის თუ არა ხასიათით ლიდერი, როგორი ჩაცმის სტილი აქვს, რა ძვირფას აქსესუარს ატარებს, დაკავებულია თუ არა (მუშაობს, რას საქმიანობს, რა უნარები აქვს ამისათვის) და ა.შ.
აქ კი, გმირისა და ანტიგმირის ძლიერი სახის შექმნა უფრო გაგვიადვილდება. როგორც უკვე ვთქვი, ანტაგონისტი, ყველაფრით უნდა განსხვავდებოდეს. მაგალითად, დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „ბაკულას ღორები“ ნაწარმოების მთავარი გმირი გალაქტიონ ხოსოლიანია. როგორია იგი? ცოლ-შვილიანი, მშრომელი კაცია, რომლის სოციალური სტატუსი დაბალია, მისი შემოსავალი ერთ ბაღ-ბოსტანია. გალაქტიონ ხოსოლიანის პორტრეტის შედგენა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ადვილი შესაქმნელია, ისევე როგორც მისი ანტიგმირის - ბაკულასი (გალაქტიონს ნაცნობი ჰყავს კანცელარიაში, ბაკულას კი ღორები და ცხვრები).
ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ, როდესაც ჟურნალისტი სიუჟეტს/სტატიას ამზადებს ორ დაპირისპირებულ ხელოვანზე, მეცნიერზე, პოლიტიკოსზე (არა აქვს მნიშვნელობა, ორ დაპირისპირებულ მხარეზე), როდესაც შექმნის მის ბიოგრაფიას, დაურთავს რეალური და მის მიერ მოგონილი ფსიქო-პორტრეტის შტრიხებს, გაუადვილდება სიუჟეტის/სტატიის გმირის საქციელის ახსნა-განმარტება და რაც მთავარია - მომავლის ნაბიჯების განსაზღვრა. ეს მეთოდი საინტერესო და გამოსადეგია მაშინ, როდესაც ჟურნალისტი დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანზე მუშაობს. უწევს მისი საქციელის, გაკეთებული საქმის და გამონათქვამების გაანალიზება და შემდეგ მაყურებლისთვის/მკითხველისთვის მიწოდება.
ვინ-ვინ არის ( V )
03 თებერვალი 2020მოდით, გმირის შექმნის პროცესზე შევჩერდეთ. შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, საკმარისია გმირმა მოქმედება დაიწყოს და ყველაფერი თავისით დალაგდება.