წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 4
  • 2352

ვინ-ნაკლებობა და ვინ-მეტობა

19 სექტემბერი 2025

ჩვენი ბლოგების მკითხველები კომენტარებში გვთხოვენ იმაზეც ვთქვათ რამე, „მე ვუთხარი“-ს მაგივრად „მე უთხარი“-ს რომ ამბობენ და წერენ, „მე ვუქებდი“-ს ნაცვლად „მე უქებდი“ რომ გვესმის და ხშირად ვკითხულობთ კიდეც (მეტადრე სოციალურ ქსელებში).


კეთილი, ვთქვათ!


ბგერა „ვ“ (ვინი) ქართულში ერთობ თავნება ვინ-მეა! ზოგჯერ სიტყვაში მისთვის მიჩენილ ადგილს მოიცვლის და სხვაგან ჩახტება (მაგ., წესით „(ა)თ-რვა-მეტი“ უნდა ითქვას, მაგრამ „(ა)თ-ვრა-მეტს“ ვამბობთ, ხოლო „თავ-ყანის-ცემა“ ასე გადაკეთდა: „თაყვანისცემა“), ხანაც სულ მიატოვებს სიტყვას, სადაც ის „ცხოვრობს“, და სადღაც გადაიკარგება, როგორც ჩვენი მკითხველების დასახელებულ ზემოთ დამოწმებულ მაგალითებში ხდება ეს...


ცნობილი წესია: სუბიექტური პირის ნიშანი (ვინი) არ იკარგება , და ბგერების წინ. ანუ: სწორია „მე ოცნებობ“, „მე უყურებ“, „მე ვარჯიშობ“... და არ არის სწორი „მე ოცნებობ“, „მე უყურებ“, „მე ვარჯიშობ“... „ოცნებობ“, „უყურებ“, „ვარჯიშობ“ პირველი პირი კი აღარ არის, მეორე პირია: „შენ ოცნებობ“, „შენ უყურებ“, „შენ ვარჯიშობ“...


ჯერ ის ვთქვათ, რატომ შეიძლება დაიკარგოს ზემოთ დასახელებული ბგერების წინ:


იმიტომ, რომ ქართულს არ „უყვარს“ არა მარტო თანხმოვნების გაორმაგება, თუ ამას სიტყვაწარმოება ან ფორმაწარმოება არ აიძულებს, არამედ წარმოქმნის ადგილის მხრივ მსგავს ბგერათა გვერდიგვერდ დასმაც კი დიდად არ „სიამოვნებს“ (მაგალითად, -ს დასმა -სა და -ს წინ – სამივე ეს ბგერა წარმოქმნის ადგილის მხრივ ემსგავსებიან ერთმანეთს – და ბაგისმიერი ბგერებია, – კბილბაგისმიერი). ამიტომ, თუ შესაძლებლობა მიეცა ჩვენს ენას, ის შეეცდება თავიდან აირიდოს თანხმოვანთა გამეორებაც და დასახელებული მსგავსი ბგერების გვერდიგვერდ დასმაც.


მაგალითად, წესით უნდა გვქონდეს „მოვვედი“ – პირველი პირის ნიშანია, მეორე – ფუძისეული – მაგრამ გვაქვს „მოვედი“, იმიტომ, რომ აქ ეს ფორმა (ზემოთ დასახელებული ზმნებისაგან განსხვავებით) არ ემთხვევა მეორე პირის ფორმას – „მო-ხ-ვედი“. ამით „ისარგებლა“ ენამ და თავი აარიდა თანხმოვანთა მისთვის არასასურველ გაორმაგებას.


ასევე, სიტყვიდან „თავი“ მიიღება სიტყვები „თაობა“, „თაოსნობა“, „თაური“, რომლებშიც ფუძისეული იკარგება -სა და -ს წინ იმ ფონეტიკური მოვლენის გამო, ზემოთ რომ აღვწერეთ.


არსებითი სახელიდან „დავა“ იწარმოება ზმნა, რომლის მართლწერის თაობაზე 1968 წელს გამოცემულ „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“ ვკითხულობთ: „[დავობს კი არა] დაობს; დაობდა“. ანუ, სუფიქსისეულმა -მ შეიწირა ფუძისეული , რომელიც მაშინვე აღდგება, თუკი ამ ზმნას მომავალ დროში გადავიყვანთ, სადაც მას აღარ დახვდება: „იდა--ებს“. მაგრამ ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში (1998 წლის გამოცემაში) სხვა ვითარებაა – იქ სწორ ფორმებად დასახელებულია და-ვ-ობს, და-ვ-ობდა.


ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ეს ცვლილება გამოიწვია, ალბათ ისიც არის, რომ ამ ზმნის წარსული დროის ფორმა „დაობდა“ ძალიან უხერხულად ემთხვეოდა უარყოფითი კონოტაციის მქონე „დაობებას“, „ობის მოკიდებას“ (დაობდა – ობი მოიკიდა). ასეა თუ ისე, ამ ზმნაში პირის ნიშანმა -მ აღიდგინა თავისი უფლებები. (იოსებ გრიშაშვილს აქვს ერთი მთლიანად ომონიმურ რითმებზე აგებული ლექსი სათაურად „მაჯამა“, რომელიც ასე იწყება: „თუმც აკაკი ბევრს ჩხუბობდა, დაობდა, მაგრამ მაინც ძველი სიტყვა დაობდა“ – ამჟამინდელი ორთოგრაფიით აქ ომონიმური რითმა, ანუ მაჯამა, აღარ გამოვა!).


ახლა კი ძალიან უცნაური რამ უნდა ვთქვათ.


ხომ ასეთი ძლიერია და ხმოვნების წინ -ს დაკარგვის ტენდენცია, მაგრამ არის რამდენიმე ქართული სიტყვა, რომლებშიც -სა და -ს წინ არათუ იკარგება, არამედ – სრულიად უმართებულოდ – ორმაგდება კიდეც!


ასეთი რამ ემართება სიტყვებს „გაოცება“-ს, „ოცნება“-სა და „ურჩობა“-ს ზოგიერთი მწკრივის პირველი პირის ფორმათა წარმოებისას: „გავვოცდი(თ)“, „ვვოცნებობ(თ)“, „ვვურჩობ(თ)“. სამივე ამ ფორმაში თითო სრულიად საკმარისი იქნებოდა! და მაინც უამრავ გაორმაგებულ -ს გადაეყრებით ამ ფორმებში, თუკი მათ გუგლის საძიებელში ჩაწერთ და „ენტერს“ თითს დაჰკრავთ!


თითქოს შესაძლებელია ამ მოვლენის ახსნა იმ ანდაზის მეშვეობით, რომელიც ადრინდელ ბლოგებში რამდენჯერმე გამოვიყენეთ: „ფაფით პირდამწვარი დოსაც სულს უბერავდაო“, ანუ: ვინც იცის, რომ უხეში შეცდომა იქნებოდა ერთი -თი რომ დაგვწერა ვვარჯიშობ, ვვარდები, ვვარაუდობ, ვვარცხნი, ის ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და იქაც ორ -ს წერს, სადაც ეს სულაც არ არის საჭირო. მაგრამ მარტო ამის ბრალიც არ უნდა იყოს -ს უმართებულო გაორმაგება ზმნებში „გავვოცდი“, „ვვოცნებობ“, „ვვურჩობ“, ვინაიდან... აი, დააკვირდით: თუ „ვვარჯიშობ“ (მე) ერთი -თი დავწერეთ, პირველი პირის მაგივრად მეორე პირის ფორმას მივიღებთ – „ვარჯიშობ“ (შენ), რაც ამ სამ ზმნაში არ ხდება: მათ ორი -თი დავწერთ თუ ერთი -თი, პირი არ შეიცვლება: „გავვოცდიც“ და „გაოცდიც“, „ვვოცნებობ“ და „ოცნებობ“, „ვვურჩობ“ და „ურჩობ“ ორივე პირველ პირს გულისხმობს.


ასე რომ, რატომ გვეცოტავება ამ სიტყვებში ერთი , ძნელი სათქმელია – ამის მიზეზის დასადგენად ფსიქოლოგების დაუხმარებლად ფონს ვერ გავალთ.


რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ აქ ერთის ნაცვლად ორი (ვინ-მეტობა) შეცდომაა, ისევე, როგორც ვინ-ნაკლებობაა მცდარი „მე უთხარი“-ში.



ლევან ბრეგაძე
  • 4
  • 2352
0 Comments