წითელი ვერსია
  • 4
  • 2927

უარვყოფ (და არა ვუარყოფ)

15 ივლისი 2025

ქართული ზმნა რთულიცაა და მოქნილიც. მის ხასიათს ბევრი რამ განსაზღვრავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირველი სუბიექტური პირის ნიშანი , რომელიც ხშირად არასწორად გამოიყენება და მცდარი ფორმებით მკვიდრდება.


რას ნიშნავს რთული ზმნა? ესაა ზმნური ფუძის და მეშველი ზმნის კომბინაცია. სწორედ ასეთი ზმნების უღლებისას წარმოიშვება სხვადასხვა ფორმა, რომელთა ქმნადობას პირველი სუბიექტური პირის ნიშანი განაპირობებს.


როცა ზმნის მეორე ნაწილია ზმნა ყოფა (და მას პირიანი ფორმა აქვს), მაშინ პირის ნიშანი ზმნა ყოფაზე მოდის და არა ზმნის პირველ ნაწილზე.


მაგალითად: უარვყოფ (და არა ვუარყოფ), ცხადვყოფ (და არა ვცხადყოფ).


ხოლო, თუ ზმნის მეორე ნაწილი მიმღეობა ან სახელია, მაშინ პირის ნიშანი თავში მოექცევა.


მაგალითად: ვშუამდგომლობ, ვავადმყოფობ და ა.შ.


საგულისხმო ტენდენციებია სერიებსა და მწკრივებშიც:


თუ ფუძისეული/სუფიქსისეული თანხმოვანს მოსდევს, მაშინ ის შენარჩუნდება უწყვეტელისა და აწმყოს კავშირებითში.


მაგალითად: ეკვრის - ეკვროდა; იძვრის - იძვროდა და ა.შ.


ხოლო თუ -ს წინ ხმოვანია, სუფიქსის დართვისას ის დაიკარგება.


მაგალითად: ჩივის - ჩიოდა, ყვავის - ყვაოდა, ირხევა - ირხეოდა და ა.შ.


ზმნები, რომლებიც ხმოვანზე დაბოლოებული სახელებისგანაა წარმოქმნილი, -ს მხოლოდ წყვეტილის ფორმებში დაირთავენ:


მაგალითად: ვიწრო - დავავიწროვე; უთო - დავაუთოვე; ჯილდო -დავაჯილდოვე და ა.შ.


მაგრამ არის: დავიწროება; დაუთოება; დაჯილდოება და ა.შ.


ნინია სადღობელაშვილი
  • 4
  • 2927
0 Comments