26 აგვისტოს, კორპორაცია „მეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელის, „ფეისბუკის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Zuckerberg) აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ ჯორდანს წერილობით აცნობა, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის კომპანიაზე ზეწოლას ახორციელებდა შინაარსის შეზღუდვის მიზნით.
„მჯერა, მთავრობის ზეწოლა არასწორი იყო და ვნანობ, რომ ამის შესახებ უფრო ხმამაღლა არ ვსაუბრობდით. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე არჩევანი, რომლებსაც, დღევანდელი გადმოსახედიდან და ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით, ახლა არ გავაკეთებდით.” - წერს ცუკერბერგი, რითაც აღიარებს, რომ კომპანიის მესვეურებმა არაერთხელ „გაითვალისწინეს თეთრი სახლის რეკომენდაცია“ და შინაარსის მოდერაცია დაუქვემდებარეს ხელისუფლების მითითებებს, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ცენზურა.
გარდა ამისა, ჯორდანისათვის მიწერილ წერილში ცუკერბერგმა კიდევ ერთხელ, სინანულით გაიხსენა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის სკანდალთან დაკავშირებული გახმაურებული შემთხვევა, რომლის შესახებაც მან ორი წლის წინაც ისაუბრა.
კერძოდ, ცუკერბერგის თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „მეტამ“ შეზღუდა New York Post-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების გავრცელება „ფეისბუკზე“, იმის გამო, რომ იგი „რუსულ დეზინფორმაციად“ მიიჩნია, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო რეალური ინფორმაცია, რომლის მიჩქმალვასაც, შესაძლოა, გადამწვეტი გავლენა მოეხდინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.
ცუკერბერგი წერს, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ „მეტამ“ ფუნდამენტურად გადაიაზრა და შეცვალა შინაარსის მოდერაციის სტრატეგია და რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები გამორიცხულია.
რამდენად გულწრფელია ეს განცხადება, რამდენად ობიექტურია „ფეისბუკის“ მოდერაციის სისტემა დღეს და რა პრეტენზიები არსებობს ამჟამად მის მიმართ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ჯორდანისადმი მიწერილ წერილს კი ცუკერბერგი ამთავრებს პირობით, რომ მიმდინარე საარჩევნო ციკლში იგი აღარ გააკეთებს ფინანსურ შენატანს საარჩევნო ინფრასტუქტურის მხარდასაჭერად, რადგან ხალხის ნაწილი ამას კონკრეტული პარტიის დახმარებად თვლის.
ამერიკული და მსოფლიო მედია ბოლო ერთი კვირაა ცდილობს ახსნას, თუ რით შეიძლება იყოს განპირობებული მედიამაგნატის მოულოდნელი „აღიარება და სინანული“.
მოდით, თვალი გადავავლოთ ძირითად ვერსიებს, რათა უკეთ გავერკვეთ იმ სოციალური ქსელის შიდა სამზარეულოში, რომელიც საქართველოზე არანაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
ერთ-ერთი ვერსიით, ცუკერბერგს „გულწრფელი მონანიებისკენ“ რუსი „კოლეგის“, პაველ დუროვის დაპატიმრებამ უბიძგა.
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, რომელსაც დასავლეთში „რუსეთის ცუკერბერგს“ უწოდებდნენ, 25 აგვისტოს, პარიზში დააკავეს. ეს მსხვილი სოციალური ქსელის დამფუძნებლისა და მმართველის დაპატიმრების პირველი შემთხვევა იყო მსოფლიოში, რაც ნამდვილად არასასიამოვნო სიგნალი უნდა ყოფილიყო გლობალური კორპორაციებისთვის.
ეს შეშფოთება იგრძნობოდა გამოხმაურებებშიც: - კანადური სოციალური ქსელის, rumble-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის პავლოვსკიმ დაწერა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არაერთხელ დაემუქრა მის სოციალურ ქსელს, ახლა კი დუროვის დაპატიმრებით პარიზმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა; პავლოვსკის თქმით, ხელისუფლება დუროვს, სავარაუდოდ, იმის გამო სჯის, რომ მან უარი თქვა ცენზურის დაწესებაზე.
დუროვის დაპატიმრება უყურადღებოდ არ დაუტოვებია ილონ მასკსაც. მან Х-ზე სოლიდარობა გამოუცხადა დუროვს და დაწერა, რომ „ცუკერბერგს არასდროს დააპატიმრებენ, რადგან იგი ახორციელებს ცენზურას, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ხელისუფლებას საიდუმლოდ აწვდის ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ“.
ამ პოსტის გამოქვეყნებიდან 24 საათში ჯორდანისადმი მიწერილ წერილში ცუკერბერგმა ფაქტობრივად თავადვე დაადასტურა მასკის სიტყვები;
თუმცა, საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ახლა, და რაც მთავარია, კონკრეტულად რომელი ხელისუფლების ეშინია „ფეისბუკის“ ხელმძღვანელობას?
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ცუკერბერგი „გულწრფელად ნანობს“ წარსულ შეცდომებს, ან მას უბრალოდ მობეზრდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლა და ზემოხსენებული წერილით თავი დაიზღვია, როგორც სამომავლო ჩარევის, ისე შესაძლო „უსიამოვნებებისგან“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება მისთვის „ჭკუის სწავლებას“ მოისურვებს.
ამ ვერსიის თანახმად, „მეტა“ ცდილობს, ბოლოს და ბოლოს, იქცეს იმად, რადაც თავს გვაჩვენებს - ანუ, ზეპარტიულ სოციალურ პლატფორმად.
მაგრამ რამდენად დამაჯერებლად ჟღერს პროტესტი ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, იმ დროს, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას ხელისუფლებაში სულ ორიოდე თვე აქვს დარჩენილი?
მითუმეტეს, თავად მარკ ცუკერბერგი არასდროს ცდილობდა, თუნდაც ფორმალურად ეთამაშა პოლიტიკურად მიუკერძოებელი მედიამენეჯერის როლი და ყოველთვის საჯაროდ აფიქსირებდა ტრამპის საწინააღმდეგო (ე. ი. დემოკრატიული პარტიის სასარგებლო) პოზიციას?
აქედან გამომდინარე, ყველაზე დამაჯერებლად ის ვერსია გამოიყურება, რომ მარკ ცუკერბერგს, სავარაუდოდ, ნამდვილად შეეშინდა, ოღონდ არა ბაიდენის მიმავალი ადმინისტრაციის მხრიდან „ზეწოლის გაძლიერების“ საშიშროების, არამედ იმის გამო, რომ ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტი, შესაძლოა, კვლავ დონალდ ტრამპი გახდეს და კონგრესის ორივე პალატაც რესპუბლიკელებმა გადაიბარონ.
ამ შემთხვევაში, მედიამაგნატს ნამდვილად შეიძლება შეექმნას პრობლემები და ამ პრობლემების შესახებ მას არც მეტი, არც ნაკლები, თავად ტრამპი აფრთხილებს:
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი წიგნი, სადაც ტრამპი პირდაპირ ადანაშაულებს ცუკერბერგს 2020 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, „ფეისბუკის“ სარედაქციო პოლიტიკის მის წინააღმდეგ მუშაობაში და ასევე, საგანგებოდ უსვამს ხაზს ცუკერბერგის ფინანსურ კონტრიბუციას საარჩევნო ინფრასტრუქტურაში, რასაც ტრამპი ცალსახად დემოკრატების დახმარებად თვლის.
ამ ბრალდებების ფონზე, ტრამპი „ფეისბუკის“ დამფუძნებელს მიმართავს, რომ თუ იგი 2024 წლის არჩევნების დროსაც იგივეს გაიმეორებს, მაშინ ის ცხოვრების დარჩენილ ნაწილს... ციხეში გაატარებს.
დუროვის ისტორიამ გვაჩვენა, რომ „მონდომების შემთხვევაში“, ნებისმიერ სოციალურ ქსელში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი პრობლემები, რომლებმაც, შესაძლოა, პლატფორმის მმართველები ბრალდებულის სკამამდეც კი მიიყვანოს.
2020 წლის სკანდალური არჩევნებისა და მოდერაციასთან დაკავშირებული მუდმივი ბრალდებების ფონზე, მარკ ცუკერბერგი თავადაც არაერთხელ იყო დაბარებული გამოკითხვაზე ამერიკის კონგრესში (უკანასკნელად - ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონტენტის არასაკმარისი მოდერირების საქმეზე).
გარდა ამისა, ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისია დღემდე ედავება ცუკერბერგს „ფეისბუკის“ მიერ ინსტაგრამისა და ვოთსაპის შესყიდვის გამო, რადგან კომისიის მტკიცებით, ამ შესყიდვამ „მეტა“ ბაზრის მონოპოლისტად აქცია და საზოგადოებას ალტერნატივა აღარ დაუტოვა.
ცუკერბერგი თავის წერილში ფაქტობრივად ადასტურებს ტრამპის მთავარ ბრალდებებს „ფეისბუკის“ მოდერაციის მიმართ, თუმცა, თავს დამნაშავედ არ თვლის და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ზეწოლის მსხვერპლი“ გახდა და მომავალში ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.
მეორეს მხრივ კი, პირობას დებს, რომ აღარ შეიტანს თანხას საარჩევნო სისტემაში, რაც ტრამპისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
რას მოასწავებდა რეალურად ცუკერბერგის „აღიარება“ და მართლაც, არის თუ არა მისი წერილი თეთრი სახლის მომავალ ადმინისტრაციასთან გარიგებაში შესვლის პირველი აქტი, ამას, სავარაუდოდ, ახლო მომავალი გვიჩვენებს.
თუმცა, უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალური სოციალური ქსელები ნამდვილად ფლობენ უზარმაზარ გავლენას და ძალაუფლებას, რომელსაც ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იყენებენ.
როგორც ვხედავთ, ისინი სულაც არ ერიდებიან მომხმარებლებისგან ფარულად ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ასრულებენ პოლიტიკურად მოტივირებულ მითითებებს და საბოლოო ჯამში, მონსტრებთან (იგულისხმე - დეზინფორმაციასთან) ბრძოლის პროცესში თავადვე გადაიქცევიან ხოლმე კიდევ უფრო საშიშ მონსტრებად, რომლებიც მხოლოდ წლების შემდეგ აღიარებენ, როდის რა ინფორმაცია დაუმალეს, ან პირიქით - „შეაჩეჩეს“ საზოგადოებას.
ცუკერბერგის აღიარებითი ჩვენება - რატომ ახლა?
01 სექტემბერი 202426 აგვისტოს, კორპორაცია „მეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელის, „ფეისბუკის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Zuckerberg) აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ ჯორდანს წერილობით აცნობა, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის კომპანიაზე ზეწოლას ახორციელებდა შინაარსის შეზღუდვის მიზნით.