ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი VIII)
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩაღდება ტრადიციული კამათი: რომელია სწორი – თოვლის პაპა თუ თოვლის ბაბუა?
ვნახოთ რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ამის თაობაზე გამოითქვა სოციალურ ქსელში სამი წლის წინ გამართულ დისკუსიაში:
„თოვლის პაპაა თუ თოვლის ბაბუა? მგონი, მეორე ჯობს“;
„არ გინდათ ხალხო, ორივე ჩვენია და კარგია“;
„თოვლის პაპა უნდა დაბრუნდეს, ადრეც პაპა ერქვა“;
„ – ეეე, ძამა, შენ პაპას ეძახი მე ბაბუას ვეძახი, რა პრობლემაა?
– ის პრობლემაა, რომ ადრე თოვლის პაპა ერქვა და რატომ გადაარქვეს ბაბუდ სახელი, ვინ გადაწყვიტა, შეეკითხნენ ვისმეს?“
ამ საკითხის მართებულად გადაწყვეტა თავის მხრივ უფრო ზოგადი საკითხის გარკვევაზეა დამოკიდებულია: პაპა არის ლიტერატურული ფორმა თუ ბაბუა?
აკადემიკოსი აკაკი შანიძე წერს: „‘პაპა’ აღმოსავლეთ საქართველოში ნიშნავს მამის მამას ან დედის მამას, დასავლეთ საქართველოში კი – იმაზე ერთი თაობით უფროსს, მაშინ როდესაც ‘ბაბუა’ (ბაბო) აღმოსავლეთ საქართველოში ნიშნავს დიდედას, დასავლეთ საქართველოში კი – მამის მამას ან დედის მამას (პ ა პ ა ს აღმოსავლური გაგებით)“.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1950 წლის გამოცემა) ვკითხულობთ: „ბაბუა – იგივეა, რაც პ ა პ ა (ლიტერატურულად უპირატესია პ ა პ ა)“.
ლექსიკონის ახალ, 2008 წლის, გამოცემაში ფრჩხილებში ჩასმული ეს შენიშვნა აღარ არის, ანუ „ბაბუის“ სტატუსი „პაპის“ სტატუსთან გაუთანაბრებიათ.
მათი გამოყენების სიხშირეს რაც შეეხება, ინტერნეტსაძიებლის მონაცემები ასეთია:
ბაბუა: დაახლოებით 1 070 000 შედეგი (0,38 წამი);
პაპა: დაახლოებით 258 000 შედეგი (0,34 წამი).
თოვლის ბაბუა: დაახლოებით 877 000 შედეგი (0,46 წამი)
თოვლის პაპა: დაახლოებით 92 600 შედეგი (0,33 წამი).
ანუ ბაბუის რიცხობრივი უპირატესობა აშკარაა, თუმცა „პაპას“, რომელსაც ისეთი კომპოზიტები უმაგრებს ზურგს, როგორიცაა „მამა-პაპა“, „მამაპაპური“, ცხადია, არავითარი „საფრთხე“ არ ემუქრება – შეუძლებელია ვინმემ თქვას „მამაბაბუური“.
ბაბუის სასარგებლოდ კი ლაპარაკობს მისი მოფერებითობა, მეტადრე „თოვლის ბაბუის“ შემთხვევაში ენიჭება ამას მნიშვნელობა. სუფიქსი -უა მოფერებითობას გამოხატავს, შეადარეთ: ძალო – ძალუა, ვანო – ვანუა, რაჭაში დედუასაც გაიგონებთ (იხ. ალ. ღლონტის „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“). ჰოდა, მოფერებისა და მოსიყვარულების ღირსი თუ ვინმეა, სწორედაც რომ ის არსება, რომელსაც ამდენი სიხარული მოაქვს მისთვის უცნობი პატარებისათვის!
ამრიგად, კამათის ერთ-ერთი მონაწილის ზემოთ ციტირებული ფრაზით რომ ვთქვათ, „ორივე ჩვენია, ორივე კარგია“.
*
ბოლო დროს, დასავლურ სამყაროსთან დაახლოების კვალობაზე, ჩვენი საშობაო ნაძვის ხის გვერდით (რომელიც, სხვათა შორის, ევროპული – გერმანული „გამოგონებაა“) სანტა კლაუსიც გამოჩნდა – შობა-ახალი წლის მომლოცველი ევროპულ-ამერიკული ზღაპრული პერსონაჟი, რომელიც სამოსელით კი, მაგრამ ფუნქციით არ განსხვავდება თოვლის პაპა/ბაბუისაგან. ისინი ხშირად გვერდიგვერდ არიან წარმოდგენილნი ჩვენებურ საშობაო-საახალწლო ზეიმებზე.
მის პოპულარობას საქართველოში დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ სანტა კლაუსის პროტოტიპი ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ქართველთა საყვარელი წმინდანი – საქართველოს ეკლესიის მფარველი და ბავშვების მეოხი. სანტა კლაუსის წარმომავლობის ამ მხარემ გადაწონა მისი თავდაპირველი მიუღებლობა იმის გამო, რომ იგი „ჩვენი არ არის“ – თავდაპირველად ხომ არც ის სარწმუნოება იყო „ჩვენი“, რომელმაც მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ნიკოლასი, კლაუსი) წმინდანად შერაცხა.
ერთობ საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი როგორც მართლმადიდებელი და კათოლიკური, ასევე ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიების წმინდანია, მას პატივს მიაგებენ მუსლიმები და წარმართებიც კი – ამრიგად იგი განსხვავებული სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანთა გამაერთიანებლის როლს ასრულებს.
ქართულ ინტერნეტსივრცეში სანტა კლაუსის რეიტინგი ამჟამად ასეთია: დაახლოებით 641 000, რაც თოვლის პაპა/ბაბუის რეიტინგის ორი მესამედია.
არ არის მოსალოდნელი, რომ სანტა კლაუსმა თოვლის პაპა/ბაბუა ჩაანაცვლოს, რაკიღა ვერც გერმანული ვაინახტსმანი და ფრანგული პერ ნოელი ჩაანაცვლა. გვერდიგვერდ კი ალბათ იარსებებენ, როგორც... როგორც ხაჭაპური და პიცა.
თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი
28 დეკემბერი 2020ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!