„ერთი თქვენგანი გამცემს მე...“ - იტყვის მაცხოვარი, იოანეს სახარებაში.
ამ დრამატული ფრაზის ასოციაციით კი, ის ენობრივი დილემაც გვახსენდება, რომელიც ვერა და ვერ გადალახა ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა.
თქვენგანი თუ თქვენთაგანი?
საბედნიეროდ, მედიაში სულ უფრო ნაკლებადღა იყენებენ მცდარ ფორმას (თქვენთაგანი), თუმცა ის მაინც იჩენს ხოლმე თავს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ:
შესაძლოა, პირის ნაცვალსახელებს დაერთოს გან თანდებული (ჩვენგანი, თქვენგანი).
მაგრამ როცა ამ ფორმებს უმატებენ თა სუფიქსს არსებითი სახელის თანიანი ფორმებისა (კაცთაგანი) და ნაცვალსახელ მათგან-ის ანალოგიით, ეს უკვე შეცდომაა.
ნაცვალსახელი ჩვენგანი აღნიშნავს ჩვენ შორის რომელიმე ერთს. ის უკვე გულისხმობს სიმრავლეს და თა სუფიქსის დამატება ზედმეტია.
სწორია თითოეული ჩვენგანი (და არა ჩვენთაგანი).
თქვენგანი თუ თქვენთაგანი?
11 ივლისი 2025„ერთი თქვენგანი გამცემს მე...“ - იტყვის მაცხოვარი, იოანეს სახარებაში.