8 ნოემბერს შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ გააკონტროლებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას და სენატს. ასევე გაირკვევა გუბერნატორების ვინაობა რამდენიმე შტატში.
ამჟამად კონგრესის ორივე პალატას დემოკრატიული პარტია აკონტროლებს. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე „გესლიანი და პოლარიზებული საარჩევნო კამპანიაა“, - ასე აფასებს სააგენტო „როიტერი“ აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.
პოლარიზაცია ლიბერალურ და კონსერვატიულ მედიაზეც აისახება.
მართალია, აშშ-ში ფართოდ არის გავრცელებული ე.წ. Opinion Journalism, ანუ საავტორო ჟურნალისტიკა, თუმცა აქაც არსებობს „წითელი ხაზები“ - რედაქცია არ უნდა ავრცელებდეს ყალბ ინფორმაციას და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მაყურებელი.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა რომელიმე მსხვილი მედია არა მხოლოდ მიკერძოებულია ერთ-ერთი პარტიის მიმართ, არამედ მისი საარჩევნო კამპანიის მონაწილეც ხდება?
არჩევნებამდე 10 დღით ადრე, რესპუბლიკელმა სენატორმა რიკ სკოტმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ საავტორო გადაცემის წამყვანი შონ ჰანითი დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ჯილდო სახელწოდებით „თავისუფლების ჩემპიონი“, გასულ წელს რესპუბლიკური პარტიისგან დონალდ ტრამპს ერგო, რომელიც წლევანდელ შუალედურ არჩევნებში აქტიურად არის ჩართული პარტიის კანდიდატების მხარდასაჭერად.
დონალდ ტრამპი „ფოქს ნიუსზე“ შონ ჰანითის გადაცემის ხშირი სტუმარია და ჟურნალისტის მიმართ კეთილგანწყობითაც გამოირჩევა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, „ფოქს ნიუსის“ წამყვანი ტრამპის მრჩეველიც იყო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში.
რესპუბლიკური პარტიის მიმართ „ფოქს ნიუსის“ ლოიალური დამოკიდებულების საკითხს არაერთი სარედაქციო წერილი მიუძღვნა გავლენიანმა „ვაშინგტონ პოსტმა“. ერთ-ერთი სარედაქციო წერილის ავტორი ფილიპ ბამპი წერს, რომ შონ ჰანითი რესპუბლიკური პარტიის რეკლამით არის დაკავებული და „ფოქს ნიუსს“ ურჩევს, დააზუსტოს ან შეასწოროს დონალდ ტრამპის მიერ გადაცემაში გაკეთებული არაზუსტი ან ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები.
კონსერვატიული ჯგუფები თავის მხრივ, ლიბერალურ მედიას აკრიტიკებენ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების გამო. „მედიის კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ტელეკომპანიების ABC-ის, CBS-ის და NBC-ის საღამოს ეთერში რესპუბლიკელი კანდიდატების ნეგატიური გაშუქება 87%-ს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ეკონომიკას და ინფლაციას ასახელებდნენ, ამ მაუწყებლების მიერ კამპანიის გაშუქება დემოკრატების დღის წესრიგს მიჰყვებოდა და შესაბამისად, ეკონომიკა მხოლოდ მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა გაშუქებულ საკითხებს შორის.
„ამერიკელები უკიდურესად პოლარიზებული არიან და კვლევები ამას აჩვენებს. ჩვენი მოსახლეობა ახალ ამბებს იგებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წყაროებიდან. ხდება პოლიტიკური ელიტების და იმ ხალხის დემონიზება, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ“, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ნადია ბრაუნი „როიტერთან“ ინტერვიუში.
ინდიანას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი მარჯერი ჰერში მიიჩნევს, რომ მედიის ნამდვილი მიკერძოება, აუდიტორიის გაზრდის მიზნით სკანდალებსა და „ყვითელ ამბებზე“ ფოკუსირებაში გამოიხატება. სენსაციური ისტორიები კი ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ თემებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
„ეს არ არის მედიის ბრალი; ჩვენ ვართ ის აუდიტორია, ვისი ყურადღების მიქცევასაც ცდილობს მედია“, - აღნიშნავს ჰერში.
შუალედური არჩევნები ამერიკაში და მედიის პოლარიზაცია
06 ნოემბერი 20228 ნოემბერს შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ გააკონტროლებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას და სენატს. ასევე გაირკვევა გუბერნატორების ვინაობა რამდენიმე შტატში.

ფოტო The Washington Post