ტყუილად გვგონია, რომ ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტების დაცვა მხოლოდ „ძველი სკოლაა“ და თანამედროვე ეპოქამ, ინტერნეტმა, აჩქარებულმა ტემპმა და ლამის პირდაპირ ეთერში ცხოვრების რეჟიმმა სტანდარტები შეცვალა.
ვცდებით.
და ამას ამტკიცებს ახალი ამერიკული ფილმი „ქალის სიტყვა“ (“She Said”), რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსის“ მუშაობის პროცესს ასახავს. ვუყურებთ 2017 წლის მოვლენებზე გადაღებულ ფილმს და ვხედავთ, რომ ნამდვილი პროფესიონალები მთავარ პრინციპებს არასდროს ღალატობენ.
ფილმი მოგვითხრობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტების - ჯოდი კანტონისა და მეგან ტოჰის შესახებ, რომლებიც კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის სექსუალურ დანაშაულებათა საქმეზე იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას.
ეკრანზე გაცოცხლებულია მთელი სამუშაო პროცესი - ხანგრძლივი ჟურნალისტური მოკვლევა, რესპონდენტების და წყაროების მოძიება, რედაქტორებთან ურთიერთობა, ინფორმაციის გადამოწმება - ყველა დეტალი, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ „თაიმსის“ მუშაობის სტილს და უცვლელ ჟურნალისტურ პრინციპებს.
„თაიმსის“ ჟურნალისტებს ხელთ აქვთ უამრავი მასალა - მსხვერპლი ქალების ისტორიები, კინოკომპანია „მირამაქსის“ თანამშრომლებისგან მოპოვებული ინფორმაცია, წერილები, სადაც ქალები ღიად წერენ ვაინშტაინის ძალადობის შესახებ, მაგრამ მაინც არ იწყებენ სტატიის წერას.
რედაქტორიც ხისტად ამბობს - არა.
რატომ?
იმიტომ, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია, საჭიროა მეტი ფაქტი, ამის გარეშე სტატიას ფასი არ აქვს. უსაფუძვლო სკანდალი ჟურნალისტიკა არ არის. სკანდალის სანაცვლოდ რეპუტაციის დაკარგვას „თაიმსი“ სულაც არ აპირებს.
ჟურნალისტები თითქმის ყოველდღე ხვდებიან ვაინშტაინის მიერ შევიწროებულ ქალებს, ყოველი ინტერვიუს წინ იცავენ ეთიკის ნორმებს, წინასწარ აფრთხილებენ რესპონდენტს - იწერენ თუ არა მათ საუბარს. ეკითხებიან - შეიძლება თუ არა მათი ნათქვამი ციტატად გამოიყენონ. ითხოვენ ნებართვას - შეუძლიათ თუ არა ასეთ მძიმე თემაზე საუბარი და წარსულის გახსენება, რათა ეს ფსიქოლოგიურ ტრავმად არ იქცეს მათთვის.
გამოძიება გრძელდება თვეების განმავლობაში, მასალები ერთმანეთს ემატება, საჯაროდ კი დუმილია. რედაქტორი ისევ უარზეა.
„არ არის ციტატა - არ არის სტატია“ - თითქოს მარტივი ფორმულაა.
მაგრამ ფაქტია, - თუ სტატიას არ ექნება დოკუმენტური წყაროები და კონკრეტული სახელები, ეს ნიშნავს, რომ მასალა არასრულფასოვანია.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ ჰაერზე დაწერილ სიტყვებს არასდროს ბეჭდავს.
ეს ფილმი ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, განსაკუთრებით სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც ქალთა უფლებებზე მუშაობენ. ვაინშტანის საქმემ სათავე დაუდო #metoo კამპანიის დაწყებას. „ნიუ-იორკ თაიმსმა“ კი 2018 წელს პულიცერის პრემია მოიგო ამ ჟურნალისტური გამოძიებისთვის.
ჟურნალისტებისთვის ეს არის ნამდვილი მასტერ-კლასი თემაზე - როგორ მზადდება პროფესიული ნამუშევარი, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებსაც სკანდალური მასალები აქვთ, მაგრამ მაინც არ ბეჭდავენ სტატიას, სანამ მეორე მხარის პოზიცია არ ექნებათ.
ეს ეპიზოდი ფილმის კულმინაციური მომენტია:
- როგორ ელოდება მთელი რედაქცია ჰარვი ვაინშტაინის პასუხს, ასევე კომპანია „მირამაქსის“ პოზიციას, რათა ბრალდებები და საპასუხო არგუმენტები ერთ სტატიაში მოაქციონ.
- როგორ აძლევს რედაქცია კინოპროდიუსერს მოსაფიქრებელ დროს, - 48 საათს და მზა სტატიით ხელში, როგორ ელოდება ამ დროის გასვლას. ამ ხნის განმავლობაში კი სრულად ინარჩუნებს შეთანხმების გაუთქმელობის წესს და ანონსსაც კი არ უშვებს გაზეთის გარეკანზე.
თანაც ეს ხდება გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, სადაც ყველამ იცის, რომ ვაინშტაინის საქმით სხვა გამოცემებიც არიან დაინტერესებული. „თაიმსის“ სარედაქციო გუნდი ჩქარობს, წუთებს ითვლის, თან მოპასუხე მხარეს ელოდება და ამბობს - ვიცით, გვყავს კონკურენტები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიცადოთ და სწორედ ამ მოლოდინით მოვიგოთ მეტი.
ასეც ხდება, - ვაინშტაინით ინტერესდება სასამართლო, მას 23-წლიან პატიმრობას უსჯიან, ჟურნალისტური გამოძიება ქალთა მიმართ ძალადობის გახმაურებული საქმის შესახებ იღებს პულიცერის პრემიას, სტატია ბიძგს აძლევს საზოგადოებრივ მოძრაობას ქალთა შევიწროების წინააღმდეგ;
და ასევე, შთაგონებას აძლევს ჰოლივუდს - გადაიღოს ეს ფილმი, რომელიც ახლა უკვე „ოსკარს“ ელოდება.
თუ ფილმი „ოსკარების“ ნომინაციაზე მოხვდა, ცხადია, ჰოლივუდი მას ტაშს დაუკრავს.
სხვათა შორის, ისევე მქუხარედ, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში „მირამაქსის“ და პირადად ჰარვის ვაინშტაინის ნამუშევრებზე. მსახიობები სცენიდან უხდიდნენ მას მადლობას, დარბაზი ფეხზე იდგა, იღიმოდა, ვაინშტაინის და კინოკომპანიის სისტემურ დანაშაულზე ღიად საუბარს კი ვერავინ ბედავდა.
P.S. მუშაობის სტანდარტებზე ბევრი ვისაუბრე და მხოლოდ ერთს დავამატებ - ფილმში ჩანს, რომ „თაიმსის“ რედაქციაში ტრადიციები ისევ მნიშვნელოვანია - ბლოკნოტსაც არ დაუკარგავს თავისი ფუნქცია. ტელეფონის, პლანშეტის და ყველა სხვა თანამედროვე ტექნიკის მიუხედავად, „თაიმსის“ ჟურნალისტებისთვის ფურცელი და კალამი ისევ შეუცვლელია.
საუბარს იწერთ?
21 ნოემბერი 2022ტყუილად გვგონია, რომ ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტების დაცვა მხოლოდ „ძველი სკოლაა“ და თანამედროვე ეპოქამ, ინტერნეტმა, აჩქარებულმა ტემპმა და ლამის პირდაპირ ეთერში ცხოვრების რეჟიმმა სტანდარტები შეცვალა.

ფოტო The New York Times