მიმდინარე წელს ქართული საზოგადოების ყურადღება რამდენჯერმე მიიქცია აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციებზე საქართველოს შესახებ პროვოკაციული ხასიათის შეკითხვებს სვამს.
მაგალითად, 22 მაისის ბრიფინგზე ჟურნალისტი ფაქტობრივად პირდაპირ მოითხოვდა სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, ხოლო 12 ივლისს რაუფოღლუმ თავს უფლება მისცა ეთქვა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი საერთოდ არ მიისწრაფვიან ნატოსკენ.
ამასთან, თავიდანვე გამოიკვეთა, რომ რაუფოღლუს კითხვები (უფრო სწორად შეფასებები) არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის თვითშემოქმედება და საქმე რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ პროვოკაციასთან გვაქვს, სადაც რაუფოღლუ ნამდვილად არ არის მთავარი მოქმედი გმირი.
თავად განსაჯეთ:
ერთის მხრივ, ჟურნალისტი, რომელსაც აქამდე რაიმე განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ არასდროს გამოუვლენია, რამდენიმე თვის მანძილზე, ფაქტობრივად ყველა ბრიფინგზე სვამდა კითხვებს, სადაც შეკითხვაზე უფრო მეტ დროს უთმობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდას. ამ შეკითხვებზე ოფიციალური პასუხების მიღების შემდეგ კი ოპოზიციური ქართული მედიასაშუალებები ამ ამბავს ისე აშუქებდნენ, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს კიდევ ერთი, „უკანასკნელი გაფრთხილება მისცა“ და ა.შ.
სწორედ ამ საეჭვო გარემოებების გამო მედიაკრიტიკა რამდენჯერმე გამოეხმაურა რაუფოღლუს შემთხვევას.
მათ შორის, დავსვით კითხვა იმის შესახებაც, რა კავშირი აქვს რაუფოღლუს საქართველოსთან, ან რა მოტივაცია ასაზრდოებს მის დაინტერესებას და პოზიციას.
და აი, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ამერიკული ლობისტური კომპანიის, Cornerstone Government Affairs-ის მიერ ბოლო სამი თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, რითაც ყველა კითხვას პასუხი გაეცა და „რაუფოღლუს საიდუმლოც“ საბოლოოდ ამოიხსნა.
როგორც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, Cornerstone-ის წარმომადგენლები მიმდინარე წლის ივნისში, ჯერ ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ, შემდეგ კი პირადად შეხვდნენ ალექს რაუფოღლუს და ესაუბრნენ მას „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ“.
თუ დავაკვირდებით ალექს რაუფოღლუს მიერ დასმულ შეკითხვებს და გავაანალიზებთ მის გამოსვლებს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებზე, არ გაგვიჭირდება გამოვიცნოთ, რა ტიპის მოლაპარაკება შეიძლება შემდგარიყო ლობისტურ კომპანიასა და ჟურნალისტს შორის.
შესაბამისად, ამ ეტაპზე გასარკვევი ალბათ მხოლოდ ის არის, რა თანხა ერგო TURAN-ის კორესპონდენტს იმ 110 000 დოლარიდან, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ უკვე გადარიცხა Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე.
5 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ რაუფოღლუსთან თანამშრომლობა იმ არგუმენტით „ახსნა“, რომ ტელეკომპანიას ვაშინგტონში ბიურო არ აქვს და აქედან გამომდინარე, „ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო“ კითხვების დასასმელად იყენებენ იმ ადამიანებს, „ვისაც ამ კითხვების დასმა შეუძლია“.
ამ განცხადებით მან რეალურად დაადასტურა, რომ რაუფოღლუს მიერ დასმული კითხვები (და მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები) თბილისიდან არის ნაკარნახევი. თუმცა რატომ არ შეუთანხმდა ტელეკომპანია ჟურნალისტს პირდაპირ (როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე) და რატომ თანამშომლობს მასთან ლობისტური კომპანიის შუამავლობით, ამის შესახებ აღმასრულებელ დირექტორს არაფერი უთქვამს.
ასეა თუ ისე, გამოქვეყნებული დოკუმენტების მიუხედავად, ალექს რაუფოღლუ განაგრძობს „მუშაობას“ ჩვეულ სტილში და 5 სექტემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ მოიხსენია საქართველოს ხელისუფლება „პრორუსულად“.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს, რომ ალექს რაუფოღლუს არა მხოლოდ კავშირი აქვს ქართულ მედიასთან, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, იმართება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ.
შესაბამისად, მომავალში, მისი ყველა შეკითხვა თუ პოზიცია ქართულმა აუდიტორიამ სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა გააანალიზოს და შეაფასოს.
რაუფოღლუ. ისტორიის დასასრული...
08 სექტემბერი 2023მიმდინარე წელს ქართული საზოგადოების ყურადღება რამდენჯერმე მიიქცია აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციებზე საქართველოს შესახებ პროვოკაციული ხასიათის შეკითხვებს სვამს.