ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XLIII)
გიორგი ლეონიძის სახელგანთქმულ წიგნში, რომელსაც „ნატვრის ხე“ ჰქვია, ვკითხულობთ:
„შალია ამოწყვეტილი, ძველი აზნაურიშვილის ოჯახიდან იყო. მამამისს შეჰმადინს ლხინით მოეჭამა წუთისოფელი. შალიას ძმები და ბიძები ზოგი ომში ჩაეხოცათ, ზოგი ჩხუბში თუ მამულის დავაში და ახლა, შალიას მეტი, აღარავინ ბოგინობდა ლასურიძიანთ გვარში. საქალეთზე იყო მიმდგარი სახელოვანი გვარი!“.
„ბოგინობდა“ (ან „ბოგინებდა“ – ამ ფორმითაც შეიძლება შეგვხვდეს) რას ნიშნავს იცით?
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვაუწყებს:
„ბოგინობს – ძლივძლივობით, გაჭირვებით ძლებს, არსებობს, სული უდგას“.
იქვე ამ ზმნის შესატყვისი არსებითი სახელი ასეა განმარტებული:
„ბოგინი – ძლივძლივობით არსებობა, გაჭირვებით ყოფნა“.
ძველ ავტორებთან ამ სიტყვას არცთუ ისე ხშირად შეხვდებით, ილია ჭავჭავაძე იყენებს რამდენჯერმე, აკაკისთან ვერ ვიპოვე. აი ერთი ციტატა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილიდან:
„გვიკვირს, უარმყოფელობა თავისთავად, როგორც ერთი რამ ცალკე განსაკუთრებული მოძღვრება, როგორ ჰბოგინობს ადამიანის საღს გონებაში და ან კაცის გონება როგორ იშვნევს და ჰკადრულობს ამ სასაცილობას“ (ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი 20 ტომად, ტ. 5. 1991, გვ. 458).
ქართული ძირის სიტყვა ჩანს, ლინგვისტები „ბოგანოსთან“ (ღარიბ-ღატაკთან, უქონელთან) მის კავშირსაც არ გამორიცხავენ. სხვა ენებზე მისი მნიშვნელობის გადმოსაცემად ერთზე მეტი სიტყვის გამოყენება ხდება საჭირო. ქართულ-რუსულ ლექსიკონებში „ბოგინი“ ასეა თარგმნილი: жалкое существование, ხოლო ზმნა „ბოგინებს“ – ამგვარად: влачит жалкое существование, с трудом существует; დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში ასეა: ბოგინი – eking out an existence; ბოგინობს – ekes out an existence; barely holds onto life.
როგორც ვთქვით, „ბოგინი“ და „ბოგინობს“ ძველ ავტორებთან დიდად პოპულარული სიტყვა არ ყოფილა, ჩვენს დროში კი გახშირდა მისი გამოყენება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. და გახშირდა, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ... რომ არასწორად ესმით მისი მნიშვნელობა და უადგილო ადგილას წამოასკუპებენ ხოლმე.
აი, წავიკითხოთ:
„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვაჟთა საჩოგბურთო ოლიმპზე ამერიკელი პიტ სამპრასი ბოგინობდა. ახლა მისი ადგილი ასევე ამერიკელმა ანდრე აგასიმ დაიკავა“;
„არადა, იმ წლებში, როცა საქართველოში „მხედრიონი“ ბოგინობდა და თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება არავის ჰქონდა, მხოლოდ „7 დღეს“ 15-20 ჟურნალისტური ძიება აქვს ჩატარებული“;
როგორ ფიქრობთ, ჩვენ მიერ ხაზგასმული სიტყვა „ბოგინობდა“ ამ პუბლიკაციების ავტორებს „ძლივძლივობით, გაჭირვებით არსებობდა“ ჰგონიათ? რა თქმა უნდა, არა! „ბოგინობდა“ მათ ესმით როგორც „ბობოქრობდა“, „მძვინვარებდა“, „პარპაშებდა“, „ბატონობდა“, ანუ, რაც სინამდვილეში აქვს, იმის საპირისპირო მნიშვნელობას ანიჭებენ მას!
აქაც ასევეა:
„18 წლის ბავშვებს არ ახსოვთ 2008 წლის ომი, არ ახსოვთ როგორი სიტუაცია იყო, როდესაც პოლიცია ბოგინობდა ქუჩაში და ხმის ამოღების გეშინოდა იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ვინმეს გაეჩერებინე, გაეჩხრიკე, ჯიბეში რამე ჩაედო და ა.შ.“;
„…აგრესიული რეჟიმი სუფევდა და ბოგინობდა მაშინ…“;
„არიზონა ბარკერმა სახელი გაითქვა როგორც ბარკერ-კარპისების დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურმა, რომელიც აშშ-ში ბოგინებდა. ბანდაში შედიოდნენ მისი შვილები: ჰერმანი, ლოიდი, არტური და ფრედი“;
„უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში“.
კურიოზია, რომ ამ ბოლო მაგალითში ზმნიზედა „მთელი ძალით“ იმ ზმნას მიემართება, რომელსაც სისუსტის, უძლურების, გაჭირვების შინაარსი აქვს! „მთელი ძალით ბოგინობს“ ანუ მთელი ძალით არსებობს ძლივძლივობით?!
* * *
ამრიგად, დამოწმებულ ნიმუშებში უადგილოდ გამოყენებული „ბოგინობდა“/„ბოგინებდა“ კონტექსტებისთვის შესაფერისი რომელიმე ამ სიტყვით უნდა ჩანაცვლდეს: „ბობოქრობდა“, „მძვინვარებდა“, „პარპაშებდა“, „ბატონობდა“. ეს უკანასკნელი უფრო სპორტული ინფორმაციების შესაფერისი იქნებოდა, როცა ერთი გუნდის ან ერთი სპორტსმენის ხანგრძლივ პირველობაზე, ხანგრძლივ ლიდერობაზეა ლაპარაკი სპორტის რომელიმე სახეობაში, და იქ მას შეიძლება ზოგჯერ უცხო სიტყვა „დომინირებს“ ჩაენაცვლოს.
მაგალითად, თავში დამოწმებული ეს წინადადება: „წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვაჟთა საჩოგბურთო ოლიმპზე ამერიკელი პიტ სამპრასი ბოგინობდა“, ასე შეიძლება გასწორდეს: „წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვაჟთა საჩოგბურთო ოლიმპზე ამერიკელი პიტ სამპრასი ბატონობდა/დომინირებდა“.
რა ჰგონიათ "ბოგინი?"
07 ივლისი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!