ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი IX)
ფონეტიკაში ასეთი წესი მოქმედებს: თუ სიტყვაში ორი ერთნაირი ბგერაა, ერთი მათგანი შეიძლება შეიცვალოს, სხვა ბგერად გარდაიქმნას. ამ მოვლენას დისიმილაციას ანუ გადასხვაფერებას, განმსგავსებას უწოდებენ. აკად. აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ ვკითხულობთ:
„დისიმილაციის შემთხვევები ქართულში უმთავრესად რ ბგერაზე მოდის. ერთ სიტყვაში ორი რ ვერ ძლებს და ერთი მათგანი (უფრო ხშირად მეორე) ლ-დ გადაიქცევა ხოლმე“.
მაგალითად, წარმომავლობის მაჩვენებელი სუფიქსი -ურ-, როცა ისეთ სიტყვას დაერთვის, რომელშიც რ ბგერა არის, -ულ- ფორმას მიიღებს: კახ-ურ-ი, მაგრამ – იმერ-ულ-ი, კაც-ურ-ი, მაგრამ – მხარ-ულ-ი და სხვა მრავალი.
იქვე აკაკი შანიძეს ისიც უწერია, რომ „ამ წესს არ ემორჩილება უახლოეს ხანებში ევროპული ენებიდან მწიგნობრული გზით შემოსული ტერმინები: რეჟისორი, რედაქტორი, დირექტორი, კორექტორი, პარტერი... და მისთანანი“.
ოღონდ „ინერციით“ უცხოური წარმომავლობის სიტყვებსაც შეიძლება დაემართოს ამგვარი რამ. აკადემიკოსი შენიშნავს: „უსწავლელი ხალხის ენაში შეიძლება ასეთ სიტყვებშიც დისიმილაცია მოხდეს“.
მართლაც, მდაბიურ მეტყველებაში გაისმის ხოლმე: „დილექტორი“, „კალიდორი“, „პარტელი“ (როცა ეს სიტყვა თეატრის მაყურებელთა დარბაზის ნაწილს კი არ გულისხმობს, არამედ სპორტული ტერმინია და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც მოჭიდავე ხალიჩაზეა დაჩოქილი და ხელებით ეყრდნობა მას. სოციალურ ქსელში რამდენჯერმე შემხვდა ეს მცდარი ფორმა), „მილიარდელი“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მოხშირდა დღევანდელ მედიაში:
„დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია“ (15.01.2021).
„საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით 31 დეკემბერს დაჯილდოვდა“ (6.01.2021).
„ისინი მიიჩნევენ, რომ მილიარდელის გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ცვლის“. (12.01.2021)
„ულამაზესი და მომხიბლავი სუპერმოდელი ირინა შეიკი დროს არ კარგავს და იტალიელი მილიარდელის იუბილეს კრიშტიანო რონალდუს გარეშე სტუმრობს. გავრცელებული ინფორმაციით მილიარდელი ფავაზ გრუოზი უზომოდაა შეყვარებული კრიშტიანოს საცოლეზე. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე ყვითელი პრესა იმასაც წერდა, რომ „დაბადების დღის საჩუქრად მიართვეს ფავაზ გრუოზს ირინა შეიკი“ და რომ ადვილი შესაძლებელია ირინას სტუმრობა მილიარდელის დაბადების დღეზე მათი ქორწინებით დასრულდესო“. (31.01.2021)
*
თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.
*
გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზედ ხმაურობს პარტერი;
არა სიზმარი, არამედ
მართლა ვარ მილიარდერი.
მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები;
მითხარ, უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!
რ (რაე) თუ ლ (ლასი)?
05 თებერვალი 2021ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!