ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, პრინცი ჰარის სამართლებრივი ბრძოლა ბრიტანული ტაბლოიდების წინააღმდეგ მისი გამარჯვებით დასრულდა.
გასულ კვირაში ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მედიაჰოლდინგ Mirror Group Newspapers-ში (MGN) შემავალი ტაბლოიდები პრინცის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას უკანონო გზებით, მათ შორის მობილურ ტელეფონებში შეღწევით მოიპოვებდნენ.
სასამართლომ მედიაჰოლდინგს პრინცი ჰარისთვის 140 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა.
ისტორიული სასამართლო პროცესი მაისში დაიწყო. ბოლო 130 წლის განმავლობაში ჰარი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის პირველი წევრი იყო, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა.
სხვადასხვა დროს მედიამ პრინცის ირგვლივ არაერთი სკანდალი ააგორა და როგორც აღმოჩნდა, მრავალი „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ ბრიტანულმა ტაბლოიდებმა უკანონო გზით მოიპოვეს.
386-გვერდიანი სასამართლო დასკვნიდან ირკვევა, რომ მედიაჰოლდინგ MGN-ის თანამშრომლებმა ჰარის ტელეფონი „გატეხეს“ და მისი ხმოვანი შეტყობინებები მოიპარეს.
დადასტურდა, რომ სასამართლოს მიერ განხილული 33 სტატიიდან 15, პრინცის ან მისი ახლობლების მობილურ ტელეფონებში შეღწევის და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების შედეგად დაიწერა. სასამართლოს ცნობით, ეს ხდებოდა 2003-2009 წლებში.
თავად ჰარი ამტკიცებს, რომ უკანონო გზით მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ტაბლოიდებში 140 სტატია გამოქვეყნდა. ამ გზით მოპოვებული ცნობები ძირითადად ჰარის და მისი ყოფილი მეგობარი გოგონას ჩელსი დეივის ურთიერთობას შეეხებოდა. ამ ურთიერთობების წარუმატებელი დასასრული პრინცმა სწორედ მედიის ჩარევას დაუკავშირა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ უკანონო გზით ინფორმაციის მოპოვება 1996 წლიდან ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო გამოცემებში - Daily Mirror, Sunday Mirror და People, ხოლო 1998 წლებიდან ტელეფონებში შეღწევა გამოცემების რედაქციებისთვის ჩვეული მოვლენა გახდა.
მოსამართლის დადგენილებით, ტელეფონებზე უკანონო წვდომის შესახებ იცოდნენ მედიაჯგუფის გამოცემების რედაქტორებმაც, მათ შორის Daily Mirror-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ამჟამად ცნობილმა ტელეწამყვანმა პირს მორგანმა. თავად მორგანმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
Mirror Group Newspapers-ის მედიაჰოლდინგმა ბოდიში მოიხადა:
„ჩვენ მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მოიტანს სიცხადეს, რათა შევძლოთ წინსვლა მრავალი წლის წინ მომხდარი მოვლენების შემდეგ. ჩვენ ბოდიშს ვიხდით კამათის გარეშე, სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღეთ და გადავიხადეთ შესაბამისი კომპენსაცია“, - ნათქვამია მედიაჰოლდინგის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა ჰარი ჩადენილ კანონდარღევევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სისხლის სამართლის ბრალის წარდგენას ითხოვს.
„დიდი დღე ჭეშმარიტებისთვის და ანგარიშვალდებულებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პრინცი სასამართლოს გადწყვეტილებას.
მისთვის ეს მხოლოდ ერთი მოგებული ბრძოლაა „ომში“ პრესის წინააღმდეგ.
Mirror Group Newspapers-ის საქმე ერთ-ერთია სამ სამართლებრივ დავას შორის, რომელსაც ჰარი მედიაჰოლდინგების წინააღმდეგ აწარმოებს.
„მე მითხრეს, რომ დრაკონებთან ბრძოლისას, შეიძლება დაიწვე. თუმცა დღევანდელი გამარჯვებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ ეს საჭიროა თავისუფალი და პატიოსანი პრესისთვის - ამ საფასურის გადახდა ღირს“, - აღნიშნულია პრინცი ჰარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2020 წელს ბრიტანეთის დატოვების შემდეგ, ჰარიმ მიზნად დაისახა ბრიტანული მედიის გაწმენდა მათგან, ვისაც ის „ჟურნალისტებად წარმოჩენილ დამნაშავეებს“ უწოდებს.
„ისინი ფიცს დებდნენ და გვატყუებდნენ, ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ პროცესზე და დაამტკიცეს, რომ კანონზე მაღლა არიან. როგორც ჩანს, ყველას ეშინია მათი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც“, - განუცხადა ჰარიმ სასამართლოს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში.
ამასთან, მოსამართლე ტიმოთი ფენკორტის დადგენილება შეიძლება „პანდორას ყუთის“ გახსნას ნიშნავდეს ჰოლდინგ MGN-სთვის.
მედიაჯგუფს უკვე გადახდილი აქვს 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი, - ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა დავების დასარეგულირებლად. პრინცი ჰარის სამართლებრივმა წარმატებამ შესაძლოა, მედიაჯგუფის წინააღმდეგ ათობით სხვა საქმეს გაუსნას კარი.
პრინცის გარდა, სასამართლოს კიდევ ასამდე პირმა მიმართა სარჩელით MGN-ის წინააღმდეგ - ტელეფონის გატეხვის და პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გამო.
პრინცი ჰარის ბრძოლა „დრაკონებთან“
24 დეკემბერი 2023ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, პრინცი ჰარის სამართლებრივი ბრძოლა ბრიტანული ტაბლოიდების წინააღმდეგ მისი გამარჯვებით დასრულდა.

ფოტო bbc.com