18 ნოემბერს „მთავარმა არხმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი ორი დღით ადრე ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც დააკავეს „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი.
ერთობლივ სპეცოპერაციას ესპანეთის პოლიცია, ინტერპოლი და აშშ-ის საგამოძიებო ბიურო ხელმძღვანელობდნენ.
„შაბათის მთავარის“ წამყვანმა ნინო გაზდელიანმა საერთაშორისო დონის სპეცოპერაციის ორიგინალური ინტერპრეტაცია ასე წარმოგვიდგინა:
„კრიმინალთან ბრძოლა თუ შურისძიება? „მთავარის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის უკან მნიშვნელოვანი დეტალები იმალება.
„მთავარს“ ესპანეთიდან უყვებიან, რომ ქართულმა ოცნებამ ე.წ. კანონიერ ქურდებს არჩევნებში დახმარება სთხოვა, პასუხად უარი მიიღო, ხელისუფლებამ კი შურისძიების მიზნით, ესპანეთის პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა...
სპეცოპერაციის დეტალები ქეთა ციცქიშვილმა გაარკვია და ახლა ჩვენც მოგვიყვება“.
ამ შესავლის შემდეგ მაყურებელი დაასკვნიდა, რომ ესპანეთში ჩატარებული მორიგი სპეცოპერაცია კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ჩატარების პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც, როგორღაც მოიპოვა „მთავარმა არხმა“ და საცაა ყველაფერს ნათელი მოეფინება, ამჯერად ჟურნალისტი ციცქიშვილის მხილებით.
ქეთა ციცქიშვილი: „ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ამ სპეცოპერაციის მიზანი იყო იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც ესპანეთში დანაშაულს ჩადიან, ბინებს ძარცვავენ და ა.შ.
თუმცა საინტერესოა, რომ ყველა დაკავებულთან ესპანელ სამართალდამცველებს ჰქონდათ ერთი შეკითხვა - და ეს არ შეეხებოდა ბინების ქურდობას და სხვა დანაშაულებს, ეს შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ ქურდებთან ნაცნობობას. ორი კონკრეტული გვარი იყო - ტარიელ ონიანი და ლაშა ბარათელი (ჭია)“.
ამის შემდეგ ჟურნალისტი აკეთებს მრავალმნიშვნელოვან პაუზას და ტრიუმფით გაბრწყინებული, დემონსტრატიულად ირონიანარევი სახით გადადის მისი ძიების მთავარ - ეპიკურად მამხილებელ ნაწილზე:
„ოფიციალური ვერსია რაც არის, ეს რომ ნამდვილი არ არის და ნამდვილად არ შეესაბამება ამ ოპერაციის, გამოძიების საბაბს, ფაქტია!“
ანუ, „მთავარმა არხმა“ გამოიძია და საზოგადოებას ამცნო, რომ ესპანეთის პოლიციის, ინტერპოლის და აშშ-ის საგამოძიებო ბიუროს ერთობლივი ოპერაციის მიზეზი არ ყოფილა არც ბინების ძარცვის და არც ფულის გათეთრების ფაქტები და სულ სხვა ამოცანას ისახავდა მიზნად.
მაყურებლის ყურადღება წესით კიდევ უფრო უნდა გამძაფრებულიყო მოსალოდნელი მამხილებელი ფაქტების მოლოდინში, მაგრამ ჟურნალისტისგან ასეთი „არგუმენტი“ მოისმინა:
„იმიტომ რომ, ამ ადამიანებს თუ ამ მიმართულებით რამე ჰქონდათ დაშავებული, რამდენიმე საათში ესპანელი სამართალდამცავები მათ, ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე, რა თქმა უნდა არ გაუშვებდნენ. სულ ხუთი ადამიანი რჩება პატიმრობაში ახლა, ერთერთი ქალბატონი - იმიტომ რომ ბარათელია“.
ჟურნალისტის ლოგიკით და მდიდარი მიმიკით მაყურებელი ასკვნის, რომ სხვადასხვა ქვეყნის 350 პოლიციელის მიერ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგი არათუ ყალბი, უსამართლოც ყოფილა - ტყუილად დაუკავებიათ ქართველები, ერთერთი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გვარი დაემთხვა „კანონიერი ქურდის“ გვარს.
და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა ამგვარი სენსაციური ინფორმაცია? ამას თავად ციცქიშვილი ამბობს:
„ის ადამიანები, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ და ჩვენ ვესაუბრეთ და დაკავებულები იყვნენ, მომხდარს დეტალურად ყვებიან, მათ შორის საგამოძიებო უწყებაშიც რა ხდებოდა.
და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - როგორც მათ იციან და როგორც ჩვენ გვეუბნებიან, იმ კანონიერ ქურდებს, რომლებზეც საუბარია, საქართველოს ხელისუფლებამ სთხოვა არჩევნებში დახმარება, რაზეც მიიღეს პასუხი ამ კანონიერი ქურდებისგან..
და აქ ჟურნალისტის გაბრწყინებული სახე კამერისკენ შემობრუნდა: - "ჩვენ კანონიერი ქურდები ვართ და არა სამშობლოს მოღალატეები. ეს არის სიტყვები, რომლებსაც ესპანეთში ეს კანონიერი ქურდები ამბობენ და ამ ადამიანებმაც აქედან იციან და გვიყვებიან ჩვენ...“
მორჩა, ბინგო! ყველაფერი გასაგებია!
ანუ, რა ინფორმაციაც გაავრცელა ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლთან და აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან ერთად, რომ თითქოს სპეცოპერაცია ბინების ქურდობას ეხებოდა, - არის ტყუილი, რადგანაც ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილისთვის ესპანეთიდან ვიღაც ქართველებს (მათ სახელებს „მთავარი არხი“ დემონსტრატიულად ასაიდუმლოებს) მოუყოლიათ ის, რაც სხვებისგან გაუგონიათ - რომ თურმე კრიმინალური ავტორიტეტები, ტარიელ ონიანი და "ჭია" ვიღაცეებთან ყვებოდნენ - ქოცები გვემუდარნენ დაგვეხმარეთო, ჩვენ კი ვუთხარით - ჩვენ "კანონიერი ქურდები" ვართ და არა სამშობლოს მოღალატეებიო!
ქურდებს ეტყობა იმდენი ულაპარაკიათ, რომ მათი ეპიკური ციტატა ესპანეთის ქართველობაში სახალხო თქმულებად გავრცელებულა, მერე როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების ყურამდეც მისულა, „ქართული ოცნება“ განრისხებულა, დაურეკავს ესპანეთში, ევროპოლში, ინტერპოლსა და აშშ-ის საგამოძიებო ბიუროში და ფეხების ბაკუნით მოუთხოვია - სასწრაფოდ დაიჭირეთ ყველა ის, ვინც "კანონიერი ქურდების" ციტატებს ავრცელებსო.
შეშინებულ ესპანელ და ამერიკელ კოლეგებს ბრძანება უმალ შეუსრულებიათ, მაგრამ არაპროფესონალურად შეუნიღბავთ, რაც არ გამოჰპარვია მახვილგონიერ და დაკვირვებულ „მთავარ არხს“, რომელმაც ეს საერთაშორისო შეთქმულება ასე ტრიუმფალურად ამცნო მაყურებელს.
ციცქიშვილის მამხილებელი შესავლის შემდეგ „მთავარმა არხმა“ გაუშვა უკვე თავად ვერსიის „გამამყარებელი“ სიუჟეტი; ეთერში გავიდა ანონიმური ხმა, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ უხეშად იყო ის დაკავებული.
„მთავარი არხი“: „არცერთი ევროპული გამოცემა არ წერს ქართველი სამართალდამცავების ჩართულობის შესახებ, ამას არც საქართველოს შსს ადასტურებს. თუმცა ესპანეთში მცხოვრები ის ქართველები, რომელთა ოჯახის წევრებიც დააკავეს, ეჭვობენ რომ სპეცოპერაცია ქართული პოლიციისგან მიღებული ცნობის საფუძველზე და მათი მონაწილეობით ჩატარდა.“
სიუჟეტის მორიგი ანონიმი წყარო, სავარაუდოდ ასევე ვიღაც ქართველის ვიღაც ნათესავი უფრო დამაინტრიგებელ ინფორმაციას აჟღერებს: - „არის ლაპარაკები რომ საქართველოდან 100 აგენტი ჩამოვიდა ესპანეთში და იმათმა გაუწიეს რაღაცა ინსტრუქციები აქაურ პოლიციელებს“.
ანუ, ესპანეთში მცხოვრები 30 ქართველის თურმე მხოლოდ გამოკითხვის მიზნით ჩატარებული 350 კაციანი ტრანსატლანტიკური სპეცოპერაცია იმდენად რთულად შესასრულებელი ყოფილა, რომ საქართველოდან კიდევ 100 პოლიციელი ჩასულა, რომ ყველას ერთად ეკითხა იმ ქართველებისთვის - იცნობდნენ თუ არა „ტაროს“ და „ჭიას“.
ანონიმური ხმა: „არის ეჭვი, რომ რაღაც კავშირი არის საქართველოს ხელისუფლებასა და ამათ შორის, იმ კუთხით რომ ამ ქურდების ჩაბმა უნდოდათ არჩევნებში და უარი მიიღეს აქედან, მე ასე ვიცი, ასეთი ლაპარაკებია, უთხრეს რომ ჩვენ ქურდები ვართ და არ ვართ ქვეყნის მოღალატეებიო, ამას ვერ პატიობენ“.
სპეციალურად იმ მაყურებლებისთვის, რომლებმაც ეს სიუჟეტი რეაქტიულ ფსიქოზად, კომიკურ აჯაფსანდალად ან ბაზრის ჭორაობის უნიჭო გატელევიზორებად მონათლა, ჟურნალისტი კიდევ უფრო აკონკრეტებს ფინალურ აკორდს:
„ყველასთვის ცნობილია რომ „ქართული ოცნება“ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მუდმივად თანამშრომლობს. ახლა 2024 წლის არჩევნები ახლოვდება, შესაბამისად, ხელისუფლება ყველა მიმართულებით ცდილობს პოზიციების გამყარებას, მათ შორის კრიმინალურ წრეებშიც. როგორც ჩანს, უარი უკვე ბევრმა უთხრა.“
რა ჩანს? საიდან ჩანს? საიდან გამომდინარეობს? - ეს სიუჟეტში არ თქმულა.
ბოლოს დარჩა მხოლოდ ორი კითხვა:
რატომ გადაწყვიტა „მთავარმა არხმა“ "კანონიერი ქურდების" ჰეროიზაცია?
და რატომ აქვს არხს ასეთი დაბალი წარმოდგენა მაყურებელზე?
პატრიოტი „ტარო“, „ჭია“ და სხვები..
19 ნოემბერი 202318 ნოემბერს „მთავარმა არხმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი ორი დღით ადრე ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც დააკავეს „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი.