„ზოგადად, ტელევიზია, რომელიც ამბობს რომ ასახავს რეალობას, ეს არასწორია. ის ასახვის მაგივრად ქმნის. ჩვენ უფრო და უფრო ახლოს ვართ იმ წერტილთან, სადაც სოციალური სამყარო აიხსნება ტელევიზიის, მედიის მიერ.“ - პიერ ბურდიე, „ტელევიზიაზე“.
ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება მისსავე მონუმენტურ ნაშრომში, სახელწოდებით „ტელევიზიაზე“. ეს საკითხები ძალიან ახლოსაა ჩვენს მედიაგარემოსთან და მის მიერ დაპროექტებულ რეალობასთან, თუმცა მე მინდა ერთი ხაზი გავშალო და ესაა, თუ როგორ ქმნის მედია რეალობას.
ბურდიე რეალობის შექმნასთან ერთად იმაზეც საუბრობს, რომ მედიასივრცეში აუცილებელია კონკურენციის აქტი, სადაც მომხმარებელი (მაყურებელი) ირჩევს საკუთარი რეალობის აღმწერს.
ცნობილი ავტორის და მედია თეორიტიკოსის კოულმანის მიხედვით, “დღის წესრიგის ფორმირება — ეს არის მასმედიის მიერ გარკვეული საკითხების ხშირი და გამორჩეული წარდგენის პროცესი, იმ შედეგით, რომ ხალხის დიდი ნაწილი ამ საკითხებს უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს, ვიდრე სხვებს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად გაშუქდება საკითხი, მით უფრო მნიშვნელოვანია ის ხალხისთვის.”
იმის დასამტკიცებლად, რომ მედია არა მხოლოდ აღწერს, არამედ ქმნის კიდეც რეალობას, საკმარისია გავიხსენოთ რუსეთ/ამერიკისადმი ჩვენი განწყობები. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ამერიკა ითვლებოდა მტრად, ხოლო რუსეთი მოყვარედ. ახლა პირიქითაა, ეს ყველაფერი მედიის მეცადინეობით მოხდა. ეს ყველაზე ნათელი მაგალითი, რაც გამახსენდა, თორემ წვრილ-წვრილ ამბებში ხომ უფრო და უფრო მტკიცდება ეს დებულება.
თუ არ არსებობს კონკურენცია მედიებს შორის, მაშინ ჩვენ, რეალობის ტოტალიტარულ გაგებასთან გვაქვს საქმე, სადაც მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს.
თუ შევთანხმდით, რომ მედია ქმნის რეალობას, ე.ი. ვთანხმდებით, რომ მედიის შექმნილი რეალობა სიმულაციურია, ანუ ასლია, ორიგინალის გარეშე. ხოლო თუ ვთანხმდებით, რომ უკონკურენტო მედიაგარემო ტოტალიტარული რეალობაა, გამოდის, ეს სიმულაციის სიმულაციაა - ერთგვარი ორმაგი სიმულაცია.
ზუსტად ამაზე მინდა საუბარი.
საქართველო, როგორც პერიფერია (პერიფერია / ცენტრის მიმართება ისაა, როდესაც ცენტრიდან მოდის სიგნალები სტანდარტების შესახებ - როგორი ეკონომიკაა სწორი, როგორი პოლიტიკა, როგორი ქცევის პროტოკოლი და ა.შ. ანუ როდესაც პერიფერია არ ქმნის არაფერს, მხოლოდ მოიხმარს) „იტანჯება“ არა ერთჯერადი სიმულაციით, ანუ მედიის იმგვარი გაგებით, რითიც განვითარებული მსოფლიო „იტანჯება“, არამედ ორმაგი სიმულაციით, რომელიც მხოლოდ პერიფერიებს ახასიათებთ.
მკითხველი შეიძლება დაიბნეს და იფიქროს, თუ სად დავინახე კონკურენტული მედიების დეფიციტი საქართველოში, იმ პირობებში, როცა ტელევიზიის გახსნა ძალიან მარტივია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია და მედიასაშუალებებიც საკმაოდ ბევრია.
პრობლემა არა მედიების რაოდენობაში, არამედ ხარისხშია, ანუ დისკურსში. ჩვენ განვიცდით დისკურსების დეფიციტს და გვაქვს მხოლოდ ერთი - მედიის ლიბერალური გაგება.
საჯარო სივრცე დაფუძნებულია ლიბერალურ ტრენდზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს შეფასება, მედიაგარემოს შეფასება, პოლიტიკური აქტორების შეფასება - გვაქვს ლიბერალური. ყოველდღიური ამბები, ამა თუ იმ ჯგუფების გაშუქების სტანდარტი, ამბის თხრობის პრინციპიც გვაქვს მხოლოდ ლიბერალური.
ახლა ვნახოთ, ყველაზე ცნობილი მედიები როგორ არის პოზიციონირებული, ანუ მედიის განაწილება პოლიტიკური იდეოლოგიების და პარტიული პრეფერენციების მიხედვით. გავეცნოთ და გავიგოთ, როგორია დასავლური გამოცდილება; ის სტანდარტი, რაც ჩვენთვისაა მისაღები და პრინციპში ზოგადადაც, იმიტომ რომ მედია, ანუ ის მედია, რაზეც ვსაუბრობთ, სრულად დასავლური ფენომენია.
ამერიკაში დისკურსული განსხვავებაა იდეოლოგიურ ნაწილში. მემარჯვენეა “Fox”, „Breitbart”, “The Wall Street Journal”, ხოლო მემარცხენეა - “CNN”, “The New York Times” და ა.შ.
ბრიტანეთში მემარჯვენეა „Sky”, “Daily Mail”, ხოლო მემარცხენეა - “The Guardian”, “The Economist” და ა.შ.
მათ შორის განსხვავება ფუნდამენტურია ნებისმიერი საკითხის დანახვის ჭრილში. მათ ადამიანის გაგებაც კი სხვადასხვანაირად ესმით.
ჩვენთან, საქართველოში, განსხვავება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან მიკუთვნებულობაშია, ანუ მედია დისკურსები მხოლოდ პოლიტიკური პრეფერენციებით განსხვავდება; რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი დისკურსი გვაქვს, შესაბამისად რეალობის ერთი გაგება - ტოტალიტარული.
ავიღოთ ევროპული გამოცდილება, მაგალითად, საფრანგეთი: მემარჯვენე არის „Le Figaro”, ხოლო მემარცხენეა - „Le Monde”, „Libération” და ა.შ.
ამ მედიაორგანიზაციებს აქვს საკუთარი ისტორიული მიკუთვნებულობაც. მაგალითად, „Le Monde“, მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი, 1944 წლიდან გამოდის მას შემდეგ, რაც გერმანული ოკუპაციისგან გათავისუფლდა პარიზი. მემარცხენე „Libération”-ის დაარსებაში 1973 წელს ჟან პოლ სარტრი, პიერ ვიქტორი და სხვები მონაწილეობდნენ. „Le Figaro“, რომელიც 1826 წლიდან არსებობს, კონსერვატიულ პოზიციებზე დგას და მის საქმიანობაში ემილ ზოლა, ალბერტ ვულფი და სხვები იყვნენ ჩართული სხვადასხვა დროს.
ჩვენ ვცხოვრობთ პოსტ-სიმართლის ეპოქაში, რაც გულისხმობს რამოდენიმე სიმართლის, რეალობის არსებობის უფლებას. ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთში, დისკურსულად სრულიად განსხვავებული მედია ორგანიზაციები არსებობს და ისინი თანაბარნი არიან, როგორც ისტორიით, ისე პრესტიჟით, რეპუტაციით, პოპულარობით და ა.შ.
ე.ი. არსებობს რამდენიმე ლეგიტიმური რეალობა. რეალობას ისინი ძალიან განსხვავებულად აღწერენ - დებატებია გლობალურ დათბობაზე, ადამიანის, ჰომო საპიენსის გაგებაზე, საბაზისო უფლებებზე, გენდერულ საკითხებზე, ეკონომიკურ მოწყობებზე, პოლისებზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. მოკლედ, ყველაფერზე.
ახლა გაიხსენეთ, როდის ნახეთ საქართველოში დებატები საკითხზე, თემაზე და არა პერსონალიებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, პოლიტიკოსებზე. ძალიან გაგიჭირდებათ. ჰო, ბურდიე მის ნაშრომში იმასაც ამბობს, რომ როდესაც საუბარი პერსონიფიცირებულია, იქ თემა, პრობლემატიკა უკანა პლანზე გადადისო.
თუ გვინდა პერიფერიას თავი დავაღწიოთ, მინიმუმი, რაც მედიაგარემოს უნდა მოვთხოვოთ, არის ის, რომ გაირღვეს ერთსიმართლიანი მანკიერი წრე; ლიბერალური დისკურსი აღარ იყოს ჰეგემონური; შეიქმნას კონტრ-დისკურსები, საპირწონე დისკურსები, როგორც მემარცხენე, ისე კონსერვატიული; მათ ჰქონდეს საკუთარი პრესტიჟის ნიშნები, რომლებიც შეაფასებს სასამართლო სისტემას განსხვავებულად, ეკონომიკას განსხვავებულად, საჯარო მოწყობას განსხვავებულად და ზოგადად, ყველა საკითხს განსხვავებულად, თუმცა ლეგიტიმურად.
ესაა ყველაზე მინიმალური, დემოკრატიული საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ერთი რეალობა, რაც სიმულაციის სიმულაციაა და ვიქნებით ჩამორჩენილი დასავლურ ინტელექტუალურ პულსს.
ორმაგი სიმულაცია
28 იანვარი 2020„ზოგადად, ტელევიზია, რომელიც ამბობს რომ ასახავს რეალობას, ეს არასწორია. ის ასახვის მაგივრად ქმნის. ჩვენ უფრო და უფრო ახლოს ვართ იმ წერტილთან, სადაც სოციალური სამყარო აიხსნება ტელევიზიის, მედიის მიერ.“ - პიერ ბურდიე, „ტელევიზიაზე“.