დღეს ომის ჟურნალისტიკაზე ვისაუბრებთ.
თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ომის დროს, ორი დაპირისპირებული მხარე გარკვეული პროპაგანდით ცდილობს საინფორმაციო ომის მოგებას, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი მთავრობა ომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ისე, როგორც აწყობს. საინფორმაციო სტრატეგიაც ხომ ფრონტის ერთ-ერთი ხაზია.
ამიტომ, ასეთ დროს, ყოველთვის ჭირს გარჩევა - სად არის სიმართლე და სად გვიტევს პროპაგანდა.
დღეს ამ ზღვარზე გავლა ორმაგად უფრო რთულია, რადგან მიზანმიმართული ტყუილი და ინტერნეტის უკიდეგანო შესაძლებლობა ამრავლებს ყალბ ამბებს, რომელიც საზოგადოების მართვის უძლიერესი იარაღია. ნამდვილ ჟურნალისტიკას და რეალური ფაქტებით მოყოლილ ამბავს კი სერიოზული საფრთხე ემუქრება, რომ არ ჩაიკარგოს „ფეიკების“ დიდ მორევში; და არათუ სიზუსტემ, არამედ, ზოგადად პროფესიამ არ დაკარგოს ფასი.
ომის ჟურნალისტიკა - ამ თემის კლასიკური მაგალითია ვიეტნამის ომი. ოცწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდი, სადაც პირველი ათეული წელი, და კიდევ უფრო მეტი, ამერიკელი საზოგადოება რეაგირებდა მხოლოდ იმ ფაქტებზე, რა ინფორმაციასაც მიაწვდიდა თეთრი სახლი.
გარკვეული დროის შემდეგ, როცა მედიამ უფრო აქტიურად დაიწყო ამ კონფლიქტის გაშუქება, თეთრი სახლის ბრიფინგებს ჟურნალისტებმა ასე უწოდეს - „სისულელეები 5 საათისთვის“. ეს ის რეპორტიორები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდეს, თავად ჩავიდნენ ვიეტნამში და იქიდან ცდილობდნენ ნამდვილი ფაქტების გაშუქებას. ამ დამცინავი სახელით კი საზოგადოებას პირდაპირ უთხრეს, რა სხვაობა იყო ბრიფინგზე მოყოლილ სიახლეებსა და ომის სინამდვილეს შორის.
დღემდე საკამათო თემაა - თავისუფალმა მედიამ ამხილა ამერიკა, თუ ამ მხილებამ დაასუსტა და ომის წაგებამდე მიიყვანა შეერთებული შტატები. თუმცა, ფაქტია, რომ სწორედ ჟურნალისტების გახმაურებულმა სტატიებმა, გადაცემებმა და რეალობის ზუსტმა ასახვამ დაანახა საზოგადოებას, რომ ფრონტის ხაზიდან მოსული ინფორმაციის უმრავლესობა ტყუილი იყო; რომ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებს საომარ მოქმედებებში წინსვლა უკვე აღარ ჰქონდა და ტყუილად იხარჯებოდა უდიდესი ადამიანური რესურსი და ბიუჯეტი; ამერიკელი ჯარისკაცები კი უკვე წაგებულ ომს ეწირებოდნენ.
ზუსტად ამ თემაზე, 2017 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი „The Post“ - ოსკარზე ნომინირებული, მერილ სტრიპის და ტომ ჰენკსის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, როგორ ახერხებს მედია გრიფით საიდუმლო მასალების გასაჯაროებას.
დღეს, როცა გვინდა, რაიმე თემას მეტი წონა შევძინოთ, ვამბობთ - „ნიუ-იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით... ან - „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა...
იმ დროს, 60-70 წლებში, ეს ორი გამოცემა ჯერ კიდევ ცდილობდა რეგიონული მასშტაბიდან გაღწევას; თანაც, ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში მოქმედებდა აქტიური ცენზურა, რომელიც განსაკუთრებით უტევდა „ვაშინგტონ პოსტს“...
მოკლედ, ფილმში რთული დროა ნაჩვენები. დრო, როდესაც თამამი სტატიის დაწერა საკმარისი არაა, ტექსტი გაზეთის ფურცლამდე შეიძლება ვერც მივიდეს, რომ დასაბეჭდად გაუშვან...
ზუსტად ამ მოცემულობაში, „სანდო წყარო“ ხსნის საიდუმლო დოკუმენტებს, აწვდის „ნიუ-იორკ თაიმსს“ და პირველი ნაბიჯიც გადადგმულია - „თაიმსის“ ეს მასალები მაღვიძარასავით მუშაობს ამერიკაში. ხალხი ქუჩაშია, ომის წინააღმდეგ პროტესტი იწყება, ნიქსონი ღელავს, სასამართლო კი „თაიმსის“ საქმეს განიხილავს, - საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო.
რა ხდება მეორე მხარეს? რას ამბობენ „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციაში? წესით, გაზეთს, რომელსაც ცენზურის გამო ფრთები აქვს შეკვეცილი, ძალიან უნდა აწყობდეს, თუ კონკურენტ გამოცემას სასამართლოში პრობლემები შეექმნება.. ამიტომ, „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორი, ტომ ჰენკსის გმირი, ურეკავს გამომცემელს, მერილ სტრიპის გმირს.
და იწყება მოკლე სატელეფონო დიალოგი.
ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო სცენა ამ ფილმში. საინტერესოც და საზეპიროც..
მოდით, ზუსტი ციტირებით მივყვეთ ამ სცენას:
„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორი: „როგორც ჩანს, ნიქსონი „თაიმსის“ აკრძალვას აპირებს. ანუ გესმით, რა ხდება? როგორც იქნა! ნიუ-იორკული გაზეთი იძირება და თამაშში ჩვენ ვერთვებით!“
გამომცემელი: „ძვირფასო, რა გიხარია? თუ „თაიმსი“ დაიხურება, თამაში დასრულდება. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მასალების გამოქვეყნებით კანონი დაირღვა, ესე იგი ჩვენც ვეღარაფერს დავბეჭდავთ“.
ზუსტად ეს სცენაა ჩემთვის პროფესიონალიზმის მთავარი ინდიკატორი. განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში, სადაც:
- თამაშს მაშინ აქვს აზრი, თუ ორივე მხარეს სიმართლეა;
- თამაში მაშინაა საინტერესო, თუ მოწინააღმდეგეც მაღალ სტანდარტზე აკეთებს სწორებას;
- თამაში - რეალურად, ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. და თუ არსებობს მინიმუმ ორი კონკურენტული ძალა, ესე იგი, არსებობს წინსვლა;
- ესე იგი, ბრძოლას მართლაც აქვს აზრი.
აი, ამ ფრაგმენტში, სასწორის ორივე მხარეში ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს და რაც მთავარია, ვხედავთ თავისუფალი მედიის არსებობის მთავარ აზრს.
სპილბერგის ამ ფილმში, ორი მთავარი ამერიკული გამოცემა - „ნიუ-იორკ თაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ სწორედ ამ ფორმულის მეშვეობით აღწევს საერთო გამარჯვებას. ერთმანეთის „ჩაძირვის“ ნაცვლად, ერთმანეთს მხარს უჭერენ ზუსტი ფაქტების გავრცელებასა და საერთო ომის მოგებაში - სიმართლის სასარგებლოდ.
ომი სიმართლის სასარგებლოდ
03 აპრილი 2022დღეს ომის ჟურნალისტიკაზე ვისაუბრებთ.

ფოტო IMDb.com