„მედიაკრიტიკა“ გასული წლის ზაფხულში წერდა, რომ „ფეისბუკზე“ მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა, რადგან კორპორაცია „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე ალაპარაკდა „არასასურველი შინაარსის“ შეზღუდვის მიზნით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე.
დღეს ცუკერბერგი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ „ფეისბუკი“ წლების მანძილზე ექვემდებარებოდა იდეოლოგიურ და ადმინისტრაციულ ცენზურას თეთრი სახლის მხრიდან.
თუმცა საგულისხმოა, რომ პირველად ეს განცხადება მარკ ცუკერბერგსა და დონალდ ტრამპს შორის გამწვავებული კონფლიქტის ფონზე გაკეთდა: არჩეულმა პრეზიდენტმა, კანდიდატობის პერიოდში, ცუკერბერგი არაერთხელ დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, ასევე, „დემოკრატების“ სასარგებლოდ „ფეისბუკისა“ და „ინსტაგრამის“ ხელოვნურ მართვაში.
მაშინ საქმე იქამდეც მივიდა, რომ ტრამპი ცუკერბერგს საჯაროდ უწოდებდა კრიმინალს, რომელსაც სოციალურ ქსელებში მოწყობილი მაქინაციების გამო სამუდამო ციხე ელოდა.
მას შემდეგ, რაც „მეტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეცდომების აღიარება დაიწყო და უარი თქვა „საარჩევნო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“ თანხის შეტანაზე, რასაც ტრამპი „დემოკრატების“ სასარგებლო შემოწირულობად მიიჩნევდა, კონფლიქტი ამოიწურა, თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ტრამპი და ცუკერბერგი ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც ცუკერბერგმა ტრამპის საინაუგურაციო ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა.
ამრიგად, თუ „საარჩევნო ინფრასტრუქტურის განვითარებაში“ თანხის შეტანაზე უარის თქმა „ნეიტრალიტეტის გამოცხადებად“ შეფასდა, ტრამპის საინაუგურაციო ფონდის დაფინანსება უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მომავალ ადმინისტრაციასთან „დამეგობრების“ პირველი ნიშანი, რასაც მალე სხვა ნაბიჯებიც მოჰყვა.
რამდენიმე დღის წინ ცუკერბერგმა კიდევ ერთხელ აღიარა „ფეისბუკზე“ ცენზურის არსებობა და განაცხადა, რომ აუქმებს „ფაქტ-ჩეკინგის“ („დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ფაქტების გადამოწმების“) პროგრამას, რომელიც ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი პოლიტიკური მიკერძოების გამო და პრეტენზიები ამ სისტემის მიმართ საქართველოშიც არაერთხელ გამოთქმულა.
7 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ „ფაქტ-ჩეკერები“ თავადაც პოლიტიკურად მიკერძოებული აღმოჩნდნენ და საბოლოო ჯამში, ნდობა უფრო დააზიანეს, ვიდრე გაამყარეს.
ამის გამო „მეტა“ უარს ამბობს ფაქტების გადამოწმების ხისტ მექანიზმზე და პოლიტიკური შინაარსის წაშლის ნაცვლად, აანონსებს ე.წ. საზოგადოებრივი კომენტარის სისტემის შემოღებას, რაც უკვე აპრობირებულია Х-ის (ყოფილი „ტვიტერის“) პლატფორმაზე.
ცუკერბერგმა ასევე პირობა დადო, რომ დაუშვებს დისკუსიას ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა იმიგრაცია, გენდერული იდენტობის საკითხები და ა.შ.
„ჩვენ ვხსნით შეზღუდვებს ისეთი თემების განხილვაზე, რომელთა შესახებაც საჯარო პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. არ არის სამართლიანი, როცა რაღაცის თქმა შეიძლება ტელეეთერში ან კონგრესის დარბაზში, მაგრამ შეუძლებელია ჩვენს პლატფორმაზე“
- ამბობს მედიამაგნატი და მეტი დამაჯერებლობისთვის, ასევე აანონსებს, რომ კრიმინალურ დარღვევებზე კონტენტის შემოწმებისა და სარევიზიო სამუშაო ჯგუფებს, კალიფორნიიდან (რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საყრდენ შტატად ითვლება) „რესპუბლიკურ“ ტექსასში და სხვა შტატებში გადაიტანს.
აღსანიშნავია, რომ „ფეისბუკში“ დაანონსებულ ცვლილებებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის მიმავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მათ „სამარცხვინო“ უწოდა, ხოლო ლიბერალურმა მედიამ ეს და ცუკერბერგის სხვა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები (მათ შორის, „მეტას“ საკვანძო პოზიციებზე ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატიულად განწყობილი ფიგურების - ჯოელ კაპლანისა და დანა უაითის გამწესება) უკვე შეაფასა, როგორც „გარიგება მომავალ ადმინისტრაციასთან“.
ასეა თუ ისე, თეთრ სახლთან მეგობრობა „მეტასთვის“ უცხო ნამდვილად არ არის და ბოლოდროინდელი ცვლილებები ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ვაშინგტონში მომხდარ ცვლილებებს;
შეერთებულ შტატებში „ფეისბუკი“ უკვე შეიცვალა, გაიხსნა დისკუსია საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე, რაც აქამდე იდეოლოგიური მოსაზრებებით იყო დაბლოკილი და „ფაქტ-ჩეკერებმა“ დაკარგეს პოლიტიკური კონტენტის საკუთარი შეხედულებისამებრ წაშლის უფლება.
ვნახოთ, როდის გავრცელდება ეს ცვლილება დანარჩენ მსოფლიოზე და მათ შორის, საქართველოზე.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური მიკერძოების შემთხვევაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გარდაუვლად მიდის პოლიტიკურ ცენზურამდე, რაც სოციალური მედიისთვის ხშირად კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე თავად დეზინფორმაცია.
მარკ ცუკერბერგი პარტიას იცვლის?
11 იანვარი 2025„მედიაკრიტიკა“ გასული წლის ზაფხულში წერდა, რომ „ფეისბუკზე“ მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა, რადგან კორპორაცია „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე ალაპარაკდა „არასასურველი შინაარსის“ შეზღუდვის მიზნით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე.

ფოტო newsweek.com