კომპოზიტი ორი ან მეტი დამოუკიდებელი სიტყვისგან (ფუძისგან) მიღებულ სიტყვას ნიშნავს და მას რთულ სიტყვასაც უწოდებენ. თანამედროვე ეპოქაში, სოციალურ ქსელებსა თუ ბეჭდვით მედიაში მათ ხშირად არასწორად წერენ, შემდეგ ეს არასწორი ფორმები ელვის სისწრაფით ვრცელდება და მკვიდრდება.
არსებობს ფუძეგაორკეცებული და ნაირფუძიანი კომპოზიტები.
მაგალითად: თავთავი, წამწამი, ვიშვიში და ა.შ. - ამ სიტყვებში არსებითი სახელი და შორისდებულია გაორკეცებული.
დეფისის გარეშე, ერთად იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები:
ა) რომელთა ნაწილები სრულმნიშვნელოვანია, მათი შეერთებით კი სულ სხვა სიტყვა მიიღება. მაგალითად: წამწამი.
ბ) რომელთა ნაწილებიც ცალ-ცალკე არაფერს ნიშნავს. მაგალითად: ბაჯბაჯი, ქოხმახი.
გ) რომელთა ფუძეში ხმოვნები მონაცვლეობს. მაგალითად: კანტიკუნტად, ბრახაბრუხი და ა.შ.
დეფისის გარეშე იწერება ასევე კომპოზიტები, რომელთა (ერთმარცვლიან) ნაწილებს „და“ კავშირი აერთებს. მაგალითად: გზადაგზა, პირდაპირ.
მაგრამ, თუ გასაორკეცებელი ფუძე ორმარცვლიანია, მაშინ ისინი ცალ-ცალკე იწერება:
ბოლოს და ბოლოს, ისევ და ისევ. გამონაკლისია: მაინცდამაინც, შიგადაშიგ.
თანამედროვე ეპოქაში, ახალი ტექნოლოგიების შემოსვლამ თუ უცხო სიტყვების დანერგვამ, არაერთი რთული სიტყვა დაამკვიდრა.
მაგალითად: ფოტოაპარატი, ვებსაიტი, ინტერნეტსივრცე. ისინი ერთცნებიანი კომპოზიტები არიან და შესაბამისად, ერთად იწერება.
ნაირფუძიანი კომპოზიტები კი სხვადასხვა სიტყვის შეერთებით მიიღება. მაგალითად: ჯარისკაცი, ჭექა-ქუხილი, ცისკარი, და-ძმა და ა.შ.
ერთად იწერება ნაირფუძიანი კომპოზიტი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ბრუნვის ფორმითაა რთული ფუძის შემადგენელი ნაწილი:
მაგალითად: უფლისწული, დისშვილი, შვილთაშვილი, ყოველკვირა და ა.შ.
ერთად იწერება ასევე ნაირფუძიანი კომპოზიტები, რომლებიც დაირთავენ -ელ, -ულ, -ა, -ობა, -ება, -იან სუფიქსებს.
მაგალითად: თავქუდმოგლეჯილი, მაღალქუსლიანი, მეათეკლასელი და ა.შ.
დეფისით იწერება კომპოზიტები, რომელთა შორის და კავშირი გამოტოვებულია.
მაგალითად: სახლ-კარი, და-ძმა, ქუჩა-ქუჩა, სახლ-მუზეუმი და ა.შ.
კომპოზიტების თემა იმდენად ვრცელია, რომ ჩვენს მომდევნო ბლოგებში მას კიდევ დავუბრუნდებით.
კომპოზიტების თავსატეხი
27 ივლისი 2025კომპოზიტი ორი ან მეტი დამოუკიდებელი სიტყვისგან (ფუძისგან) მიღებულ სიტყვას ნიშნავს და მას რთულ სიტყვასაც უწოდებენ. თანამედროვე ეპოქაში, სოციალურ ქსელებსა თუ ბეჭდვით მედიაში მათ ხშირად არასწორად წერენ, შემდეგ ეს არასწორი ფორმები ელვის სისწრაფით ვრცელდება და მკვიდრდება.