მაშ ასე, ჩვენ გავიცანით გმირი ჩვეულ გარემოში. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ შემდეგ, როდესაც გმირი საგმირო საქმეებზე წავა, გონებაში შევადაროთ, ვინ იყო და ახლა ვინ არის. სად იყო და ახლა სად არის. რა მიზანი ამოძრავებდა და ახლა რა უნდა! მოკლედ, ერთ პიროვნებაში ორი განსხვავებული ადამიანი უნდა ვნახოთ.
ასევე გავიგეთ, რომ უნდა მოხდეს რაღაც (ისეთი), განსაკუთრებული, რომ პერსონაჟმა მოქმედება დაიწყოს. გავიხსენეთ დედოფალი შუშანიკი, რომელმაც ოთხი შვილი და ქმარი იმიტომ მიატოვა, რომ შინ მეუღლემ ახალი ცოლი მოიყვანა (პარალელური ცოლი), მრწამსი შეიცვალა და მასაც მოსთხოვა რელიგიის გამოცვლა. შუშანიკი იძულებული იყო წამოსულიყო. სხვა გზა არ ჰქონდა! ქმრის საქციელის წინააღმდეგობა იყო მისი გამოწვევა.
მაშ, რა უნდა იყოს ისეთი, რომ გმირი მაინც დამატებით მოტივაციას ელის? ეშინია? დაიღალა? დაუძლურდა? აღარ აქვს თავი? იცის, რომ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება?
ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. და სწორედ პასუხებშია გმირის საიდუმლო. მკითხველმა უნდა დაიჯეროს, რომ დიახ - დამატებით მოტივაციას ელის, დიახ - ეშინია, დიახ - დაიღალა, დიახ - „ხმალი დაუჩლუნგდა“, დიახ - აღარ აქვს თავი, დიახ - გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. ჩვენ ეს უნდა ვნახოთ და წავიკითხოთ, ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ. ჩვენ, უბრალო მკითხველს და მაყურებელს უნდა გაგვიჩნდეს იმის განცდა, რომ იგი (გმირი) ამას ვერ შესძლებს. ამიტომაც, მას დამატებით მოტივაცია უნდა. და სწორედ ამ მოტივაციის აღმოჩენის შემდეგ, მის მხარეს გადავალთ. გავივლით იმ გზას, რა გზასაც გმირი გაივლის, თანავუგრძნობთ იმ ბრძოლაში, სადაც შევიდა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ გმირმა თავის გამოჩენის მიზნით სპეციალურად მოაწყო ე.წ. გამოწვევა (გმირი ეპატაჟური პიროვნება გამოჩნდება და მას ცოტა თუ შეიყვარებს).
გავიხსენოთ ქართული კლასიკა. კერძოდ, ვაჟა ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“. როგორც გახსოვთ, ალუდა საფიხვინოს თავში ზის და სოფლის სათათბიროზე სიტყვა ეთქმის („სიტყვა მაუდის გზიანი“). გასაჭირი თუ დგება, საშველად მას ეძახიან. ეს ყველას გვახსოვს. მაგრამ რა არის ალუდას გამოწვევა? ფაქტია, რომ სოფლის დამაწიოკებლის დევნა არა. არც ცხვრის ქურდის დასჯა. მაშ, რა არის? მისი გამოწვევა ადათ-წესის უარყოფაა. მან ისე უნდა უარყოს ტრადიცია, რომ ჩვენ, ჩვეულებრივი მკითხველი მიგვიმხროს, მთელ სოფელს მასთან ერთად დაგვაპირისპიროს, ვაღიაროთ მისი ინიციატივა და გვერდში დავუდგეთ. ეს კი ასე მოხდა: როდესაც ალუდა მტერს გაეკიდება და ბრძოლაში მოკლავს, იგი მას მკლავს არ აჭრის. ეს მისი პირველი დაპირისპირებაა. როდესაც სოფელში ბრუნდება, ზოგი ეჭვსაც კი შეიტანს, მართლა მოკლა თუ არა მუცალი, მაგრამ ეს ე.წ. გაუგებრობა მალე დავიწყებას მიეცემა. აი რა უთხრეს დაბრუნებულს: „გამოჰქცევიხარ ქისტიშვილს, გადუქცევიხარ ქალადა.“ ეწყინა ალუდას და „შუბლი დაკეცა“. ალუდას უკვე აქ შეეძლო გუდა-ნაბადი შეეკრა და სოფელი მიეტოვებინა. გმირი გამხდარიყო. მაგრამ არა! მას კიდევ ერთი გამოწვევა სჭირდებოდა, კიდევ ერთი წინაღობა, კიდევ ერთი განსაცდელი, რომ ჩვენ, მკითხველი, დავრწმუნებულიყავით მის გადაწყვეტილებაში. ალუდა დარჩა. მან კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო: ალუდამ მტრის სახელზე შესაწირი დაკლა. მტერს მსხვერპლი შესწირა. ამას უკვე არავინ აპატიებდა.
რატომ მიაგებს პატივს ალუდა გარდაცვლილ მუცალს? რა რჯის მას? ვინ აძალებს? ხომ შეიძლება, რომ ცხოვრება მოსიყვარულე მეუღლესთან, შვილებთან და დედასთან ერთად გაეგრძელებინა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მაგრამ მაშინ, ჩვენს წინ ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდებოდა, რომელმაც ადათი დაარღვია, მაგრამ ამის მეტი საზოგადოებას ვერაფერი დაუპირისპირა. ეს კი, ერთ ჩვეულებრივ შეცდომად, ახირებად ან გადაცდომად ჩაეთვლებოდა. როდესაც „ალუდა ქეთელაურს“ მკითხველი პირველად კითხულობს, მის მიმართ სიმპათიით განეწყობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც მზად ვართ, ადათ-წესებს დავუპირისპირდეთ.
იმიტომ, რომ კიდევ ერთი, დამატებითი წინააღმდეგობაა გადასალახი.
კიდევ ერთი ვერსია: ალუდა ქეთელაურმა გააკეთა ის, რაც გააკეთა (არ მოაჭრა მკლავი მუცალს), შინ დაბრუნდა (სოფლის საზოგადოების გულისწყრომა დაიმსახურა), მაგრამ სოფელმა მისი გაგდება გადაწყვიტა. მაშინ, რა შეიცვლებოდა? ალუდას მხარეს ვიქნებოდით? ასე ხელაღებით ვაპატიებდით ადათ-წესების უგულებელყოფას და წინაპრების უპატივცემულობას? რა თქმა უნდა - არა! იმიტომ, რომ მაშინ, ჩვენ დავიწყებდით ალუდას ქცევის მოტივის არასწორად ძებნას. სადამდე მივიდოდით? 1. შესაძლოა, რომ სოფელი მის წინააღმდეგ საბაბს ეძებდა და „ხელის არ მოჭრა“ მის გასაგდებად კარგი საბაბი ყოფილიყო. 2. რომ ალუდას ისედაც უნდოდა წასვლა და მიზეზს ეძებდა. 3. ალუდა შეცდა, მკლავი უნდა მოეჭრა. 4. სოფელმა იჩქარა, ალუდა არ უნდა გაეგდოთ. და ასე შემდეგ.
მაგრამ პოეტმა ამ ეჭვების გასაქარწყლებლად დაგვიტოვა სცენა (რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურა უმაღლეს საფეხურზე აჰყავს). ეს ალუდას სიზმრის სცენაა, სადაც მას გარდაცვლილი მუცალი ესიზმრება, რომელსაც სიკვდილი უნდა, მაგრამ არ კვდება. ამ სიზმარში ალუდას ადამიანის ხორცისაგან დამზადებულ შეჭამანდს აწვდიან, საკმაზად კი წვერს აყრიან. მეტი რაზე უნდა აგერიოს გული, თუ არა იმ ყოფაზე, სადაც ალუდა ცხოვრობს? არის კი ამაზე მძიმე და პოეტური ალეგორია სადმე?
აი, ეს სიზმარია, ალუდას რომ გადააწყვეტინებს, პირველივე დღესასწაულზე შესაწირის დაკვლას და ამით, უკანმოუხედავად „კომფორტის ზონიდან“ გასვლას. ეს არის ის დამატებითი მოტივაცია, რომელიც თემს, საზოგადოებას და ადათებს საბოლოოდ დააპირისპირებს. ალუდას გადაწყვეტილებაში კითხვის ნიშანი არ რჩება. აქ კი, ნამდვილად იწყება გმირის მოგზაურობა, რომელიც, როგორ დასრულება, მხოლოდ მკითხველის გადასაწყვეტია. ერთი სიტყვით - ამ სიზმრის შემდეგ იგი ხდება გმირი.
ეს მაგალითი გამოსადეგი უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის. როდესაც სტატიას/სიუჟეტს ვამზადებთ ექიმზე, რომელიც ავადმყოფის გადასარჩენად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიდის, გარდა იმისა, რომ პროფესიული ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამოძრავებს, კიდევ უნდა მოვნახოთ დამატებითი მოტივაცია, რის გამოც ასეთი ადამიანი (გმირი) თავს ხიფათში იგდებს. ცხოვრებაში ეს შესაძლოა გაუთვიცნობიერებლად მოხდეს, ამას ახსნა არ დასჭირდეს, მაგრამ სტატიაში/სიუჟეტში დამატებითი მოტივაციის თქმა და გამოკვეთა აუცილებელია. თორემ, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ექიმს საქციელს ვერ გაუგებს და პროვოკაციად შეაფასებს.
P.S. ცხადია, როდესაც ვაჟა ფშაველა „ალუდა ქეთელაურს“ წერდა, ამ წესების შესახებ არ ფიქრობდა. ზოგადად, წერის დროს მწერალი წესებზე არ ფიქრობს. არც ჟურნალისტი. მაგრამ მწერალმაც და ჟურნალისტმა წესები უნდა იცოდნენ.
შემდეგ ბლოგში ჩვენ გავიგებთ, სჭირდება თუ არა გმირს მრჩეველი.
P.P.S. ეს რა თქმა, უნდა მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. მინდა მადლობა გადავუხადო მწერლებს, სცენარისტებს, პედაგოგებს, ვისი წიგნების და აზრების საშუალებითაც შევძელი ამ ბლოგების დაწერა: თამაზ ჭილაძეს, მარიო ვარგას ლიოსას, სტივენ კინგს, ჯოზეფ კემბელს, მორის ბრიუტონს, უილიამ სტრენკს, რობერტ მაკს, ალექსანდ ტალალს და სხვებს და სხვებს.
კიდევ ერთი მოტივაცია ( III )
24 დეკემბერი 2019მაშ ასე, ჩვენ გავიცანით გმირი ჩვეულ გარემოში. ეს იმისათვის გვჭირდება, რომ შემდეგ, როდესაც გმირი საგმირო საქმეებზე წავა, გონებაში შევადაროთ, ვინ იყო და ახლა ვინ არის. სად იყო და ახლა სად არის. რა მიზანი ამოძრავებდა და ახლა რა უნდა! მოკლედ, ერთ პიროვნებაში ორი განსხვავებული ადამიანი უნდა ვნახოთ.