წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 11
  • 2675

ისევ ვ-ს შესახებ

23 იანვარი 2026

თანამედროვე ქართული (სატელევიზიო/ინტერნეტ/ბეჭდური) მედია ენობრივი ლაფსუსების, კურიოზების თუ უპატიებელი შეცდომების ნამდვილი „საბადოა“. ჟურნალისტები ზოგჯერ ჯიუტად ავრცელებენ ენის ისეთ მცდარ ფორმებს, რომელიც სკოლის მოსწავლის ყურს/თვალსაც კი ეხამუშება. ზედაპირული დაკვირვებით, ძალიან ხშირად, წესების დარღვევა ფუძისეულ ვ- უკავშირდება.


როგორ და რა ფორმით აღარ იყენებენ მას, სად აღარ სვამენ და საიდან აღარ აქრობენ! ყველაზე „მხიარული“ შემთხვევები კი მაშინ იქმნება, როცა ფუძისეულ -ს სიტყვაში უადგილოდ აღმოაჩენთ.


მაგალითად, ზმნაში „ჩაქ-ვ-რა“. ან სახელზმნაში „ჭკ-ვ-ნობა“.


ერთი შეხედვით, უმარტივესია - ჩაქრა-სთან -ს არაფერი ესაქმება, რადგან მის ფუძესთან კავშირი არ აქვს - ქრ / ქრობა. არაფერ შუაშია.


ხოლო იქ, სადაც შუაშია (ანუ, ფუძეში), ვ-ს ხმარებას თავისი წესები აქვს. ეს ეხება როგორც სახელებს/სახელზმნებს, ასევე ზმნებს.


მაგალითად, ფუძისეული ვ -ურ/-ულ სუფიქსის დართვისას როგორც ქართულ, ისე ნასესხებ სიტყვებში იმ შემთხვევაში იკარგება, თუ ვ-ს წინ ხმოვანია და არა თანხმოვანი:


ფშავი - ფშაური (და არა ფშავური)

მოხევე - მოხეური (და არა მოხევური)

აქტივი - აქტიური (და არა აქტივური)


თუმცა გვაქვს გამონაკლისიც: თავი (თავური და არა თაური), მკლავი (მკლავური და არა მკლაური), ასევე, უცხოური წარმოშობის სიტყვები: აქტივობა, უპერსპექტივობა, ინტენსივობა და ა.შ.


იკარგება ასევე მაშინ, როცა ის ხმოვნებს შორისაა, მის შემდეგ კი და ხმოვნებია.


მაგალითად: ბუნებრივი - ბუნებრიობა

საცოდავი - საცოდაობა

ნათესავი - ნათესაობა

კაცობრივი - კაცობრიობა


მაგრამ, ნარჩუნდება მაშინ, თუ მის წინ თანხმოვანია და სახელს -ურ-ულ აფიქსები ერთვის.


მაგალითად: ბავშვი - ბავშვური (და არა ბავშური)

დათვი - დათვური (და არა დათური)


ფუძისეულ ვ-სთან დაკავშირებული წესები (თუ გამონაკლისები) უამრავია და მათ ერთ ბლოგში ვერ ამოვწურავთ. ამიტომ, ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.


ნინია სადღობელაშვილი
  • 11
  • 2675
0 Comments