დღეს უბრალო საქმიანობასაც ხშირად მოღვაწეობას ეძახიან. არადა, ეს სიტყვა თავისი შინაარსით ჩვეულებრივ საქმიან პროცესს აღემატება და დიდ ადამიანურ ძალისხმევას გულისხმობს.
თუმცა, ეს სხვა თემაა.
ჩვენ ამ სიტყვიდან ნაწარმოები ზმნის მართებულ ფორმებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
იღვწის თუ იღწვის?
ზმნის ფუძე ღვაწლია (ღვწა, მოღვაწეობა), ფუძისეული ხმოვანი ვ.
თუკი ძირეული თუ სუფიქსისეული ვ თანხმოვანს მოსდევს, ის უწყვეტლისა და აწმყოს კავშირებითში ნარჩუნდება:
იღვწის - იღვწოდა - იღვწოდეს.
როდესაც ფუძისეული ვ საწყისში არ გვაქვს, ის ზმნებში იკარგება.
ამიტომაც, თუკი ღვაწლის ზმნისეული ფორმა იღვწის სწორია, იგივეს ვერ ვიტყვით სიტყვაზე - სწრაფვა. ზმნისეულ ფორმაში ის ვ-ს კარგავს და სწორ ფორმად გვევლინება - ისწრაფოდა.
ღვწა და ღვაწლი მნიშვნელოვანი ადამიანური ძალისხმევაა.
სწორად მეტყველებით კი თითოეული ჩვენგანი იღვწის ენის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.
იღვწის თუ იღწვის?
05 ივლისი 2025დღეს უბრალო საქმიანობასაც ხშირად მოღვაწეობას ეძახიან. არადა, ეს სიტყვა თავისი შინაარსით ჩვეულებრივ საქმიან პროცესს აღემატება და დიდ ადამიანურ ძალისხმევას გულისხმობს.