2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა. ევროკავშირის ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ და კონტინენტზე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ახალი საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანო აირჩია.
ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკვე იმითაც, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ანგელა მერკელს: კანცლერმა 16 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა და „მერკელის ეპოქად“ წოდებულ პერიოდს წერტილი დაუსვა. ახალ ათწლეულში გერმანიის მთავრობას ახალი ლიდერი გაუძღვება.
გერმანიის ფედერალური არჩევნების სწორად და ქართული საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გაშუქება რამდენიმე ფაქტორის გამო გახლავთ მნიშვნელოვანი.
უპირველეს ყოვლისა, კონტინენტურ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება მაყურებელსა თუ მკითხველს თანამედროვე დემოკრატიისა და ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითადი ინსტიტუტების (სამთავრობო კოალიცია, საარჩევნო სისტემები, პარტიები) და მათი ფუნქციონირების თავისებურებათა გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამისა, ევროპული არჩევნების გაშუქების დროს მოქალაქეები იღებენ ცნობებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის, „თამაშის წესებისა“ თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. ამასთანავე, დასავლური არჩევნების მაღალკვალიფიციურად გაშუქებამ შეიძლება საქართველოშიც წაახალისოს საგნობრივი და პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიები პარტიებს შორის, რისი დეფიციტიც ამჟამად აშკარად შეინიშნება.
გერმანიის ბუნდესტაგის 2021 წლის არჩევნები ქართულ მედიაში საკმაოდ აქტიურად გაშუქდა. რიგმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ელექტრონულმა გამოცემებმა კენჭისყრის შესახებ საზოგადოებას საკმაოდ პროფესიონალურად მომზადებული ცნობები შესთავაზეს, თუმცა, სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით რამდენიმე მსხვილი მედიასაშუალების მასალაზე. ზოგიერთი მათგანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაერთ უზუსტობასა თუ უხეშ შეცდომას შეიცავდა.
განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ნაკლი, რომელიც თვალშისაცემი გახლდათ ბუნდესტაგის არჩევნების შედეგების ქართული საზოგადოებისათვის წარდგენის დროს.
1. გერმანიის საარჩევნო სისტემა
27 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდზე გამოქვეყნდა თხუთმეტხაზიანი ცნობა გფრ-ის საარჩევნო სისტემის შესახებ სახელწოდებით „როგორ მუშაობს გერმანიის საარჩევნო სისტემა გამარჯვებულის გამოსავლენად“.
ამბიციური სათაურის მიუხედავად, ტექსტში არ არის ახსნილი გერმანიის საარჩევნო სისტემისთვის დამახასიათებელი ე. წ. კომპესატორული მექანიზმის ურთულესი სისტემა და არც ბუნდესტაგის მანდატების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის აქტუალურ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება.
შესაბამისად, ცნობა რიგითი მკითხველისთვის კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაუგებარს ხდის ერთ-ერთი მთავარი ევროპული დემოკრატიის ფუნქციონირების წესს და გაუგებარია, რა მიზნით გამოქვეყნდა აღნიშნული მასალა.
ცნობისთვის: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საკმაოდ რთული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. სპეციფიკური შერეული მოდელი აერთიანებს როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემების კომპონენტებს.
ბუნდესტაგის წევრთა საბაზისო (და არა ფიქსირებული) რაოდენობა 598 დეპუტატით განისაზღვრება. 299 წევრს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან ირჩევენ, დანარჩენებს კი რეგიონალური პროპორციული სიების მიხედვით. პარლამენტის წევრების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
პარლამენტის წევრთა რაოდენობა იცვლება ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული კანდიდატებისა და პროპორციული კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმების ურთიერთმიმართების შესაბამისად. გერმანიის საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ პარტიის მანდატების რაოდენობა ემთხვეოდეს პროპორციულ არჩევნებში მიღებული პროცენტულ მაჩვენებლებს (თუ პარტიამ არჩევნებში 20% მიიღო, ბუნდესტაგში მისი მანდატების რაოდენობაც დაახლოებით 20% უნდა იყოს).
თუ ერთი რომელიმე პარტიის გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა მეტია ამ პარტიის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ შედეგებზე, მაშინ ხდება სხვა პარტიების მანდატების გათანაბრება პროპორციული არჩევნების პროცენტული მაჩვენებლების ზუსტად ასახვის მიზნით (კომპესატორული მექანიზმი). შედეგად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ბუნდესტაგის მანდატების რაოდენობა იზრდება.
წესით, ჟურნალისტები ან საერთოდ უნდა არიდებდნენ თავს ასეთი სპეციფიკური და რთულად გასაგები პროცედურული პრობლემის განხილვას, ან დაწვრილებით უნდა სწავლობდნენ და დეტალურად აშუქებდნენ საარჩევნო სისტემის თავისებურებებს.
2. პოლიტიკური პარტიები, ბლოკები, მათი სახელწოდებები და ლიდერები
26 სექტემბერს, კენჭისყრის დღეს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში მედიამ ცალ-ცალკე საარჩევნო სუბიექტად წარმოადგინა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ მაშინ, როცა ფედერალურ დონეზე „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არჩევნებზე ყოველთვის ერთიანი ბლოკით გამოდიან.
იმავე ცნობაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე - არმინ ლაშეტი მხოლოდ „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კანცლერობის კანდიდატად გამოცხადდა, ხოლო, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფინანსთა ფედერალურ მინისტრ ოლაფ შოლცს ანგელა მერკელის თანაპარტიელთა შორის მიუჩინეს ადგილი.
მცირე მასალაში არასწორად არის წარმოდგენილი სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც: სააგენტოს ცნობით „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ და „ქრისტიან-სოციალურ კავშირს“ ცალ-ცალკე 22%-იან მხარდაჭერა აქვთ, თუმცა რეალურად, 22% გახლდათ მათი ერთიანი რეიტინგი და არა თითოეულის ცალ-ცალკე.
უხეში შეცდომაა ასევე „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ „ქრისტიან-სოციალისტურ კავშირად“ მოხსენიება. ცხადია, რომ ერთწუთიანი ვიდეოსა და რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი ცნობის ავტორი არ იცნობს გერმანიის პოლიტიკური სისტემის ელემენტარულ მახასიათებლებსაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი და ამგვარი უზუსტობა მცირე მასალაში არ მოხვდებოდა.
3. შედეგების არაზუსტი ინტერპრეტაცია
2021 წლის არჩევნები უმძიმესი აღმოჩნდა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსისათვის (ქდკ/ქსკ). კონსერვატორებმა წინა კენჭისყრასთან შედარებით დაახლოებით 9%-ით გააუარესეს თავიანთი შედეგი.
ქდკ/ქსკ-ს ბუნდესტაგის არჩევნებზე ამაზე დაბალი მაჩვენებელი არასდროს დაუფიქსირებია, თუმცა, ალიანსისთვის ყველაზე დამთრგუნველი მეკლენბურგისა და წინაპომერანიის მიწის ერთ პატარა კუთხეში დამარცხება გახლდათ.
1990 წლიდან 2017 წლამდე, ანგელა მერკელმა ზედიზედ რვაჯერ მოახერხა რიუგენ-გრაიფსვალდის ოლქში პირველ ადგილზე გასვლა, თუმცა მერკელის პოლიტიკიდან წასვლისთანავე, ადგილობრივი მანდატი „სოციალ-დემოკრატებმა“ გადაიბარეს. 2021 წლიდან „მერკელის რაიონს“ ბუნდესტაგში 1993 წელს დაბადებული სოციალისტი - ანნა კასაუცკი წარადგენს.
„მერკელის საუფლოდ“ წოდებულ ტერიტორიაზე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის გამარჯვებას აქტიურად განიხილავენ ევროპულ პრესაში. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, თუმცა მეკლენბურგისა და წინაპომერანიის ფედერალური მიწის მრავალთაგან ერთ-ერთ ტერიტორიულ ერთეულში ქდკ-ის დამარცხება და „სოციალ-დემოკრატების“ წარმატება „მოამბეში“ მთელი რეგიონის მასშტაბით „სოციალ-დემოკრატების“ მოულოდნელ გამარჯვებად გამოცხადდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ გამოშვებაში ისიც თქვეს, რომ მეკლენბურგისა და წინაპომერანიის მიწა ტრადიციულად „ქრისტიან-დემოკრატებს“ სასარგებლოდ აძლევს ხმას. „გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია აგებს. ძალიან მცირე სხვაობით ლიდერობენ ‘სოციალ-დემოკრატები’. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამ პარტიის გამარჯვებაა მეკლენბურგ-ვორპომენის მიწაზე, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარლამენტში უკვე ყოფილი კანცლერი, მერკელი წარმოადგენდა.“
რეალურად, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მერკელი წარმოადგენდა არა მთელს მიწას, არამედ ამ მიწის ერთ-ერთ ოლქს. მეკლენბურგსა და წინაპომერანიაში კი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება არავის უკვირს.
1998 წლიდან დღემდე მიწის ყველა პრემიერ-მინისტრი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია. მეტიც, ბუნდესტაგის არჩევნების პარალელურად, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მიწაზე გაიმართა ლანდტაგის არჩევნებიც, სადაც „სოციალ-დემოკრატებმა“ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ამომრჩეველთა 39%-ის მომხრობა შეძლეს.
4. მოძველებული სტერეოტიპები
27 სექტემბერს „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამბავში გვაცნობეს, რომ არჩევნებში გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატები“ „რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეები არიან და ამის კარგი მაგალითია გერჰარდ შროდერი, რომელიც კანცლერის პოსტის დატოვების შემდეგ რუსული გიგანტის, ‘როსნეფტის’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.“
ამ ინფორმაციაში უპირველეს ყოვლისა სრულიად გაუგებარია ტერმინი „გერჰარდ შროდერის პარტია“. გერჰარდ შროდერი პარტიის ლიდერი 16 წლის წინ გახლდათ, თუმცა გერმანიაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პარტიები ყოფილ ლიდერებს საპატიო თავმჯდომარეებად ირჩევენ ხოლმე.
თავის დროზე „სოციალ-დემოკრატული პარტიის“ საპატიო თავმჯდომარე იყო ექს-კანცლერი ვილი ბრანდტი, „თავისუფალ-დემოკრატთა“ რიგებში კი იგივე თანამდებობა ეკავა საგარეო საქმეთა ლეგენდარულ მინისტრს ჰანს-დიტრიხ გენშერს.
გერჰარდ შროდერი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპატიო თავმჯდომარედ არ აურჩევიათ. მეტიც - დღევანდელი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამოკიდებულება მის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია.
მაგალითად, შროდერს იშვიათად იწვევენ პარტიის ყრილობებზე სიტყვით გამოსვლითვის, ხოლო 2021 წლის არჩევნებზე „სოციალ-დემოკრატები“ შრიდერის მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის რეფორმის გადახედვის ლოზუნგით გამოვიდნენ.
განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილი შროდერის ეპოქის მიმართ პარტიის ახალგაზრდული და მემარცხენე ფლანგის წარმომადგენლები, ხოლო ბუნდესტაგში პარტიის დეპუტაცია აქამდე არასდროს ყოფილა ისეთი ახალგაზრდული და მემარცხენე, როგორც ახლა.
მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია 400 000 წევრის გამაერთიანებელ პარტიას მხოლოდ შროდერის სახელს უკავშირებს და რაც მთავარია, არც ტექსტში და არც ეთერში არავის განუმარტავს, თუ რას ნიშნავს „რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები“ ან რატომ არის პარტიის რუსეთთან დამოკიდებულების განმსაზღვრელი ერთადერთი კრიტერიუმი გერჰარდ შროდერის სამუშაო ადგილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის არჩევნების შემდეგ „სოციალ-დემოკრატები“ ქვეყნის მართვას მხოლოდ „მწვანეებთან“ თანამშრომლობის შედეგად შეძლებენ, მათი ხმების გარეშე კი ოლაფ შოლცს კანცლერის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება გაუჭირდება.
„მწვანეების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ უაღრესად კრიტიკულია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა რომ ეკოლოგისტებით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი „რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების“ კონცეფციას მიჰყვეს. ინფორმაციაში არც ეს გარემოებაა დაზუსტებული და შედეგად მედიასაშუალება ქართულ საზოგადოებაში მოძველებული სტერეოტიპის კვლავწარმოებას უწყობს ხელს.
გერმანიის არჩევნები და ქართული მედია
29 სექტემბერი 20212021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა. ევროკავშირის ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ და კონტინენტზე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ ახალი საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანო აირჩია.