ჩვენ ყველამ იმაზე მეტი რამე ვიცით, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ არ გვახსოვს. ან არ ვაკვირდებით, რომ ვიცით. საკმარისია, ვინმემ ეს ცოდნა „გააღვიძოს“, იმ წამს ვხვდებით, რომ გვცოდნია. არსებობს ასეთი ცნება: გაცხადებული ცოდნა. ეს იმას ჰგავს, როდესაც კერძი ძალიან გემრიელია, მაგრამ არ იცი, რისგანაა დამზადებული და როგორც კი ინგრედიენტებს ჩამოგითვლიან, ისეთი განცდა გეუფლება, რომ ეს მანამდეც იცოდი.
კიდევ ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან: ჩვენ ყოველდღე ვსარგებლობთ სატელევიზიო დისტანციური პულტით, რომელზეც უამრავი ღილაკია და დარწმუნებული ვარ, არაერთხელ დაგვიხედავს და გვიკითხავს ჩვენი თავისთვის, ამა თუ იმ ღილაკს რომ დავაჭიროთ, ნეტავ რა მოხდებაო. მაგრამ, როგორც კი ვინმე აგვიხსნის, კონკრეტულად რას ემსახურება ზემოთ ხსენებული ღილაკი, იმ წამსვე ჩვენ ე.წ. გაცხადებული ცოდნის ეფექტი გვემართება და დარწმუნებული ვართ, რომ მანამდეც ვიცოდით ამ ღილაკის დანიშნულების შესახებ.
მაშ ასე, პირველი და უმთავრესი, თუ როგორ დავწეროთ კარგი ნაწარმოები, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მთავარი გმირი.
იმისათვის, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი - ცენტრალური ფიგურა გახდეს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ვთქვათ, რომ იგი ნაწარმოების მთავარი გმირია. ჩვენ იგი (გმირი) მთავარ გმირად უნდა ვაქციოთ. ამისათვის კი, უნდა ავხსნათ, (დავახასიათოთ, გავიხსენოთ) როგორია ის. ჩამოვწეროთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც დაგვეხმარება მის სრულფასოვნად დანახვასა და შეფასებაში. დავიმართოთ გაცხადებული ცოდნის ეფექტი!
მაგალითად, ვინ არის მთავარი გმირი ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „კაცია ადამიანი?“ პასუხი ერთი შეხედვით მარტივია - ლუარსაბი (კი ბატონო, მივყვეთ ამ ვერსიას, რადგან შესაძლოა, რომ დარეჯანი იყოს მთავარი გმირი. თუმცა, ახლა ეს ჩვენი ბლოგის თემა არ არის).
როგორია ილია ჭავჭავაძის ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი ლუარსაბ თათქარიძე? შევეცადოთ გავცეთ პასუხი: ლუარსაბ თათქარიძე ზარმაცი, შურიანი, უსაქმური, ზანტი კაცია. ასეა? შესაძლებელია, კიდევ რამის დამატება? კი ბატონო, რამდენიც გინდა! მაგრამ აქ შევჩერდეთ.
ჩვენ ვიცით, იმისათვის, რომ მთავარმა გმირმა მკითხველში სიმპათია და თანაგრძნობა გამოიწვიოს, მას დადებითი თვისებები უნდა შევძინოთ (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გმირი საგმირო საქმეს ვერ ჩაიდენს, მაგრამ მთავარ გმირად გვყავს არჩეული).
მაგალითად, რა თვისებები მოგვწონს ლუარსაბში? იგი უბოროტი, მიამიტი და გულკეთილია. არავისთვის დაუშავებია, საკუთარი თავის გარდა. ლუარსაბი ღვთისმოშიში, ცრურწმენებით სავსე ადამიანია, საკუთარი შიში ტყვეობაშია მოქცეული და მუცელმა გადაიყოლა, რაც მის ბუნჩულა ხასიათს მეტ შარმს სძენს. გვეცოდება ლუარსაბი? რა თქმა უნდა! სიბრალულის და სინანულის გრძნობა გვეუფლება? რა თქმა უნდა! და იცით რატომ? იმიტომ, რომ მკითხველს უყვარს გმირი, რომელსაც მასსავით უამრავი ნაკლი აქვს, მაგრამ დადებითი თვისებები ჭარბობს ხოლმე.
რამე გამომრჩა? შესაძლებელია! ყოველ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძე მის მიმართ სიყვარულით და სიბრალულითაა გამსჭვალული და გვთხოვს, რომ ჩვენც ასე შევხედოთ მას. ავტორი გვაფრთხილებს, რომ ასეთი ცხოვრების წესით განვლილი გზა არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ ლუარსაბი სამაგალითო სულაც არ არის, იგი ჩვენ დღემდე გვიყვარს და გვეცოდება.
შემდეგი ნაბიჯი, ეს მთავარი გმირის წინააღმდეგობაა (ზღუდე). ის, რისი გადალახვაც მას მოუწევს. რა წინააღმდეგობას (ზღუდეს) აწყდება გმირი? (წინააღმდეგობა მისი ხასიათის შესაფერისი უნდა იყოს) წინააღმდეგობის პირისპირ მთავარი გმირი იძულებულია სიმამაცე გამოიჩინოს - გახდეს ფიზიკურად ძლიერი ან მორალურად მამაცი (სასურველია ორივე ერთად). ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლუარსაბის წინააღმდეგობა (ზღუდე) უშვილობაა. მას მემკვიდრე არ ჰყავს და ეშინია, ისე არ მოკვდეს, რომ მის მამულს სხვა დაეპატრონოს. მთელი ნაწარმოები იმას ემსახურება, რომ ლუარსაბმა ეს წინააღმდეგობა გადალახოს.
როგორც კი ამოვხსნით, როგორია ნაწარმოების პროტაგონისტი, გავუჩენთ მას წინააღმდეგობას, იმ წამს უნდა აღმოვაჩინოთ მთავარი გმირის მტერი - ანტაგონისტი (ამ შემთხვევაში, ეს ალბათ დავითია). დავითია ის, ვის გამოც ლუარსაბი კომფორტის ზონიდან გამოდის და სხვადასხვა ხერხით (თუმცა, ამას ბევრი ხერხი სულ არ სჭირდება) ცდილობს მემკვიდრე დაბადოს (საქმე იქამდე მიდის, რომ ლუარსაბი დავითს და მის ცოლს აბრალებს რომ ოჯახს შვილი არ უჩნდება).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: უნდა ვიპოვოთ მეორეხარისხოვანი და მესამეხარისხოვანი პერსონაჟები (ისეთები, როგორიცაა მეუღლე დარეჯანი, უფროსი ძმა დავითი, დავითის ცოლი, ნათლიმამა, მოურავი, ლამაზისეული, მკითხავი, სუტ-კნეინა, მოსე გძელაძე, თავად ავტორი და სხვა). ეს პერსონაჟები გვეხმარებიან, რომ მთავარმა გმირმა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მტერი გაიჩინოს, ათას უბედურებას გადაეყაროს, მაგრამ გაიმარჯვოს და ამ გამარჯვებით თვითონაც გაიხაროს და სხვაც გაახაროს.
აი, ეს მეორეხარისხოვანი (და მესამეხარისხოვანი) პერსონაჟები არიან, გმირს (და ანტიგმირს) ტვინს და გონებას რომ ურევენ. მათი „ბრალია“, გმირებს მოსვენება რომ არა აქვთ. ჩვენი ნება რომ იყოს, ერთი ხელის მოსმით გავაქრობდით (ამოვშლიდით) ნაწარმოებიდან, მაგრამ შემდეგ ვინ უბიძგებს ლუარსაბს მოქმედებისკენ? წინააღმდეგობა დაბრკოლებად დარჩება, მორიგ გადაუწყვეტელ პრობლემად გამოჩნდება და ნაწარმოებიც დაიშლება.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ეს ნაწარმოების თემაა. მთავარია, როდესაც ვწერთ, ვიცოდეთ, რაზეა ნაწარმოები. საბჭოთა წარსულმა ჩვენს ცნობიერებაში იმდენად მძიმე კვალი დატოვა, რომ ნაწარმოების თემაზე საუბრის დროს პროპაგანდა-აგიტაცია გვახსენდება ხოლმე. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. მოვაშოროთ
პროპაგანდა, აგიტაცია, საბჭოთა წარსული ჩვენს ცნობიერებას და სუფთა გონებით ვიფიქროთ დასმულ შეკითხვაზე: რაზეა ნაწარმოები, რომელსაც ვწერთ?
ასეა ჟურნალისტიკაშიც.
როდესაც ჟურნალისტი სიუჟეტს/სტატიას ამზადებს ადამიანზე, რომელმაც მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა, ე.ი. ჩვენ უკვე გვყავს მთავარი გმირი, და უნდა ავხსნათ (დავახასიათოთ, გავიხსენოთ) როგორია ის, ვიპოვოთ მთავარი გმირის წინააღმდეგობა (ზღუდე), გამოვყოთ მეორეხარისხოვანი და მესამეხარისხოვანი პერსონაჟები და მოვიფიქროთ, რა თემაზეა ჩვენი სიუჟეტი/სტატია.
და მე გეტყვით, რომ თემები მრავლად შეგვიძლია გამოვყოთ. მაგალითად: ა) ადამიანზე, რომელიც მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის; ბ) ადამიანმა, რომელმაც ციხეში მრავალი წელი გაატარა, როგორ გაატარა ეს წლები; გ) ადამიანმა, რომელმაც ციხეში მრავალი წელი გაატარა, რას აპირებს გათავისუფლების შემდეგ; დ) ადამიანმა, რომელმაც ციხეში მრავალი წელი გაატარა, რა ახალი გამოწვევის, (ზღურბლის) წინაშე დგას და აპირებს თუ არა მის გადალახვას; ე) ადამიანმა, რომელმაც ციხეში მრავალი წელი გაატარა, აცნობიერებს თუ არა, რატომ გაატარა მრავალი წელი და ასე შემდეგ; ეს და კიდევ მრავალი საკითხი შესაძლოა თქვენი სიუჟეტის/სტატიის თემა იყოს.
მომავალ ბლოგში ვისაუბრებთ სიუჟეტზე და მის განვითარებაზე; რა გინდათ, რომ მკითხველმა/მაყურებელმა თქვას ნაწარმოებზე, თხრობის ძირითადი ამბის გარდა;
გაცხადებული ცოდნის ეფექტი # 1
21 თებერვალი 2020ჩვენ ყველამ იმაზე მეტი რამე ვიცით, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ არ გვახსოვს. ან არ ვაკვირდებით, რომ ვიცით. საკმარისია, ვინმემ ეს ცოდნა „გააღვიძოს“, იმ წამს ვხვდებით, რომ გვცოდნია. არსებობს ასეთი ცნება: გაცხადებული ცოდნა. ეს იმას ჰგავს, როდესაც კერძი ძალიან გემრიელია, მაგრამ არ იცი, რისგანაა დამზადებული და როგორც კი ინგრედიენტებს ჩამოგითვლიან, ისეთი განცდა გეუფლება, რომ ეს მანამდეც იცოდი.