ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!
(ნაწილი XLII)
პარონიმები, მოგეხსენებათ, ჟღერადობით მსგავსი და სემანტიკურად ურთიერთგანსხვავებული სიტყვებია, რომლებსაც ერთმანეთში ურევენ (ერთიმეორის ნაცვლად იყენებენ) ისინი, ვინც მათი მნიშვნელობა კარგად არ იცის.
პარონიმები ნასესხებ სიტყვებშიც გვხვდება (დიპლომატი – დიპლომანტი, კამპანია – კომპანია…) და „ადგილობრივებშიც“ (მოკვდავი – მომაკვდავი, ბზე – ბზა…).
პარონიმები ერთი ძირისგანაც შეიძლება იყვნენ ნაწარმოებნი და სხვადასხვა ძირისგანაც. ზემოთ დასახელებულთაგან პირველი წყვილები საერთო ძირიდან ნაწარმოები პარონიმებია, მომდევნო წყვილები კი სხვადასხვა ძირის მქონენი არიან.
ყველაზე „პოპულარული“ ქართული პარონიმებია „ცნება“/„მცნება“ და „აღქმა“/„აღთქმა“. ძნელად თუ იპოვით პარონიმთა ჩამონათვალს, სადაც ესენი არ იყოს დასახელებული. ამჯერად მეორე მათგანი გვაინტერესებს.
„აღქმა“ და „აღთქმა“ სხვადასხვა წარმომავლობის მქონე სიტყვებია, რომლებიც ნაწერშიც და ზეპირმეტყველების დროსაც ხშირად ერევათ ერთმანეთში.
მართებულად განმარტავენ, რომ „ა ღ ქ მ ა ნიშნავს ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას (...). განმარტებითი ლექსიკონის თანახმად – ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ფაქტების ასახვის პროცესს, გაგება-გაცნობიერების უნარს.
ხოლო „ა ღ თ ქ მ ა (...) ნიშნავს დაპირებას, დანაპირებს, პირობის დადებას. აღთქმის დადება იგივეა, რაც ფიცის, სიტყვის, პირობის მიცემა. მაგალითად, მოკავშირეებმა დადეს აღთქმა, რომ საქვეყნო საქმეს არ უღალატებდნენ“ (იქვე).
„აღქმა“ და „აღთქმა“ – სხვადასხვა ძირისაგან მიღებული ეს პარონიმები – იმით გამოირჩევიან, რომ ორივე მათგანისგან იწარმოება ხშირად ხმარებული მიმღეობები – „აღქმული“ / „აღთქმული“ – და ზმნის პირიანი ფორმები – „აღიქვა“/„აღუთქვა“ და ამათაც ბევრჯერ ურევენ ერთმანეთში. თუმცა უნდა ითქვას, რომ „აღქმა“ / „აღთქმისა“ და „აღქმული“ / „აღთქმული“-ს არასწორად გამოყენების შემთხვევებმა აშკარად იკლო, უთუოდ იმის გამო, რომ მათ შესახებ ბევრჯერ დაიწერა.
ამასვე ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ამ სიტყვებისგან მიღებული ზმნების პირიან ფორმებზე, რაც იმის ბრალი უნდა იყოს, რომ მათზე ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას სტილისტები და სტილის კრიტიკოსები.
მეტისმეტად ყურის მომჭრელია ზმნის ასეთი პირიანი ფორმები: აღითქვა, აღვითქვი, აღითქვეს. ესენი გახლავთ მახინჯი ნაერთები სწორი ფორმებისა: „აღიქვა“ / „აღუთქვა“, „აღვიქვი“ / „აღვუთქვი“, „აღიქვეს“ / „აღუთქვეს“.
მაგალითები ვნახოთ:
„…მან კი ხელოვნური ინტელექტის დასკვნები რეალურ ფაქტებად ა ღ ი თ ქ ვ ა“;
„სხვათა შორის, როდესაც ყაზახეთი ლათინურ ანბანზე გადავიდა, ზოგიერთმა ეს ა ღ ი თ ქ ვ ა, როგორც რუსეთისგან დისტანცირება“;
„დაასრულა ეს მონოლოგი და, რომ გადმომხედა, ალბათ ისეთი გაოგნებული სახის გამომეტყველება მქონდა, რომ გამარჯვებად ა ღ ი თ ქ ვ ა“;
„გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ ა ღ ი თ ქ ვ ა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა“.
ყველა ამ წინადადებაში „აღითქვას“ ნაცვლად უნდა იყოს „აღიქვა“.
„თუ დამეჯერება, მისი ბურჯანაძის ორგანიზაციიდან წასვლა ჩემს პირად პოზიტივად ა ღ ვ ი თ ქ ვ ი მაშინვე, როგორც კი ეს გაცხადდა“;
„არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, მაგრამ სწორედ ანდალუსია ა ღ ვ ი თ ქ ვ ი როგორც ნამდვილი ესპანეთის სულიერი ცენტრი“.
ორივე ამ ფრაზაში „აღვითქვის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „აღვიქვი“.
„პოლონელები პირველები იყვნენ, ვინც „ენიგმასგან“ მომავალი საფრთხე სერიოზულად ა ღ ი თ ქ ვ ე ს“;
„ავტორებმა პირად მტრობად ა ღ ი თ ქ ვ ე ს ჩემი „გამოხდომა“;
„ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა რომ ჰოლანდიელებმა განვლილი რეფერენდუმი ა ღ ი თ ქ ვ ე ს უმეტესად, არა როგორც უკრაინის საკითხი, არამედ როგორც დამოკიდებულება თავიანთ ხელისუფლების მიმართ“.
აქ „აღითქვეს“ მაგივრად ყველგან უნდა იყოს „აღიქვეს“.
* * *
დამოწმებულ მაგალითებში ზმნები წარსულ დროშია. ამ ორი სხვადასხვა მნიშვნელობის, მაგრამ მსგავსად ჟღერადი სიტყვების უმართებულო ნაჯვარი ჩვენს დღევანდელ მასმედიაში აწმყოშიც შეგხვდებათ, თუმცა იშვიათად. ერთი მაგალითით დავკმაყოფილდეთ:
„ამასაც სახელმწიფოებს შორის გაუგებრობად ა ღ ვ ი თ ქ ვ ა მ (უნდა იყოს: აღვიქვამ. – ლ. ბ.) და არა მტრობად“.
გვმართებს ამ ბლოგში განხილული პრობლემა სერიოზულად აღვიქვათ (და არა ა ღ ვ ი თ ქ ვ ა თ!), შეველიოთ უმართებულო ფორმებს, თუკი უძველესი, მშვენიერი, უნიკალური ქართული ენა მართლა მამა-პაპათაგან ნაანდერძევ საუნჯედ მიგვაჩნია!
ერთხელ კიდევ პარონიმების თაობაზე
28 ივნისი 2025ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!