მრავალი უცხო ენისაგან განსხვავებით ქართული, მოგეხსენებათ, განასხვავებს კ და ქ ბგერებს, რომლებიც ჟღერადობით რამდენადმე მსგავსნი არიან. ეს გარემოება გასათვალისწინებელია ქართულში დამკვიდრებული ზოგიერთი უცხო სიტყვის დაწერილობისას.
თანამედროვე ქართულში ლათინურიდან მომდინარე მრავალი ისეთი სიტყვა გვხვდება, წყაროენაში qu ბგერათკომპლექსს რომ შეიცავს, რომელიც ქართულად კვ ბგერათკომპლექსით გადმოიცემა.
მაგალითად: კვადრატი, ეკვატორი, კვალიფიკაცია, კვარტალი, კვარტეტი, ლიკვიდაცია და მრავალი სხვაც. ამ სიტყვების მართლწერა არავითარ პრობლემას არ ქმნის.
მაგრამ არის qu ბგერათკომპლექსის შემცველი რამდენიმე სიტყვა, რომლებშიც მართებულ კვ-ს უმართებულო ქვ ენაცვლება, ზეპირმეტყველებაშიც და წერითშიც.
ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ: აქვარელი, აქვარიუმი, ადექვატური, რელიქვია, ექვივალენტი, ქვორუმი, რექვიემი, ქვოტა, სექვესტრი, ქვინტესენცია... აქაც ყველგან ქვ-ს ნაცვლად კვ არის საჭირო.
„ქვორუმი“ ან „ექვივალენტი“ ისეთივე მცდარი ფორმებია, როგორიც „ქვადრატი“ , რასაც, მადლობა ღმერთს, არც არავინ წერს და არც არავინ ამბობს.
ამიტომ „შპარგალკად“ სწორედ ეს უპრობლემო და საყოველთაო „ცნობადობის“ მქონე „კვადრატი“ გამოდგება – ის გაგვახსენებს, რომ „ქვორუმი“, „რელიქვია“, „რექვიემი“, „ქვოტა“, „სექვესტრი“... ისევე უმართებულოა, როგორი უმართებულოც „ქვადრატი“ იქნებოდა.
დილემა კ/ქ
06 სექტემბერი 2025მრავალი უცხო ენისაგან განსხვავებით ქართული, მოგეხსენებათ, განასხვავებს კ და ქ ბგერებს, რომლებიც ჟღერადობით რამდენადმე მსგავსნი არიან. ეს გარემოება გასათვალისწინებელია ქართულში დამკვიდრებული ზოგიერთი უცხო სიტყვის დაწერილობისას.