14 აპრილს, დედაენის დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში მეგრულისა და სვანურის."
ენის დღის მიმართ ჩვენი საზოგადოების ამაღლებულ და საზეიმო განწყობაში ეს ინიციატივა მძაფრად გაისმა და დიდი დისკუსიაც მოჰყვა.
ზოგადად, ჩვენს სინამდვილეში დისკუსია (ხშირად უარგუმენტო აზრების ჭიდილი და უცენზურო შეხლა-შემოხლა) არავის უკვირს.
ჩვენს „ფეისბუკ-ბაბლებს“ თუ მედია-არხებს დაუღალავად შეუძლიათ იკამათონ, იყვირონ, დაამუნათონ ნებისმიერი ინიციატივა,
ნებისმიერი აზრი თუ მოვლენა.
ეს ფატალური ქაოსი კი, ზოგჯერ ბაბილონის გოდოლს ემსგავსება - ერთმანეთთან ურთიერთობის გამოსარიცხად აღრეული ენებით, სიძულვილში ჩახშობილი სიცოცხლის ხმებით და დაკარგული სიტყვებით.
არადა, სწორედ ენაა ჩვენი ყოფიერების მთავარი სახლი და ეს სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა ვერ მოახერხა. ამაში დიდი ფასია გადახდილი - ჩვენი წინაპრების სისხლის და სიცოცხლის ფასი.
ქართული ენის უნიკალურობა მის ისტორიაშიცაა, უფრო სწორად, პრეისტორიაში, რომელიც უხსოვარი დროიდან იწყებს ამ გრძელ, რთულ, იდუმალ და მარადიულ თავგადასავალს. საერთო ქართველური ენის წიაღი კი სამ ენობრივ განშტოებას გულისხმობს: მეგრულ-ლაზური (ჭანური), სვანური და ქართული.
ეს ისტორიული კონტექსტი იკითხებოდა პრეზიდენტის ინიციატივაში, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი მომხრეც აღმოაჩნდა და მოწინააღმდეგეც.
უპირველესად, უნდა ითქვას, რომ
ინიციატივა უპირობო დირექტივას არ გულისხმობს და მისი ხიბლიც იმაშია, სამსჯელო ფიქრი გააჩინოს საზოგადოებაში,
შექმნას სათანადო განწყობა და კულტურულ-სოციალური ფონი.
ეს ინიციატივა კი, ზოგიერთი ადამიანის თუ მედიარესურსის მიერ ისე იქნა აღქმული, თითქოს დღეს არა და, ხვალ ჩვენი ბავშვები სკოლებში უკვე მეგრულის და სვანურის სწავლას დაიწყებენ.
ასეთმა სპონტანურმა, გაუაზრებელმა მიდგომამ ბევრი საინტერესო ინიციატივა/ფიქრი ძირშივე ჩაკლა და ამ ისედაც ასწრაფებულ, ინფორმაციულ მორევში ჩაფლულ დროში, დავიწყების მტვერიც მიაყარა.
ამ იდეის უპირობოდ მოწინააღმდეგეები მეგრულისა და სვანურის არჩევითი სწავლების აქტში სეპარატიზმის საშიშროებას ხედავენ.
მათი არგუმენტი რუსული იმპერიალიზმის მარადიული სამოქმედო პროგრამაა - აღრიოს, დააპირისპიროს და გახლიჩოს ესა თუ ის ერი, მისი ეროვნული ცნობიერება, ენა და ფასეულობები.
გაისმა აზრიც, რომ ენობრივი ჯგუფების საკითხი მხოლოდ ენათმეცნიერთა პრეროგატივად როდი რჩება, ის, უპირველესად, პოლიტიკოსთა მანიპულირების იარაღად იქცევა ხოლმე, შესაბამისად, საფრთხე რეალურია და გასათვალისწინებელი;
რა თქმა უნდა, ამაში არის ლოგიკა - რუსული იმპერიალიზმი ხომ დღესაც იგივე მეთოდებით იბრძვის, მაგრამ,
ამ განცხადებებში არანაკლებ საშიში, მე პირადად, თავად ჩვენივე საზოგადოების ნაწილის - მეგრელების და სვანების მიმართ მიდგომა მგონია.
მათი სეპარატიზმის შესაძლო მსხვერპლობაში დადანაშაულება და ამის პრევენცია, მინიმუმ, იმის უგულვებელყოფაა, თუ რა წვლილი მიუძღვით მეგრელებსაც და სვანებსაც ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი შეგნების ჩამოყალიბებაში.
რუსეთი (ამ სახელის მიღმა ნებისმიერი მტერი იგულისხმება) ყოველთვის და ყველა შესაძლო ხერხით მოინდომებს, ჩვენს შორის შუღლი გააღვივოს, მაგრამ თუ იმ მთავარ სახლში ვიქნებით გაძლიერებული, ენა რომ ჰქვია და, მით უფრო, ამ ენის მრავალფეროვან სისტემას ჩვენს სასიცოცხლო ძალად ვაქცევთ, მტერს მუდმივად გავაწბილებთ და ჩვენს მომავალ თაობებსაც ამ მშვენიერ სახლს ვალმოხდილნი გადავულოცავთ.
პრეზიდენტის ინიციატივამ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მიმართ რეფლექსიაც გააღიზიანა. ეს, ცალსახად დადებითი ფაქტია და თუნდაც ამის გამო ღირდა, საზოგადოებაში ეს დისკუსია დაწყებულიყო.
ენის სწავლების საკითხში უამრავი პრობლემა (და, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემაში არსებული საბედისწერო ხარვეზები) ძირითადად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაახმოვანეს. ისინი ქართველური ენების სწავლების იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებენ, თუკი ჯერ სალიტერატურო ენას მივხედავთ.
მარტივად რომ ვთქვათ - ჯერ ქართულს ვასწავლით ბავშვებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მხოლოდ მოსწავლეთა კატეგორიას არ ეხება,
ქართული ენა ყველას სასწავლი გვაქვს,
(მხოლოდ იმ უწყინარი მიზეზით კი არა, რომ სწავლა სიბერემდეა, არამედ იმ მტკივნეული მიზეზით, როგორითაც დღეს მშობლიურ ენას ვეპყრობით).
ამ დღეებში ბევრმა გააზიარა ქართული ენათმეცნიერების მატრიარქის, მზექალა შანიძის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ლაკონურად, მკაფიოდ ამბობს - ენის ისტორიას მეგრულისა და სვანურის გარეშე ვერ შევისწავლით. ეს ენები იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფ ენებად გამოაცხადა და ჩვენი ვალია, დავიცვათ ისინი.
ეს კი ყველაზე მშვიდობიანი, ჰუმანური და კეთილშობილური აქტია, რაც ადამიანს ყველა დანარჩენი სულიერისგან განასხვავებს. ქართველური ენების სწავლა და მრავალფეროვან, ღრმა და უძველეს ენობრივ სისტემასთან ცოცხალი კავშირის დამყარება ამ აქტის ნაწილია.
დისკუსია, რომელიც ამ ინიციატივას მოჰყვა, იმდენად ვრცელი და ჭრელი აღმოჩნდა, რომ ერთ წერილში წარმოუდგენელია ყველა მოსაზრებაზე რეფლექსია. ფაქტია, რომ თემა ძალიან მგრძნობიარეა და, შესაბამისად, მგონი სოციალურ ქსელში არავინ დარჩენილა, აზრი რომ არ გამოეთქვა.
ამან კიდევ ერთხელ გაამხილა ენის მთავარი საიდუმლო - ის ყველაზე ცოცხალ სისტემად რჩება, რომელიც ჩვენს პიროვნულ თუ ეროვნულ საზრისებს განაპირობებს;
ის რჩება ძალად, რომელიც გვაკავშირებს.
კი არ გვყოფს, გვაკავშირებს. ეს საზეპირო ჩვენმა წინაპრებმა ჩააბარეს. ახლა ჩვენი ჯერია.
*ქართულ-მეგრულ-სვანური კონსტრუქცია
დედა ნინაშ ლადეღ* - დედაენის დღე
17 აპრილი 202214 აპრილს, დედაენის დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში მეგრულისა და სვანურის."
ენის დღის მიმართ ჩვენი საზოგადოების ამაღლებულ და საზეიმო განწყობაში ეს ინიციატივა მძაფრად გაისმა და დიდი დისკუსიაც მოჰყვა.
ზოგადად, ჩვენს სინამდვილეში დისკუსია (ხშირად უარგუმენტო აზრების ჭიდილი და უცენზურო შეხლა-შემოხლა) არავის უკვირს.
ნებისმიერი აზრი თუ მოვლენა.
ეს ფატალური ქაოსი კი, ზოგჯერ ბაბილონის გოდოლს ემსგავსება - ერთმანეთთან ურთიერთობის გამოსარიცხად აღრეული ენებით, სიძულვილში ჩახშობილი სიცოცხლის ხმებით და დაკარგული სიტყვებით.
არადა, სწორედ ენაა ჩვენი ყოფიერების მთავარი სახლი და ეს სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა ვერ მოახერხა. ამაში დიდი ფასია გადახდილი - ჩვენი წინაპრების სისხლის და სიცოცხლის ფასი.
ქართული ენის უნიკალურობა მის ისტორიაშიცაა, უფრო სწორად, პრეისტორიაში, რომელიც უხსოვარი დროიდან იწყებს ამ გრძელ, რთულ, იდუმალ და მარადიულ თავგადასავალს. საერთო ქართველური ენის წიაღი კი სამ ენობრივ განშტოებას გულისხმობს: მეგრულ-ლაზური (ჭანური), სვანური და ქართული.
ეს ისტორიული კონტექსტი იკითხებოდა პრეზიდენტის ინიციატივაში, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი მომხრეც აღმოაჩნდა და მოწინააღმდეგეც.
უპირველესად, უნდა ითქვას, რომ
შექმნას სათანადო განწყობა და კულტურულ-სოციალური ფონი.
ეს ინიციატივა კი, ზოგიერთი ადამიანის თუ მედიარესურსის მიერ ისე იქნა აღქმული, თითქოს დღეს არა და, ხვალ ჩვენი ბავშვები სკოლებში უკვე მეგრულის და სვანურის სწავლას დაიწყებენ.
ასეთმა სპონტანურმა, გაუაზრებელმა მიდგომამ ბევრი საინტერესო ინიციატივა/ფიქრი ძირშივე ჩაკლა და ამ ისედაც ასწრაფებულ, ინფორმაციულ მორევში ჩაფლულ დროში, დავიწყების მტვერიც მიაყარა.
მათი არგუმენტი რუსული იმპერიალიზმის მარადიული სამოქმედო პროგრამაა - აღრიოს, დააპირისპიროს და გახლიჩოს ესა თუ ის ერი, მისი ეროვნული ცნობიერება, ენა და ფასეულობები.
გაისმა აზრიც, რომ ენობრივი ჯგუფების საკითხი მხოლოდ ენათმეცნიერთა პრეროგატივად როდი რჩება, ის, უპირველესად, პოლიტიკოსთა მანიპულირების იარაღად იქცევა ხოლმე, შესაბამისად, საფრთხე რეალურია და გასათვალისწინებელი;
რა თქმა უნდა, ამაში არის ლოგიკა - რუსული იმპერიალიზმი ხომ დღესაც იგივე მეთოდებით იბრძვის, მაგრამ,
მათი სეპარატიზმის შესაძლო მსხვერპლობაში დადანაშაულება და ამის პრევენცია, მინიმუმ, იმის უგულვებელყოფაა, თუ რა წვლილი მიუძღვით მეგრელებსაც და სვანებსაც ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი შეგნების ჩამოყალიბებაში.
რუსეთი (ამ სახელის მიღმა ნებისმიერი მტერი იგულისხმება) ყოველთვის და ყველა შესაძლო ხერხით მოინდომებს, ჩვენს შორის შუღლი გააღვივოს, მაგრამ თუ იმ მთავარ სახლში ვიქნებით გაძლიერებული, ენა რომ ჰქვია და, მით უფრო, ამ ენის მრავალფეროვან სისტემას ჩვენს სასიცოცხლო ძალად ვაქცევთ, მტერს მუდმივად გავაწბილებთ და ჩვენს მომავალ თაობებსაც ამ მშვენიერ სახლს ვალმოხდილნი გადავულოცავთ.
პრეზიდენტის ინიციატივამ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მიმართ რეფლექსიაც გააღიზიანა. ეს, ცალსახად დადებითი ფაქტია და თუნდაც ამის გამო ღირდა, საზოგადოებაში ეს დისკუსია დაწყებულიყო.
ენის სწავლების საკითხში უამრავი პრობლემა (და, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემაში არსებული საბედისწერო ხარვეზები) ძირითადად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაახმოვანეს. ისინი ქართველური ენების სწავლების იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებენ, თუკი ჯერ სალიტერატურო ენას მივხედავთ.
მარტივად რომ ვთქვათ - ჯერ ქართულს ვასწავლით ბავშვებს. ვფიქრობ, ეს საკითხი მხოლოდ მოსწავლეთა კატეგორიას არ ეხება,
(მხოლოდ იმ უწყინარი მიზეზით კი არა, რომ სწავლა სიბერემდეა, არამედ იმ მტკივნეული მიზეზით, როგორითაც დღეს მშობლიურ ენას ვეპყრობით).
ამ დღეებში ბევრმა გააზიარა ქართული ენათმეცნიერების მატრიარქის, მზექალა შანიძის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ლაკონურად, მკაფიოდ ამბობს - ენის ისტორიას მეგრულისა და სვანურის გარეშე ვერ შევისწავლით. ეს ენები იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფ ენებად გამოაცხადა და ჩვენი ვალია, დავიცვათ ისინი.
ეს კი ყველაზე მშვიდობიანი, ჰუმანური და კეთილშობილური აქტია, რაც ადამიანს ყველა დანარჩენი სულიერისგან განასხვავებს. ქართველური ენების სწავლა და მრავალფეროვან, ღრმა და უძველეს ენობრივ სისტემასთან ცოცხალი კავშირის დამყარება ამ აქტის ნაწილია.
დისკუსია, რომელიც ამ ინიციატივას მოჰყვა, იმდენად ვრცელი და ჭრელი აღმოჩნდა, რომ ერთ წერილში წარმოუდგენელია ყველა მოსაზრებაზე რეფლექსია. ფაქტია, რომ თემა ძალიან მგრძნობიარეა და, შესაბამისად, მგონი სოციალურ ქსელში არავინ დარჩენილა, აზრი რომ არ გამოეთქვა.
ამან კიდევ ერთხელ გაამხილა ენის მთავარი საიდუმლო - ის ყველაზე ცოცხალ სისტემად რჩება, რომელიც ჩვენს პიროვნულ თუ ეროვნულ საზრისებს განაპირობებს;
კი არ გვყოფს, გვაკავშირებს. ეს საზეპირო ჩვენმა წინაპრებმა ჩააბარეს. ახლა ჩვენი ჯერია.
*ქართულ-მეგრულ-სვანური კონსტრუქცია
ფოტო imedinews.ge