2021 წლის 13 ოქტომბერს 100 წელი შესრულდა ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერიდან, რომელიც 1921 წელს გაფორმდა ერთი მხრივ თურქეთს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბჭოთა რესპუბლიკები აღარ არსებობენ, ხსენებული ხელშეკრულება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად რჩება სამხრეთ კავკასიისა და მათ შორის, საქართველოსთვის, რადგან ერთი საუკუნის წინ, სწორედ ყარსის ხელშეკრულებით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან, რომელიც მას შემდეგ არ შეცვლილა.
ყარსის ხელშეკრულება ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსთვის ასევე იმიტომაც, რომ ამ შეთანხმებით თურქეთმა (შიდა ავტონომიის პირობით) აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი აჭარაზე, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გამყოფ ხაზს, თურქეთი არის საქართველოს ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საზღვარი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მთლიანად დელიმიტირებული და დემარკირებულია.
ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყარსის ხელშეკრულება დღემდე აქტუალურია ქართულ საზოგადოებასა და მედიაში, სადაც ხშირად სპეკულაციების ობიექტიც ხდება. საგულისხმოა, რომ რიგი მედიასაშუალებებისა და ანალიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებული ინტრიგა იქმნებოდა სწორედ 100 წლისთავთან დაკავშირებით, როცა თითქოს ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა და თურქეთი ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებდა საქართველოს.
13 ოქტომბერს თურქეთს საქართველოსთვის ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენებია, თუმცა ეს საკვირველი ნამდვილად არ არის: რეალურად, ყარსის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ვადაზე და შესაბამისად, 100 წლისთავთან დაკავშირებული ინტრიგა ძირითადად მანიპულაციურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ნამდვილად საკვირველი და უცნაური იყო ის დუმილი და იგნორირება, რომლითაც ქართული მედია შეხვდა უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტის გაფორმებიდან ერთი საუკუნის გასვლას.
ასე, მაგალითად, 13 ოქტომბერს წამყვან ტელემაუწყებლებს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არაფერი უთქვამთ ყარსის ხელშეკრულებისა და მისი ხელმოწერიდან 100 წლის გასვლის შესახებ.
როგორც უკვე ვთქვით, ეს განსაკუთრებით საკვირველია იმ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა და კამპანიების ფონზე, რასაც ყარსის ხელშეკრულებასთან მიმართებით ქართულ მედიაში ხშირად ვაწყდებით, ხოლო საუკუნის წლისთავი აშკარად ყოველმხრივ ხელსაყრელი დრო იყო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობიან მედიას მოეკვლია და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თემას მსხვილი ტელემაუწყებლებიდან 17 ოქტომბერს გამოეხმაურა „მთავარი არხი“, სადაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია საკუთარ საავტორო Post Factum-ში შეეცადა გაექარწყლებინა ხელშეკრულებასთან ასოცირებული „შეთქმულების თეორიები“, თუმცა მითების კრიტიკის დროს ჟურნალისტები თავადაც პოლიტიკურ მითოლოგიაში გადავიდნენ და საკითხი ცალსახად ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირების ჭრილში გადაიტანეს.
კერძოდ, სიუჟეტის თანახმად, ყარსის ხელშეკრულებით მანიპულირებას „ქართული ოცნების“ პრო-რუსული სატელიტები ეწევიან და პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას იმით, რომ თურქეთი ბათუმისა და აჭარის ოკუპაციას მოახდენს, ეს კი, სიუჟეტის თანახმად, ქართულ-თურქულ პარტნიორობაში ბზარის გაჩენას და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ისახავს მიზნად.
ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია მართლაც შეიძლება ისახავდეს მიზნად ანტითურქული განწყობების გაღვივებას, თუმცა ამ დეზინფორმაციისა და მანიპულაციის დავიწროება რომელიმე პარტიის ან მისი მხარდამჭერების წრემდე აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამას ზემოთმოყვანილი მაგალითიც ნათლად ადასტურებს.
მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ ქართული მასმედიისთვის ბოლო წლებში თურქეთი და მასთან დაკავშირებული საკითხები გარკვეულწილად „უხერხული თემა“ გახდა და შესაძლოა, ამითაც იყოს განპირობებული მედიასაშუალების პასიურობა ყარსის ხელშეკრულების ასი წლისთავის (არ)გაშუქებისას.
ოფიციალურად თურქეთი დღემდე რჩება ნატოს ერთ-ერთ საკვანძო სახელმწიფოდ და დასავლეთის მოკავშირედ რეგიონში, რაც ყოველთვის განაპირობებდა პროდასავლური ქართული მედიის პოზიტიურ დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ, თუმცა ბოლო წლებში თურქეთში მიმდინარე არაერთმნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური ცვლილებები და გახშირებული უთანხმოებები დასავლეთთან ქართულ მედიასაც რთული გამოწვევის წინაშე აყენებს: ამ წინააღმდეგობების ხაზგასმა და აქტიური გაშუქება შესაძლოა საზოგადოებაში აღქმულ იქნას, როგორც თურქოფობია და პრორუსული ნარატივის ხელშეწყობა, თუმცა თურქეთის წარმოჩენა პროდასავლური ქვეყნის მაგალითად უკვე ისე დამაჯერებლად არ ჟღერს, როგორც თუნდაც ორი ათეული წლის წინათ.
აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული მედია ბოლო წლებში თურქეთთან დაკავშირებით თითქოს „დუმილის უფლებას“ იყენებს და თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობების გამკაფიოებას ელოდება, თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები, ფაქტია, რომ ქართულმა მედიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თურქეთს, როგორც მეზობელ ძლიერ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირი აქვს და მოგვაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თურქულ-ქართული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.
დავიწყებული ხელშეკრულება?
20 ოქტომბერი 20212021 წლის 13 ოქტომბერს 100 წელი შესრულდა ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერიდან, რომელიც 1921 წელს გაფორმდა ერთი მხრივ თურქეთს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის.