ალბათ, გსმენიათ ტერმინი Big Data ან, სხვაგვარად „მეგამონაცემები“. ეს ახალი სიტყვაა პოლიტიკურ პიარსა და კომუნიკაციებში.
ადრე, როცა პოლიტიკოსი რაღაცას ამბობდა, მისი ნათქვამი ერთ ჯგუფს მოსწონდა, ხოლო მეორეს − აღიზიანებდა. ამიტომ ყველა ცდილობდა, ეთქვა ისეთი რამ, რაც უფრო დიდი აუდიტორიისთვის იქნებოდა მოსაწონი. ინტერნეტმა, კერძოდ კი მეგამონაცემების ანალიზმა, შესაძლებელი გახადა, ნებისმიერ ჯგუფს მიაწოდო მისთვის მოსაწონი მესიჯი. სწორედ ამგვარ სქემასთან გვქონდა საქმე „კემბრიჯ ანალიტიკის“ გახმაურებულ სკანდალში და ამაზეა ფილმი „ბრექსიტი“, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ისტორიაზე მოგვითხრობს.
საქართველოში ასეთი სქემა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. სამაგიეროდ, მოწმენი ვართ მსგავსი პრინციპებით მოქმედების არცთუ დახვეწილი მცდელობებისა.
მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ თუნდაც „მთავარი არხის“ ეთერში ამას წინათ გასული ბავშვთა პორნოგრაფიის კადრები, რასაც სოციალურ ქსელში არხის დირექტორის ბოდიში მოჰყვა.
ამ ამბავში ნათლად იკვეთება ორი განსხვავებული აუდიტორიის მიმართ ერთდროულად ორი განსხვავებული მესიჯის გაგზავნა: ერთი მხრივ, არხი ტელევიზიის ეთერში უშვებს ბავშვთა პორნოგრაფიის შოკისმომგვრელსა და აკრძალული გზით მოპოვებულ კადრებს, სადაც შესაძლებელია ბავშვების ამოცნობა, ხოლო მეორე მხრივ, როცა ამ კადრების გამო ტრადიციულად არხის მოკავშირე ლიბერალური და არასამთავრობო წრეებიც კი შეწუხდნენ, დირექტორმა ბოდიში მოიხადა... სოციალურ მედიაში.
აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ეს ბოდიში ეკუთვნოდა არა მთლიანად საზოგადოებას ან დაზარალებულ ბავშვებს, არამედ სწორედ ზემოხსენებულ „სამოქალაქო საზოგადოებას“, რადგან საქართველოში სამოქალაქო აქტივობა უმეტესწილად ფეისბუკში ხდება.
მეტიც: რეალურად აქ საქმე გვაქვს არა ორ სხვადასხვა მოქმედებასთან, არამედ ერთი და იმავე მოქმედების ორ აქტთან: გვარამია ჯერ ტელევიზიის პრაიმტაიმში, ათიათასობით ადამიანს უჩვენებს ბავშვთა პორნოგრაფიას და მაყურებელს არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, ხოლო მოგვიანებით ის „ლიბერალური ჯგუფები“, რომლებიც სიუჟეტის (არა)ეთიკურ მხარეზე აღშფოთდნენ, იღებენ მათთვის თავიდანვე განკუთვნილ ბოდიშს, ოღონდ მხოლოდ ფეისბუკის მეშვეობით.
ერთი სიტყვით, გასული სიუჟეტი სიუჟეტად რჩება. ვინც ის ნახა და დაიჯერა, რომ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, კვლავ ამ ემოციებშია, ხოლო „სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც „მთავარ არხს“ აქციებითა და სასამართლოთი ემუქრებოდა, მშვიდადაა, რადგან მიიღო კუთვნილი ბოდიში და იმის მორალური უფლება, ამ არხთან მომავალშიც „იმეგობროს“. სწრედ ეს იყო ბოდიშის მიზანიც და დანიშნულებაც.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტელევიზია და პირადად ნიკა გვარამია მეინსტრიმულ მედიაში დაშვებულ „შეცდომას“ ფეისბუკში მოხდილი ბოდიშით „ანეიტრალებს“. საკმარისია გავიხსენოთ თუდაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ამჟამინდელი „მთავარი არხის“ მენეჯმენტი „რუსთავი 2“-ს მართავდა. მაშინ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გვარამია უხეშად და არაეთიკურად შეეხო სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებას, ხოლო ამაზე აღშფოთებულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც, ძირითადად, ფეისბუკში აქტიურობს, სწორედ სოციალურ მედიაში მოუხადა ბოდიში.
სტრატეგია, მიზანი და შედეგი მაშინაც ზუსტად იგივე იყო: მესიჯი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ფართო საზოგადოების თვალში კანდიდატი უნდა დაეზიანებინა, გავრცელდა. სალომე ზურაბიშვილი დაზარალდა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების „ვიწრო წრემ“ ფეისბუკით მიიღო ბოდიში.
დაახლოებით ასეთივე სცენართან გვქონდა საქმე მაშინაც, როცა კორონავირუსის პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში გვარამიამ ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, შემდეგ კი ბოდიში მოუხადა. თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ აქაც, წინა შემთხვევების მსგავსად, ბოდიში შეცდომის გაცნობიერებამ ან გულწრფელმა სინანულმა კი არ გამოიწვია, არამედ წინასწარვე იყო დაგეგმილი, როგორც სხვა აუდიტორიისთვის განკუთვნილი „კომპენსაცია“.
ბოდიში... ვის?
06 ივლისი 2020ალბათ, გსმენიათ ტერმინი Big Data ან, სხვაგვარად „მეგამონაცემები“. ეს ახალი სიტყვაა პოლიტიკურ პიარსა და კომუნიკაციებში.