თუ თვალს შევავლებთ მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე წარმოებულ სასამართლო დავებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური საკითხი, მედიის რეგულირების კონტექსტში, არის იმის დადგენა, თუ სად გადის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის; როგორ უნდა იყოს დაცული კრიტიკის უფლება ისე, რომ, ამავე დროს, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა.
და მართლაც - თუ კანონმდებელი ზედმეტად გააფართოებს შეურაცხყოფის ცნებას, ამან ობიექტურად შეიძლება გამოიწვიოს კრიტიკის აკრძალვა და მედიის დადუმება, მაგრამ თუ მოხდება პირიქით და კანონი მცირედ დაარეგულირებს ამ საკითხს, მაშინ მედია შეიძლება გადაიქცეს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ცილისწამების იარაღად.
მოდი, განვიხილოთ ეს საკითხი ერთი კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე თურქული მედიისა და სასამართლოს ისტორიიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ სასამართლოს მოქმედებას ერთდროულად ორ დონეზე - უშუალოდ თურქეთში, სადაც შედგა საქმის თავდაპირველი განხილვა და შემდგომ უკვე სტრასბურგში, სადაც თურქული სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გასაჩივრდა.
ცნობისთვის - რადგან თურქეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, თურქეთის სასამართლოში განხილული საქმე შესაძლოა, გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რაც შეეხება ადგილობრივ ლეგალურ ჩარჩოს - თურქეთს გაცხადებული აქვს პოლიტიკური ნება, გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციები საკუთარ კანონმდებლობაში.
ამ რეკომენდაციებში კი ევროპის საბჭო სთხოვს წევრ სახელმწიფოებს, კანონის ძალით უზრუნველყონ პასუხის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მედიის საშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია პიროვნების შესახებ ან განხორციელდა თავდასხმა მის ღირსებასა და რეპუტაციაზე.
მაგალითად, სწორედ ეს მითითებაა მოყვანილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში “პასუხის უფლების შესახებ“ N (74) 26 და ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაში 1215 (1993) „ჟურნალისტური ეთიკის შესახებ“.
დავუბრუნდეთ თურქეთს და, კონკრეტულად, ეკერის საქმეს. 2005 წლის 23 თებერვალს ქ. სინოპის ერთ-ერთი გაზეთის (Bizim Karadeniz) რედაქტორმა მუსტაფა ეკერმა თავის გამოცემაში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით Yolunuz açık olsun („დაე შენი გზა იყოს სუფთა“). სტატიაში ეკერმა მწვავედ გააკრიტიკა სინოპის ჟურნალისტთა ფედერაცია და მისი ხელმძღვანელობა.
ფედერაციის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ ეკერის სარედაქციო სტატია შეურაცხყოფდა მისი და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსებას. შესაბამისად, 25 თბერვალს მან გაზეთის რედაქციაში გაგზავნა საპასუხო სტატია და მოითხოვა მისი გამოქვეყნება პასუხის უფლების საფუძველზე.
მუსტაფა ეკერმა უარი თქვა საპასუხო სტატიის გამოქვეყნებაზე. 3 მარტს ჟურნალისტთა ფედერაციამ ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. საჩივარში ფედერაცია მიუთითებდა, რომ ეკერის სტატია შეურაცხყოფდა ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ღირსებას და, ასევე, შეიცავდა დაუსაბუთებელ ბრალდებებს მათი მისამართით.
ფედერაცია ითხოვდა სასამართლოსგან, ვერდიქტის საფუძველზე დაევალდებულებინა რედაქცია, გამოექვეყნებინა ჟურნალისტთა ფედერაციის პასუხი.
სასამართლომ განხილვის პროცესში, ბუნებრივია, იხელმძღვანელა თურქეთის კანონმდებლობით, რომელშიც პასუხის უფლება კონსტიტუციით რეგულირდება.
კერძოდ, თურქეთის კონსტიტუციის 32-ე მუხლით თურქეთის მოქალაქეს გარანტირებული აქვს პასუხის უფლება იმ შემთხვევაში, თუ შეილახა მისი ღირსება და რეპუტაცია.
გარდა ამისა, თურქეთში 2004 წლიდან მოქმედებს კანონი პრესის შესახებ (N 5187) რომლის მე-14 მუხლი არა მხოლოდ ადგენს პასუხის უფლებას, არამედ, განსაზღრავს შესაბამის პროცედურასაც.
კერძოდ, კანონის თანახმად, თუკი პერიოდულ გამოცემაში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს ან შეურაცხყოფს პიროვნების ღირსებას, რედაქცია ვალდებულია, იმავე გამოცემის მეშვეობით გაავრცელოს პირის პასუხი, რომლის ღირსებაც შეილახა.
ამასთან, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს შეურაცხმყოფელი სტატიის გამოქვეყნებიდან ორი თვის განმავლობაში გაუგზანოს რედაქციას საკუთარი პასუხი, ხოლო, თავის მხრივ, რედაქცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს ეს პასუხი მიღებიდან სამი დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში თურქულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჟურნალისტთა ფედერაციის საჩივარი და დაავალდებულა გაზეთი, გამოექვეყნებინა საპასუხო სტატია, თუმცა რედაქტორმა ეს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა. თურქულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაცია და საბოლოო ჯამში, მუსტაფა ეკერი იძულებული გახდა, გამოექვეყნებინა ფედერაციის პასუხი საკუთარი გაზეთის ფურცლებზე.
ისტორია ამით არ დასრულებულა. პასუხის გამოქვეყნების შემდეგ ეკერმა მიმართა სტრასბურგს, რათა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაერკვია, დაირღვა თუ არა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და შეიზღუდა თუ არა მისი გამოხატვის თავისუფლება.
საქმის შესწავლის შემდეგ სტრასბურგმა ვერ აღმოაჩინა დარღვევა თურქული სასამართლოს გადაწყეტილებაში, რომელმაც გაზეთის რედაქციას პასუხის გამოქვეყნების ვალდებულება დააკისრა.
ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო თურქეთის და ევროპის კანონმდებლობასთან, ხოლო უშუალოდ პასუხის ტექსტი ასევე არ არღვევდა პასუხის უფლებით დადგნილ კრიტერიუმებს - არ აჭარბებდა თავისი მოცულობით თავდაპირველ სტატიას, რომელსაც იგი პასუხობდა და არ შეიცავდა შეურაცხმყოფელ თუ კანონით დაუშვებელ სხვა ფორმულირებებს.
სტრასბურგმა დაასკვნა, რომ მუსტაფა ეკერის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლების უფლება) რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია თურქული სასამართლოს გადაწყვეტილება.
„პასუხის უფლება“ თურქეთში
21 ნოემბერი 2025თუ თვალს შევავლებთ მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე წარმოებულ სასამართლო დავებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური საკითხი, მედიის რეგულირების კონტექსტში, არის იმის დადგენა, თუ სად გადის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის; როგორ უნდა იყოს დაცული კრიტიკის უფლება ისე, რომ, ამავე დროს, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა.