ოქტომბრის ბოლოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელი, ტვიტერი (Twitter Inc.), ილონ მასკის მფლობელობაში გადავიდა.
მასკის მიერ ტვიტერის შესყიდვის პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული საზოგადოება, რადგან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტვიტერი საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის მთავარ პლატფორმას წარმოადგენს როგორც ცალკეული მოქალაქების, ისე ოფიციალური პირების და ორგანიზაციებისთვის.
მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ აისახებოდა კომპანიაში ახალი მფლობელის შესვლა ტვიტერის სარედაქციო პოლიტიკაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ინტრიგის გაღვივებას თავად ილონ მასკმაც შეუწყო ხელი, ტვიტერის სარედაქციო პოლიტიკის მწვავე კრიტიკით, მათ შორის „ნიუ-იორკ პოსტის“ რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების დაბლოკვის გამო, რომელიც ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო უკანონო საქმიანობას უკავშირდებოდა;
ილონ მასკი ასევე არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა ტვიტერის ადმინისტრაციის მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის უვადო დაბლოკვას და აცხადებდა, რომ პლატფორმის შესყიდვის შემდეგ გადახედავდა ამ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, მაისში მასკმა რამდენიმე თვით საერთოდ შეაჩერა ტვიტერის შესყიდვის პროცესი, ე.წ. ყალბი ანგარიშების სკანდალის გამო, რომელთა რაოდენობაც, მისი განცხადებით, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას კომპანიის მენეჯმენტი აღიარებდა.
ზოგადად, ილონ მასკი ახმოვანებდა და ახმოვანებს იმ პროტესტს, რომელიც სოციალური ქსელის მიმართ მომხმარებლებში და განსაკუთრებით, საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში წლების მანძილზე არსებობს. ეს პროტესტი მოიცავს და გულისხმობს უკმაყოფილებას გადაჭარბებული „პოლიტკორექტული ცენზურის“, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობის, ასევე პოლიტიკური მიკერძოების გამო.
ამ განწყობების ფონზე მასკი, რომელიც საკუთარ თავს „თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტს“ უწოდებს, ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ შექმნის თანამედროვე ციფრულ ფორუმს, სადაც გარანტირებული იქნება სიტყვის თავისუფლება და ადამიანები განიხილავენ განსხვავებულ იდეებს, თუმცა ეს არ გადაიზრდება განუკითხაობასა და სიძულვილის პროპაგანდაში, სადაც ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია.
პირველი გადაწყვეტილება, რაც ილონ მასკმა ტვიტერის მფლობელის სტატუსით მიიღო, კომპანიის ტოპ-მენეჯერების სამსახურიდან დათხოვნა იყო. ამას მოჰყვა გათავისუფლებების ტალღა საშუალო და ქვედა რგოლშიც. მთლიანობაში, 27 ოქტომბრის შემდეგ, ტვიტერის თანამშრომელთა ნახევარს სამსახურის დატოვება მოუწია.
„ჩიტი გათავისუფლებულია“ - ეს იყო ილონ მასკის პირველი ტვიტი ტვიტერზე, კომპანიის მფლობელისა და მმართველის ამპლუაში. ამით მან კიდევ ერთხელ და დემონსტრაციულად გაუსვა ხაზი, რომ უკმაყოფილოა ტვიტერის სარედაქციო პოლიტიკით და აქვს პრეტენზია, შექმნას „ცენზურისგან თავისუფალი“ სოციალური ქსელი;
იგივე განწყობა და პათოსი შეინიშნებოდა ამერიკული საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილ ნაწილშიც. საკმარისია გავიხსენოთ დონალდ ტრამპის კომენტარი, რომელმაც 28 ოქტომბერს თქვა, რომ „ტვიტერი ახლა საიმედო ხელშია“.
თუმცა, მართლაც გახდება თუ არა ტვიტერი კომუნიკაციის ისეთი პლატფორმა, რომელიც პოლიტიკურად პოლარიზებული საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის იქნება მისაღები?
მიუხედავად იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვისა, რომელიც ნებისმიერ მედიას აქვს, ტვიტერი ამავე დროს, ერთერთი უმსხვილესი ბიზნესია და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ბიზნესის კანონზომიერებები.
მასკი ერთის მხრივ აცხადებს, რომ ტვიტერი არა „ფულის საშოვნელად“, არამედ სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით იყიდა, თუმცა ამავდროულად აჟღერებს გრანდიოზულ ბიზნეს-იდეებსაც, რაც ტვიტერის ე.წ. სუპერ-აპლიკაციად გადაქცევას გულისხმობს, მისთვის ფინანსური და სხვა სახის სერვისების დამატების გზით.
როგორი იქნება ტვიტერი - დამოკიდებულია არა მხოლოდ მასკის იდეებზე, არამედ ბაზრის კონიუნქტურასა და სხვა ფინანსური მოთამაშეების პოზიციაზეც. მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს კომპრომისის მოძებნა როგორც სკეპტიკოსებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც ტვიტერისთვის რეკლამის ძირითად წყაროს წარმოადგენენ.
ეს პროცესი უკვე დაწყებულია: - ნოემბრის დასაწყისში ტვიტერი კატასტროფული სისწრაფით კარგავდა სარეკლამო შემოსავალს იმის გამო, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტთა ჯგუფები კომპანიებს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ რეკლამის შეკვეთა ტვიტერში. ამ ფონზე მასკი სასწრაფოდ შეხვდა უფლებადაცვითი ჯგუფების წარმომადგენლებს და პირობა მისცა, რომ აღადგენდა კონტენტის მოდერაციის პროცესს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დიდი ალბათობით, გავლენას მოახდენს ტვიტერის მომავალ სარედაქციო პოლიტიკაზე, თავად ილონ მასკის პოლიტიკური პოზიციაა, რომელიც ამჟამად რესპუბლიკელების დღის წესრიგთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დემოკრატების.
8 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, რესპუბლიკელებისთვის დაეჭირათ მხარი. მეორე დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა მას ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის აგენტობაში დასდო ბრალი.
და ბოლოს, - რამდენად შესაძლებელია, ერთ პლატფორმაზე არსებობდეს მოდერაციის ისეთი სტანდარტი, რომელიც პოლარიზაციის პირობებში ერთდროულად მისაღები იქნება როგორც კონსერვატორების, ისე ლიბერალებისთვის?
მომავალი შესაძლოა ეკუთვნოდეს არა სუპერ-აპლიკაციებს ან სუპერ-გლობალიზებულ სოციალურ ქსელებს, არამედ პირიქით, საკომუნიკაციო პლატფორმები პოლიტიკური და იდეოლოგიური ნიშნით დაიყოს ისე, როგორც ეს ტრადიციული მედიის შემთხვევაში მოხდა.
„ჩიტი“ თავისუფალია?
12 ნოემბერი 2022ოქტომბრის ბოლოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელი, ტვიტერი (Twitter Inc.), ილონ მასკის მფლობელობაში გადავიდა.