გასულ კვირას თეთრი სახლის ადმინისტრაციამ წამყვანი ამერიკული მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილები დაუგზავნა იმის შესახებ, როგორ გააშუქონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა წამოიწყეს.
ასეთი წერილები CNN-ის, The New York Times-ის, Fox News-ის, Associated Press-ის, CBS News-ის და სხვა მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს.
„დროა, მედიამ გააძლიეროს კონტროლი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების სიცრუეზე დაყრდნობით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო“, – წერს თეთრი სახლის მრჩეველთა ოფისის პრეს-სპიკერი იან სემსი წერილში, რომელიც ამერიკულმა მედიამ გაასაჯაროვა.
როგორც წერილშია აღნიშნული, დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უნდა იყოს „განგაშის ზარი ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის“.
ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილმა განგაშის ზარებს მართლაც შემოჰკრა -
და ამის მიზეზი არა იმპიჩმენტის პროცედურის საფუძვლიანობის საკითხი, არამედ თეთრი სახლის მხრიდან მედიისთვის მითითებების მიცემის მცდელობა გახდა.
წერილში ბაიდენის ადმინისტრაცია მედიას „ფსევდობალანსის“ დაცვისგან თავის არიდებას ურჩევს და ამბობს, რომ ასეთი გაშუქება ამერიკული საზოგადოებისთვის დათვური სამსახურია.
იქვე იმპიჩმენტის პროცესის გაშუქების ერთგვარ ფორმულასაც სთავაზობს, სადაც X - რესპუბლიკელების ბრალდებებია, ხოლო Y - თეთრი სახლის პასუხი:
"იმპიჩმენტის პროცედურის, როგორც პროცესის გაშუქება (სადაც რესპუბლიკელები ამბობენ X-ს, ხოლო თეთრი სახლი ამბობს Y-ს) არის დათვური სამსახურის გაწევა ამერიკული საზოგადოებისთვის...
დამოუკიდებელ პრესას ეკისრება პასუხისმგებლობა, რესპუბლიკელთა ბრალდებები გადაამოწმოს..." - ნათქვამია წერილში.
წერილს თან ახლავს 14-გვერდიანი დანართი, რომლითაც თეთრი სახლი რესპუბლიკელთა ბრალდებების გაქარწყლებას ცდილობს.
თეთრი სახლის მიერ წერილის დაგზავნის ამბავი არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ გააშუქა, თუმცა გაშუქების ფორმები განსხვავებული იყო.
მაგალითად, ვნახოთ ტელეკომპანია CNN, რომელიც დემოკრატების მხარდამჭერი განწყობით გამოირჩევა:
„მედია ორგანიზაციები... ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთ რეპორტაჟებში მტკიცედ გამოააშკარაონ რესპუბლიკელების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რაც ბაიდენის თეთრი სახლის მაღალჩინოსნების იმედგაცრუებას იწვევს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მედიამ მეტი უნდა გააკეთოს სიცრუის გასაქარწყლებლად“, – აღნიშნულია CNN-ის სტატიაში, რომელიც თეთრი სახლის მიერ კომუნიკაციის ასეთი ფორმის გამართლების შთაბეჭდილებას ტოვებს.
სამაგიეროდ Fox News-მა, წერილთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული შეფასება შესთავაზა მაყურებელს. გასაკვირი არაა, რომ ამ შეფასებების ავტორთა უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან.
„ნუთუ თეთრი სახლი იმდენად გათამამდა, რომ თავხედურად ეუბნება მედიას, წინასწარ განსაზღვრონ მათი გაშუქება? როგორც ყოფილი რეპორტიორი, ვამბობ, რომ ეს აღმაშფოთებელია“, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ეშლი ჰინსონი. რესპუბლიკელმა ბობ გუდმა კი წერილს, მედიასა და ბაიდენს შორის აქამდე „არნახული დონის შეთქმულება“ უწოდა.
აშშ-ში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კი კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურაა დაწყებული.
ასეთ დროს კი, მედიის მუშაობას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ენიჭება.
ჟურნალისტიკის გაკვეთილები თეთრი სახლისგან
21 სექტემბერი 2023გასულ კვირას თეთრი სახლის ადმინისტრაციამ წამყვანი ამერიკული მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილები დაუგზავნა იმის შესახებ, როგორ გააშუქონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა წამოიწყეს.