12 სექტემბერს „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“ გადაცემის სტუმარმა ლიკა ბასილაიამ მაყურებელს უამბო, როგორ შეხვდა, რამდენიმე პირთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მრჩეველს, რომელიც ამჟამად საქართველოში უკვე აღარ საქმიანობს.
ლიკა ბასილაია ირწმუნება, რომ საელჩოს თანამშრომელმა მათ უამბო იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, უარი უთხრა ამერიკელებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე, რის შემდეგაც სამხედრო ბაზა ამერიკელებმა საქართველოში კი არა, უკვე ალბანეთში გახსნეს.
ბასილაიას მონათხრობით, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უარის თქმის მიზეზად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა დაუსახელებიათ.
იმავე დღეს „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგვთავზეს რეპორტაჟი: „ოცნების“ უარი ამერიკულ ბაზაზე“.
აღნიშულ სიუჟეტში ექსკლუზივად გამოცხადდა ლიკა ბასილაიას მონათხრობი და ჭეშმარიტებად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უარი განაცხადა და ეს ყველაფერი სწორედ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტისას მომხდარა:
„ჩვენ გავარკვიეთ ის, რასაც ოცნება ამ დრომდე მალავდა. ჩვენი ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე თბილისში უპრეცედენტო შეთავაზებით ჩამოვიდა. შეერთებული შტატები მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა ამერიკული, სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში, 1800-ჯარისკაციანი კონტინგენტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. „მთავარის“ ინფორმაციით, „ოცნებამ“ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარი თქვა და ბედის ანაბარა დაგვტოვა და მოსახლეობას დაუმალა, რეალურად რატომ ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი.“
როგორ და რა გზებით გაარკვიეს „მთავარის“ ჟურნალისტებმა ლოიდ ოსტინის ვიზიტის დაფარული ამბები?
რეპორტაჟიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ თავდაცვის სამინისტრო ოსტინთან გაფორმებულ მემორანდუმს არ უგზავნის პარლამენტის წევრს, ზოგიერთ პოლიტიკოსს კი დღემდე ვერ გაუგია, რატომ ასაიდუმლოებენ იმას, თუ რა უთხრა კულუარებში ამერიკის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მთავრობის პირველ პირებს.
ასეთი ინფორმაცია ნამდვილად ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ ლოიდ ოსტინს უარი უთხრეს სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსებაზე. სხვა წყაროები კი რეპორტაჟში არ დასახელებულა.
სამაგიეროდ, ჟურნალისტებმა შემოგვთავაზეს გენშტაბის ყოფილი უფროსის ვახტანგ კაპანაძის ინტერვიუ, საიდანაც გავიგეთ, რომ სამხედრო ბაზა არა, მაგრამ 2014 წელს, ანუ ოსტინის ვიზიტამდე 5 წლით ადრე, „იყო საუბარი დასაწყობების ბაზის შექმნაზე“. უცნობია, რა ბედი ეწია ამ პროექტს, თუმცა ჟურნალისტმა თამამად დაასკვნა, რომ „სავარაუდოდ, ივანიშვილმა მთავარი პარტნიორი უარით გაისტუმრა“.
სიუჟეტში მოვისმინეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მოსაზრებაც, რომელიც ამბობს, რომ მას არ ჰქონდა პირველი პირებიდან ეს ინფორმაცია, „თუმცა, ბევრი ადამიანი ვაშინგტონში ეკითხებოდა, რა დაემართა თქვენს მთავრობას, ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზი რა შეიძლება იყოს, ასეთი რა უსაფრთხოების გარანტიები მიიღეთო?“
აღნიშნული ზედაპირული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მოგროვების შემდეგ, „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები მაყურებელს, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს ახვევენ საეჭვო ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებულ ძალიან ხმამაღალ დასკვნას:
„ღალატის ტოლფასი უარი ისტორიულ შანსზე: რატომ არ გაახსნევინა "ოცნებამ" აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოში?!“
აშკარაა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მაყურებლის ინფორმირების მიზანი არ ამოძრავებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიკა ბასილაიას მიერ მიწოდებულ ე.წ. მეორეულ ინფორმაციას, რომელიც თავად ბასილაიას საელჩოს მაღალჩინოსნისაგან ჰქონდა მოსმენილი, პირველწყაროებთან გადაამოწმებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებდნენ მაყურებელს.
წყაროს სანდოობის შემოწმება ჟურნალისტის საქმიანობის მთავარი მოთხოვნაა, ამიტომ ნამდვილად გაუგებარია, „მთავარის“ ჟურნალისტებიდან რატომ არავინ დაუსვა ლიკა ბასილაიას ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა: - რატომ გაამხილა მან საელჩოს მაღალჩინოსნისგან მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ, როდესაც, მისივე თქმით, მან საელჩოში საქმიანობა დაასრულა და „საქართველოს დაემშვიდობა“?
წყაროს სანდოობის შემოწმება აუცილებელი პროფესიული სტანდარტია, ისევე როგორც პირველწყაროებთან ინფორმაციის გადამოწმება;
საინფორმაციო სამსახური ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ისე საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიცია, რაც „მთავარის“ ჟურნალისტებმა უგულებელყვეს.
საბოლოოდ, მაყურებელმა პროფესიული სტანდარტების და პრინციპების დაცვით მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტის ნაცვლად, მოისმინა ბელეტრისტიკა თემაზე - „ღალატის ანატომია“, ანუ რატომ ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი საქართველოში?“
აღნიშნული სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს კი, იმავე ჟურნალისტურმა გუნდმა მაყურებელს გამოუცხადა:
„ინფორმაცია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ შეერთებულმა შტატებს ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი უთხრა, ამერიკის საელჩომ უარყო. განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა.“
ორი მთავარი წყაროს მიერ უარყოფილი ინფორმაციის შემდეგ, წესით, მაყურებელი იმსახურებდა ბოდიშსაც და იმასაც, რომ მისთვის ასეთი სერიოზული შეცდომის მიზეზები განემარტათ!
ნაცვლად ამისა, „მთავარის“ ჟურნალისტებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ მაინც მართლები არიან და მაინც სწორია მოსაზრება, რომ ქართულმა მხარემ ამერიკელებს სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარი უთხრა:
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მთავარის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა და თქვა, რომ მსგავსი შეთავაზება ბაზის მოწყობასა და იარაღის გადმოცემაზე ნამდვილად არსებობდა.. ინფორმაცია არ უარყვეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, სამაგიეროდ, მათ რუსული პროპაგანდის მორიგი ხაზი განავითარეს..“
აშკარაა, ჟურნალისტს ერთმანეთში ერევა პოლიტიკოსის სიტყვის თავისუფლება და მედიის პასუხისმგებლობა, გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაციის და წყაროს სანდოობა; ასევე მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან ფაქტი და მოსაზრება.
ამ სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტმა დასკვნის სახით, კიდევ ერთი აშკარა ტყუილი თქვა: „(სამხედრო ბაზის) შეთავაზების ფაქტს „ოცნება“ არ უარყოფს. ერთადერთი, ვინც კითხვაზე კონკრეტული პასუხი გაგვცა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა, რომელმაც გვითხრა, რომ ბაზის აშენება ლოიდ ოსტინს „ოცნებისთვის“ არ შეუთავაზებია“.
სინამდვილეში, იგივე გაიმეორა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, თუმცა ჟურნალისტს სიუჟეტის ბოლოს აშკარად დაავიწყდა ის, რაც სიუჟეტის დასაწყისში უთხრა მაყურებელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
მეტიც, აღნიშნულ რეპორტაჟში, რომელიც ძირითადად ამავე არხის მიერ წინა დღით მოპოვებულ მასალას იმეორებდა, ჟურნალისტს აღარაფერი უთქვამს ინფორმაციის გამავრცელებლის ლიკა ბასილაიას პოზიციაზე.
სამაგიეროდ, ბასილაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო „აქცენტს“ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.
ბოდიშის ნაცვლად
14 სექტემბერი 202312 სექტემბერს „მთავარი არხის“ გადაცემაში „დღის სტუმარი“ გადაცემის სტუმარმა ლიკა ბასილაიამ მაყურებელს უამბო, როგორ შეხვდა, რამდენიმე პირთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში მრჩეველს, რომელიც ამჟამად საქართველოში უკვე აღარ საქმიანობს.