შეერთებული შტატების კანონმდებლობით აკრძალვის შემდეგ, TikTok-ის საბოლოო ბედი კვლავ გაურკვეველია.
დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰყავს „ძალიან მდიდარი ხალხის“ ჯგუფი, რომელთაც აღნიშნული პლატფორმის შეძენა სურთ. „გეტყვით დაახლოებით ორ კვირაში“, - თქვა პრეზიდენტმა.
პლატფორმის გაყიდვას ჩინეთის მთავრობის თანხმობა სჭირდება, თუმცა ტრამპი ფიქრობს, რომ პეკინი ამაზე უარს არ იტყვის.
აპლიკაციის პოტენციურ მყიდველებს შორის ტრამპის ახლო გარემოცვის ისეთი წარმომადგენლები არიან, როგორიცაა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი და კომპანიები - AppLovin და Perplexity AI, ასევე სახელდება YouTube-ის სუპერვარსკვლავი ჯიმი დონალდსონი, იგივე Mr. Beast.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პლატფორმის შეძენის სურვილი გამოთქვა კომპანია Amazon-მაც.
წლის დასაწყისში ტრამპი თანახმა იყო, TikTok ილონ მასკს ეყიდა, თუმცა მან თქვა, რომ ასეთი განზრახვა არ აქვს.
ბოლო ერთ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა მესამედ გადადო იმ კანონის ამოქმედება, რომელიც TikTok-ის გაყიდვის ვალდებულებას ეხება. კომპანია ByteDance-მა პლატფორმის გაყიდვის შესახებ გარიგება 17 სექტემბრამდე უნდა დადოს.
TikTok-ის ამერიკელი მყიდველისთვის დათმობის შეთანხმება აპრილში ჩაიშალა, როცა თეთრი სახლი ჩინეთს ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო დაუპირისპირდა.
კიდევ ერთი სადავო საკითხია, მზად არიან თუ არა ByteDance და ჩინეთი, უარი თქვან TikTok-ის ალგორითმზე, ძირითად ტექნოლოგიაზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რას ხედავენ მომხმარებლები პლატფორმაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა განიხილა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ByteDance შეინარჩუნებს საკუთრებას TikTok-ის ალგორითმზე, მაგრამ იჯარით გადასცემს მას აშშ-ში მომუშავე ახალ სუბიექტს.
ჩინური კომპანია Bytedance-ის კუთვნილი აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს, ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში მოაწერა ხელი. კანონის თანახმად, თუკი ვიდეო-გაზიარების პლატფორმა არაჩინელ მესაკუთრეზე არ გასხვისდება, მისი მოხმარება შტატებში უნდა აიკრძალოს.
დონალდ ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში TikTok-ს მწვავედ აკრიტიკებდა, მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და ახლა, აპლიკაციის აშშ-ში გაგრძელებას უჭერს მხარს, თუმცა მფლობელის შეცვლის პირობით. ტრამპი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალგაზრდების მხარდაჭერა, სწორედ TikTok-მა მოუტანა.
ჩინური პლატფორმის წარმომადგენელთა განცხადებით, აპლიკაციას 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც 2024 წელს, TikTok-ში საშუალოდ, 51 წუთს ატარებდნენ დღეში.
ვინ ყიდულობს TikTok-ს? - კიდევ ერთი ვადა ტრამპისგან
01 ივლისი 2025შეერთებული შტატების კანონმდებლობით აკრძალვის შემდეგ, TikTok-ის საბოლოო ბედი კვლავ გაურკვეველია.