10 დეკემბრიდან ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ. მსგავს შეზღუდვას ევროკავშირიც გეგმავს.
ონლაინსივრცეში არასრულწლოვანთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შემაშფოთებელი რისკების გამო ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც სოციალური მედიის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაუშვებელია.
დოკუმენტს 483-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 92 იყო. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ონლაინკონტენტზე ბავშვთა მავნე დამოკიდებულების შესამცირებლად და მოზარდების კიბერბულინგისგან დასაცავად მკაცრი მექანიზმები აუცილებელია.
რეზოლუციის მიღებით დეპუტატებმა ევროკომისიას ონლაინსივრცეში ასაკობრივი ზღვარის დაწესების გარდა სხვა ამკრძალავი მექანიზმების ამოქმედებისკენაც მოუწოდეს, მათ შორის არის შემდეგი მოთხოვნები:
აიკრძალოს ყველაზე საზიანო, დამოკიდებულების გამომწვევი პრაქტიკა არასრულწლოვნებისთვის, რომელიც მოიცავს აპლიკაციის უსასრულოდ „სქროლვას“, ვიდეოს ავტომატურად ჩართვას და სხვ.
აიკრძალოს/დაიბლოკოს ყველა პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის წესებს არ დაემორჩილება;
ყურადღება გამახვილდეს მიზანმიმართულ რეკლამებზე, ინფლუენსერთა მარკეტინგზე, მიმჩვევ დიზაინსა და სხვადასხვა ტექნოლოგიებზე.
რეზოლუციის მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა ქრისტელ შელდემოსმა აღნიშნა, რომ ეს რეგულაციები, ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტთან“ ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის ონლაინსივრცეში ბავშვთა უსაფრთხოებას.
„საბოლოოდ გავავლებთ წითელ ხაზს. ხმამაღლა ვეუბნებით პლატფორმებს: თქვენი მომსახურება ბავშვებისთვის არ არის შექმნილი და ეს ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს“,- თქვა შელდემოსმა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ეყრდნობა კვლევას, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდების 97% ონლაინპლატფორმებზე ყოველდღიურად შედის; 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები კი საკუთარ მოწყობილობებს ყოველ საათში ამოწმებენ. კვლევით ასევე დადგინდა, რომ ყოველი მეოთხე არასრულწლოვანი სმარტფონების მოხმარების ისეთ პრობლემურ ან დისფუნქციურ ტენდენციებს ავლენს, რომლებიც მავნე დამოკიდებულებებს ახასიათებს.
რეზოლუციის მხარდამჭერები განმარტავენ, რომ ზღვრული ციფრული ასაკის დაწესება არასრულწლოვნებს საზიანო კონტენტისგან დაიცავს. თუმცა, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი რეგულაციის აღსრულება რთული იქნება და ბავშვებმა შესაძლოა, ასაკობრივ ზღვარს გვერდი სხვადასხვა მეთოდით აუარონ.
პრაქტიკაში ეს რეგულაცია ნიშნავს, რომ ისეთ სოციალურ მედიაპლატფორმებს, როგორებიცაა YouTube, Facebook, Instagram და TikTok, მომხმარებლების ასაკის გადამოწმების მექანიზმების გამკაცრება მოუწევთ. ამისათვის შესაძლოა, ევროკავშირის ახალი ინიციატივა ე.წ. „ციფრული იდენტობის საფულე“ გამოიყენონ.
ვიდრე ევროკომისია ევროპარლამენტის მხარდაჭერილ რეზოლუციას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, ევროპის კონტინენტს მიღმა ამკრძალავი კანონი უკვე ძალაში შედის. ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება 10 დეკემბრიდან აეკრძალებათ. ძალაში შევა „სოციალური მედიის მინიმალური ასაკის შესახებ საკანონმდებლო აქტი.“
ავსტრალიის კომუნიკაციების მინისტრმა საკანონმდებლო აქტის შესახებ საუბრისას, ევროპარლამენტარების მსგავსად, მავნე დამოკიდებულებებზე ისაუბრა და სოციალურ მედიასთან მოზარდების ურთიერთობა ნარკოდამოკიდებულებას შეადარა:
„ამ ერთი კანონმდებლობით დავიცავთ ახალ თაობას მტაცებლური ალგორითმებისგან, რომლებიც ქცევითი კოკაინის სახით შექმნეს. მოზარდებში მავნე დამოკიდებულების ჩამოყალიბება შემთხვევითი არ ყოფილა, ეს ამ პლატფორმების დიზაინში გათვალისწინებული პარამეტრია. 10 დეკემბრიდან მოზარდები განაწყენდებიან, ზოგი გაიბრძოლებს, რომ დაუბრუნდეს სოციალურ მედიას, ზოგი ეცდება, გვერდი აუაროს ტექნოლოგიურ რეგულაციებს. თუმცა ხანმოკლე დისკომფორტი ღირს გრძელვადიანი სარგებლის მისაღწევად. ეს კანონი მსოფლიოში მოწინავეა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაც აგვყვება. დანია, საბერძნეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ევროკომისიაც გადაწყვეტენ, რომ დააწესონ მინიმალური ზღვარი სოციალური მედიის გამოყენებაზე“, - განაცხადა ანიკა უელსმა.
ავსტრალიის მიერ შემოღებული აკრძალვა YouTube-მა უკვე მკაცრად გააკრიტიკა. ვიდეო გაზიარების პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი შეზღუდვა ბავშვებს არამცთუ დაიცავს, უფრო დაუცველს გახდის ონლაინსივრცეში.
YouTube ირწმუნება, რომ საერთო ასაკობრივი აკრძალვის დაწესებით, მშობლების მიერ საკუთარი შვილების სოციალური მედიაანგარიშების კონტროლის ფუნქციაც აღარ იარსებებს. ეს კი გაართულებს იმ არასრულწლოვნების ზედამხედველობას, ვინც აკრძალვის გვერდის ავლით ეცდება დარეგისტრირებას.
კრიტიკის მიუხედავად რეგულაციიის ამოქმედება არ შეფერხდება. ავსტრალიელი მოზარდები 10 დეკემბერს ყველა სოციალური ქსელიდან ავტომატურად დაიბლოკებიან.
ციფრული ასაკის ზღვარი
09 დეკემბერი 202510 დეკემბრიდან ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ. მსგავს შეზღუდვას ევროკავშირიც გეგმავს.

ფოტო: shutterstock